Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბიზნესპარტნიორი ინფრასტრუქტურის განვითარებაში – ინტერვიუ ირაკლი პაპიაშვილთან

by Davit Tsiramua
January 13, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ყველა სიახლე
0
LS Heavylift – მსოფლიო გიგანტების ქართველი ვენდორი | ინტერვიუ ირაკლი ცანკაშვილთან
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ავტოიმპორტისა და საავტომობილო სერვისის ბაზარზე წამყვან ადგილს კვლავ „თეგეტა მოტორსი“ და მის ჯგუფში შემავალი 20-ზე მეტი კომპანია იკავებს. ის, რომ „თეგეტას“ სახელს არაერთი ცნობილი უცხოური ბრენდის საქართველოსა და რეგიონში ოფიციალურად შემოყვანა უკავშირდება, სიახლე არ არის. სიახლე „თეგეტას“ შვილობილი კომპანიების „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“, „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთისა“ და „თეგეტა რენტალსის“ ზრდა და გეგმებია, რომლებიც სპექცტექნიკისა და სატვირთო მანქანების მიმართულებითაა გათვალისწინებული. სიახლეებსა და შედეგებზე FORBES INFRASTRUCTURE-ი ამ კომპანიების გენერალურ დირექტორს, ირაკლი პაპიაშვილს ესაუბრა.

ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, და­ვიწყოთ წლის შე­ჯა­მე­ბით, როგო­რი იყო 2021 კომ­პა­ნი­ის­თ­ვის? რა შე­დე­გე­ბით აცილებთ წელს?

2021 ჩვენი კომპანიებისთვის საინტერესო, თუმცა ამავე დროს გამოწვევებით სავსე წელი იყო. პოსტპანდემიურ პერიოდში ძალების აღდგენა გვჭირდებოდა და ამაზე უნდა გვეზრუნა. ვიცით, რომ 2020 ძალიან მძიმე გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიამ სამუშაო რეჟიმი ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც სრულად შეგვიცვალა. გასული წლის განმავლობაში ყველამ განიცადა ლოგისტიკური კოლაფსი, მიწოდების შეფერხებები, წარმოების ჯაჭვის დარღვევა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ჩვენზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

თუმცა, 2021 წელი აღდგენით დავიწყეთ. მნიშვნელოვნად შევცვალეთ ბიზნესპროცესები და პოსტპანდემიურ პერიოდში მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული სისტემა შევქმენით. გარდა ამისა, „თეგეტა ჰოლდინგში“ მნიშვნელოვანი პროცესები, კერძოდ, ეჯაილ-ტრანსფორმაცია დავიწყეთ. ეს ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით გავართვით თავი. ტრანსფორმაციის პირველი ნაწილი უკვე დავასრულეთ, შესაბამისად, გარკვეულწილად მის ეფექტებზე საუბარი უკვე შეგვიძლია. ეჯაილ-ტრანსფორმაციამ გაამართლა, რის შედეგადაც დღეს ჰოლდინგი, ისე როგორც არასდროს, სრულად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ჩვენ სპეციალური გუნდები შევქმენით ყოველდღიური გაყიდვების კუთხით და კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაო სქემა შევიმუშავეთ. მანამდეც ასეთი იყო ჩვენი სამუშაო სისტემა, თუმცა ადრე მართვა უფრო ცენტრალიზებულად ხდებოდა.

2020 წელს ჩვენი ერთ-ერთი წარმატების საფუძველი გაყიდვების არხების დივერსიფიკაცია გახდა, რაც, ბუნებრივია, 2021 წელზეც დადებითად აისახა. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც პანდემიის პერიოდშიც მზარდი გამოდგა, საკვები და სასმელი პროდუქტების, ასევე მედიკამენტების დისტრიბუცია იყო. პანდემიური კრიზისების გამო, ბიზნესპროცესები ბევრი მიმართულებით შეფერხდა. საჭირო იყო მყისიერი რეაგირება, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით ვუპასუხეთ. მაგალითად, სადისტრიბუციო კომპანიებს იაპონური ბრენდის Hino-ს კომერციული ავტომობილები შეფერხების გარეშე შევთავაზეთ. HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია, მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. HINO-ს კომერციულ ავტომობილებს იაპონიაში იმ ქარხანაში უშვებენ, რომელშიც Toyota-ს ისეთ მოდელებს აწარმოებენ, როგორიცაა Prado და FJ Cruiser-ი.

საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, რითაც ბიზნესის პერსპექტივა კიდევ უფრო გაფართოვდა. დავიმატეთ: Renault-ს ბრენდის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტალიდან დავიწყებთ. საგზაო და სამშენებლო მიმართულებით დავიმატეთ უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის Fayat group-ის წევრი კომპანიები Bomag-ი და Marini. აღნიშნული ბრენდების პორტფელში დამატებით, „თეგეტა“ მომხმარებელს შესთავაზებს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს – როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკადანადგარს. ასევე დავიმატეთ თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.

რიცხ­ვებ­ში რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა? ვი­ცით, რომ „თეგეტა თრაქ & ბა­სის“ შე­მო­სა­ვა­ლი 2020-ში 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ორ­მაგ­და და და­ახ­ლო­ებით 6,7 მლნ ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2021 წელს რა შე­დე­გე­ბით ას­რუ­ლებთ?

პანდემიურ 2020 წელთან შედარებით სატვირთო მიმართულებაში დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს. ეს სწორედ 2020-ში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ასევე ეჯაილ-ტრანსფორმაციამაც განაპირობა. პანდემიამ მთელ რიგ სექტორებს მოულოდნელი დარტყმა მიაყენა. ამ მომენტში საჭირო იყო ზუსტი სტრატეგია და დროული მოქმედებები, რასაც, ვფიქრობთ, კარგად გავართვით თავი და ეს მკაფიოდ ჩანს სწორედ ციფრებში. ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ძლიერი და გამართული სისტემის პირობებში აქვს კომპანიას ლავირების შესაძლებლობა, მით უფრო ისეთი პრობლემის ფონზე, როგორიც კოვიდ-19-ია, რომელსაც თამამად შეგვიძლია, საუკუნის გამოწვევა ვუწოდოთ.

რას გვეტყ­ვით „თეგეტა რენ­ტალ­ს­ზე”, რო­მე­ლიც 2020-ში ზა­რალ­ზე იყო?

„თეგეტა რენტალსი“ ახალი კომპანიაა. რეალურად პირველი ორი წელი ვვარაუდობდით, რომ ზარალზე ვიქნებოდით. ეს კომპანია 2019 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც ჩვენი მთლიანი ეკოსისტემის შემკვრელი აღმოჩნდა. ამ კომპანიის მუშაობის შედეგად ჩვენს მომხმარებელს უკვე არა მხოლოდ ტექნიკის ყიდვას ან გაყიდვას ვთავაზობთ, არამედ ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას, იქნება ეს საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება თუ სხვა ნებისმიერი სერვისი – მომსახურების სრული სპექტრი. „თეგეტა რენტალსი“ უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის სამშენებლო და სპეცტექნიკის იჯარას გამოცდილი ოპერატორებით, როგორც დღიური, ასევე გრძელვადიანი საჭიროებისთვის. კომპანიის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სატვირთო და სამშენებლო სპეცტექნიკის პრემიუმ-ხარისხის ბრენდებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, წელს ცალკე „თეგეტა რენტალსსაც“ ზრდა უფიქსირდება.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2021 წე­ლი ერ­თ­გ­ვა­რი გამო­ცოცხ­ლე­ბის წე­ლი იყო თით­ქ­მის ყვე­ლა სექ­ტორ­ში, რამ­დე­ნად აისა­ხა ეს თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კა­ზე მოთხოვ­ნი სკუთხით?

2020-2021 წლებში თუ რაიმე პროექტები ხორციელდებოდა ქვეყანაში, ეს იყო სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები. რა თქმა უნდა, ტემპი ისეთი აღარ იყო, რაც წინა წლებში, თუმცა ამ სექტორმა ზრდა განაგრძო და ჩვენც ავყევით ამ ტემპს. ტექნიკაზე მოთხოვნა ნამდვილად მზარდია, მაგრამ იმ ტრენდით არ მიდის, როგორითაც მაკომპლექტებლებსა და სახარჯ მასალებზე. ეს, პირველ რიგში, ალბათ ეკონომიკური მდგომარეობითაც არის განპირობებული, ვინაიდან ბევრი ამ ეტაპზე ტექნიკის ყიდვას, ქირაობას ამჯობინებს. საუბრის დასაწყისშიც ვახსენე, რომ კრიტიკულ მომენტში მთავარია სწრაფი და ადეკვატური მოქმედება, რომელიც სიტუაციის გათვალისწინებით, მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზეა მორგებული და ფეხს უწყობს ბაზარზე გაჩენილ ახალ მოთხოვნებს. ასეთ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად ეფექტიანია კომპანიის სამოქმედო გეგმა.

ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი მსხვი­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და იგეგ­მე­ბა, სა­უ­ბა­რია გზების მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით რი­კო­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნის პრო­ექტს უწო­დებენ. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ „თეგეტას“ წვლილს მათ განხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?

რიკოთის პროექტზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და ტექნიკაც და პერსონალიც ძირითადად მათ ჩამოჰყავთ. თუმცა მაინც შევძელით, რომ ჩვენი წვლილიც შეგვეტანა ამ პროცესში და საჭიროებისამებრ ტექნიკით და შესაბამისი სერვისით ვამარაგებთ. გარდა ამისა, ჩვენ ზოგ პროექტში ჩართული ვართ როგორც ქვეკონტრაქტორებიც. ანუ, მაგალითად, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სამუშაოებს ჩვენვე ვასრულებთ. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მშენებლობა კონკრეტულ ვადებში უნდა დასრულდეს. ვაცნობიერებთ, რომ ეს მონაკვეთი საქართველოს ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა ამ მიმართულებით ძალიან საპასუხისმგებლოა.

ჩვენთვის, როგორც ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ის ხაზი, რაც „თეგეტამ” 26-წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა.

რი­კო­თის პრო­ექ­ტის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გარდა, ვინ არი­ან თქვე­ნი ტექ­ნი­კის ძი­რი­თა­დი მომ­ხ­მა­რებლე­ბი? უცხო­ე­ლი თუ ქარ­თ­ვე­ლი კონ­ტ­რაქ­ტო­რე­ბი/­ქვეკონ­ტ­რაქ­ტო­რე­ბი?

„თეგეტა“ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო პროექტი.

დივერსიფიცირების პირობებში, ვახერხებთ თუნდაც მცირე წვლილის შეტანას თითქმის ყველა პროექტში ტექნიკის უზრუნველყოფის, ინდუსტრიული პროდუქციისა და სერვისის მიწოდების კუთხით.

გარდა სახელმწიფო პროექტებისა, წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის – ჩინურ კომპანიებთანაც. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ უცხოელებს ჩვენთან პარტნიორობა მოსწონთ, ამაში კი დიდი წვლილი „თეგეტას“ გამჭვირვალობას მიუძღვის.

თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა აკ­ლია სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბისა და სპეც­ტექ­ნი­კის ბა­ზარს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

სატვირთო თუ სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით ბაზრის ლიდერები ვართ, შესაბამისად, ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით და გარკვეულ პრობლემებსაც და გამოწვევებსაც ვხედავთ. მაგალითად, აუცილებელია იაფი ფულის უზრუნველყოფა ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან კომპანიებისთვის, რომელთაც სპეცტექნიკის თუ სატვირთოების შეძენა სურთ. ფინანსებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო, ისინი ვერ ახერხებენ ახალი ტექნიკის შეძენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ტექდათვალიერების უზრუნველყოფა-შემოწმება. გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, უსაფრთხოება და ამ ყველაფრის აღსრულება, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. თუ ეს ასე მოხდება, სპეცტექნიკისა და სამშენებლო ტექნიკის ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ინდუსტრიაც განვითარდება.

„თეგეტა თრაქ & ბა­სი“ და „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნულე­ბის ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოში. უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა ახალ კომ­პა­ნი­ებს თქვენს პორ­ტ­ფელ­ში?

„თეგეტა“ ამ მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ოპერირებს. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „თეგეტამ“ მეზობელ ქვეყნებში სადილერო წარმომადგენლობები გახსნა. მაგალითად, 2019 წლიდან ბრიტანული ბრენდის, JCB-ის წარმომადგენლები სომხეთშიც ვართ, მომავალ წელს კი აზერბაიჯანშიც გავხდებით. სომხეთში რამდენიმეწლიანმა შედეგებმა JCB-ის დაანახა, რომ აზერბაიჯანში საუკეთესო წარმომადგენლები სწორედ ჩვენ ვიქნებოდით და იქ შესვლაც დაგვიდასტურეს. ასე რომ, 2022 წლიდან აზერბაიჯანშიც ჩვენ წარმოვადგენთ ამ კომპანიას. აზერბაიჯანის ბაზარი საქართველოს ბაზარზე სამჯერ დიდია, რაც ჩვენი კომპანიისთვის დიდი პერსპექტივის მომტანი იქნება.

გარდა ამისა, შვეიცარიული კომპანია Liebherr-ის ტექნიკის ოფიციალური დისტრიბუტორიც ვხდებით საქართველოსა და სომხეთშიც. თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და სხვა ბრენდების დამატების გეგმებიც გვაქვს, ჩვენი პორტფელის გაფართოების პოტენციალს ვხედავთ, თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

რო­გო­რია ბრენ­დე­ბის და­მა­ტე­ბის სტრა­ტე­გია „თეგეტაში“?

26-წლიანი ისტორიის მანძილზე „თეგეტამ“ განვითარების მაგალითი შექმნა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის საჭიროებებს, პროდუქტებს და ამის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

სწორედ ამიტომ, პრემიალური სეგმენტის გარდა, ჩვენ ბოლო წლებია სხვა, შედარებით დაბალბიუჯეტიან სეგმენტებშიც შევედით. ამრიგად, ახლა უკვე საშუალო და ბიუჯეტურ მიმართულებებსაც მოვიცავთ. მაქსიმალურად ვცდილობთ შეთავაზებების დივერსიფიცირებას, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბაზარს ეს სჭირდება.

აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნე კიდეც, ჩვენი მომხმარებელი ნამდვილად უნდა ელოდოს სხვადასხვა ბრენდის მიმართულებით სიახლეებს.

და­ბო­ლოს, შე­ვა­ჯა­მოთ გეგ­მე­ბი. რა მიზ­ნე­ბით ხვდე­ბით 2022 წელს?

2021 წელი ჩვენი კომპანიის ზრდის თვალსაზრისით რეკორდული იქნება. გვინდა, რომ ეს მონაცემები მომავალ წელსაც გავაუმჯობესოთ. პარალელურად, ხარჯების ოპტიმიზაციაზე ვიმუშავებთ. გაგრძელდება ეჯაილ-ტრანსფორმაციაც. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ვიმუშავებთ ახალდამატებული ბრენდების განვითარებაზე ჯერ საქართველოში, შემდეგ კი რეგიონში, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და რეგიონში ერთგვარ ჰაბად ჩამოვყალიბდეთ.

Previous Post

LS Heavylift – მსოფლიო გიგანტების ქართველი ვენდორი | ინტერვიუ ირაკლი ცანკაშვილთან

Next Post

ცოდნის ინფრასტრუქტურა – ანუ რა სჭირდება საქართველოს? | ინტერვიუ პაატა ტრაპაიძესთან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
LS Heavylift – მსოფლიო გიგანტების ქართველი ვენდორი | ინტერვიუ ირაკლი ცანკაშვილთან

ცოდნის ინფრასტრუქტურა - ანუ რა სჭირდება საქართველოს? | ინტერვიუ პაატა ტრაპაიძესთან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result