Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

“ბიზნესდაჯილდოება 2019” – ვინ არიან გამარჯვებულები?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in რეიტინგი
0
“ბიზნესდაჯილდოება 2019” – ვინ არიან გამარჯვებულები?
0
SHARES
0
VIEWS

ხუთი გამარჯვებული ხუთ ნომინაციაში – ასეთია შედეგები ბიზნესდაჯილდოებისა, რომელსაც “თიბისი ბანკი”, ბიზნესის განვითარებისა და წახალისების მიზნით, უკვე მეოთხედ ატარებს. წელს, კონკურსში მონაწილე 364 კომპანიიდან, საბოლოოდ 15 ფინალისტი შეირჩა, ჟიურიმ კი თითო ნომინაციაში თითო გამარჯვებული გამოავლინა.

მაშ ასე, წლევანდელი გამარჯვებულები, არიან:

საუკეთესო ინოვაციების შექმნისთვის:

ტექნოლოგიური კომპანია “ველი”

იგი აწარმოებს მრავალფუნქციურ სენსორებსა და სისტემას, რომლებიც ბიზნესს ოპერაციების ავტომატიზაციასა და დროისა და ხარჯის ეკონომიაში ეხმარება. კომპანიის მიზანია, ყველა შენობა გახადოს ენერგოეფექტიანი და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით აღჭურვილი. “ველი” 2018 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ალექსანდრე კვიციანი ამბობს, რომ მიღებული ჯილდო მისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მის კომპანიას ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება:

“მსგავსი დაჯილდოება ისეთი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, დიდი სტიმულია, ვინაიდან ჩვენნაირ კომპანიებს განსაკუთრებით სჭირდებათ მუდმივი ტექნოლოგიური წინსვლა. ამასთან, სასურველია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ საქართველოში არსებობს კომპანია “ველი”, რომელიც მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნის. ასევე გვინდა, ბევრმა გაიგოს, რომ ეს პროდუქტი საქართველოშია დამზადებული”.

თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის:

“მიკროგრინი”

“მიკროგრინი” არის პირველი ვერტიკალური ურბანული სათბური კავკასიაში, სადაც 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი მოჰყავთ, პროდუქციით ამარაგებენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ჰიპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს. “მიკროგრინი”, გარდა იმისა, რომ იშვიათი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, იმითაც გამოირჩევა, რომ მან დანერგა თანამშრომლების ახალი და ამავე დროს მარტივი ანაზღაურების სისტემა, რომლის მიხედვითაც თითოეული დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი პირდაპირპროპორციულად მიბმულია კომპანიის ბრუნვას. ამასთან, ყველა თანამშრომელს თავისუფალი გრაფიკი განესაზღვრა. ამ სქემას დაექვემდებარა როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე ყველა სხვა დასაქმებული, იქნება ეს წარმოების სპეციალისტი, დისტრიბუტორი თუ დამლაგებელი. ცვლილების შედეგად, ადამიანებმა თავი იგრძნეს არა დასაქმებულებად, არამედ მცირე მეწარმეებად. ამ სისტემამ კომპანიის გაყიდვები და წარმოება 200%-ით გაზარდა.

“ჩვენთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა ის, რომ ყველა თანამშრომლის ხელფასი გაყიდვებს მივაბით. რაც შეეხება ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას, იგი ჯერ არ არის საკმარისად პოპულარული, “თიბისის” ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებით კი, ვფიქრობ, ჩვენი ცნობადობა გაიზრდება. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ქალაქია, სადაც ჩვენი პროდუქცია არ იყიდება, და ვაპირებთ, რომ ისინიც მოვიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის მიდგომა და ანაზღაურების სისტემა, რისთვისაც ჩვენ ეს ჯილდო მივიღეთ, შესაძლოა, სხვა კომპანიებსაც მოეწონოთ და იგი ჩვენს მაგალითზე დანერგონ”, – აღნიშნა “მიკროგრინის” დამფუძნებელმა ლეკო შათირიშვილმა.

საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის:

Profy

Profy არის ოსტატის გამოძახება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ირჩევს სასურველ სერვისს, რაც სახლში საყოფაცხოვრებო კუთხით შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ხელოსნის გამოძახება და არასარემონტო სამუშაოები, ანუ ის, რაც ერთჯერადი გამოძახებით შეიძლება მოგვარდეს. ალგორითმი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს სასურველი სერვისი და შემდეგ სერვისის მიმწოდებლების სია, სადაც ოსტატის რეიტინგიცაა ნაჩვენები და მომხმარებელი შეფასებების მიხედვით შეარჩევს ოსტატს. Profy-ის სერვისის მიღება კი შესაძლებელია როგორც ვებგვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციითაც.

“ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვმუშაობთ ახალი სერვისის დამატებაზეც და ბაზარს სულ მალე დალაგების სერვისსაც შევთავაზებთ. ჩვენი საბოლოო მიზანი კი Profy–ის ისეთ სრულყოფილ სისტემად გადაქცევაა, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეეძლება სახლთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება. “თიბისის” ჯილდო კი წინსვლაში დაგვეხმარება. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში სტარტაპები და ინოვაციური იდეები ფასდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “თიბისი” ამ ყველაფრის მხარდამჭერია. ეს გამარჯვება ჩემი გუნდის მოტივაციას გაზრდის”, – აღნიშნა Profy-ის გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი ზანთარიამ.

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის:

plasticwatcher.ge

მსოფლიოში წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, ხოლო გადამუშავდება მხოლოდ 9 %-ი. საქართველოდან სწორედ ამ 9%-ში თავისი წვლილის შეტანას Plastic Watcher–ი ცდილობს. ეს კომპანია მეორეული პოლიეთილენის ნივთებისგან ქმნის ხელნაკეთ საგნებს, რომლებსაც თავადაც მოიხმარს და სხვასაც უზიარებს. Plastic Watcher-ის მიერ დამზადებული ხელჩანთები და აქსესუარები საქართველოს საზღვრებსაც სცდება. კომპანიის მიზანი ადამიანების ცნობიერების ამაღლება და ე.წ. “Zero Waste” ცხოვრების სტილის სტიმულირებაა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ მდგრადი მოდის ნივთის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ იგი ისევ ნარჩენად არ გადაიქცეს, არამედ დროსთან ერთად გაქრეს, მოხმარებაში გაილიოს.

“ძალიან დიდი პატივია, როდესაც ასეთი სერიოზული ბანკისგან მიიღებ ჯილდოს და აღიარებას. ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც არის და უფრო მეტი მოტივაციაც, მომავალში კიდევ უფრო კარგი ნივთები გავაკეთოთ. ამასთან, მიღებული ჯილდო დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება თავის ქცევაზე, როდესაც პოლიეთილენის პარკის ან ბოთლის გადაგდებას დააპირებს. ჩვენი საქმიანობის შესახებ ბევრი ადამიანი თუ გაიგებს, ამან შესაძლოა, მათი ქცევის შეცვლაც კი გამოიწვიოს”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ეკატერინე ასათიანმა.

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის:

ონლაინ პლატფორმა www.soplidan.ge

soplidan.ge-ი ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა. იგი მომხმარებელს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ონლაინ შეძენას სთავაზობს, მეორე მხრივ კი ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი პროდუქტი მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ბაზრის, ინტერნეტის საშუალებით გაყიდონ. აღსანიშნავია, რომ soplidan.ge იყო პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელმაც ქართული სოფლის პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით დაიწყო. თავიდან სულ 15 პროდუქტს თუ ნახავდით საიტზე: გუდის ყველს, კახურ ზეთს, ბადაგს, ჩურჩხელას, სოფლის კვერცხსა და ქათამს… დღეს კი, ვებგვერდის საშუალებით, 250 ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ.

“რაც ყველაზე მეტად დამეხმარა ამ ოთხ წელიწადში, იყო რწმენა, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რომელიც საზოგადოებისთვის იყო საჭირო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რწმენა არ დაკარგო. შეიძლება ერთ წელიწადში არა, მაგრამ მაინც გამოვა, თუ მომხმარებელს შენი პროდუქტი სჭირდება. ეს არის ჩემი რჩევა სხვა დამწყები კომპანიებისთვის. რაც შეეხება ჯილდოს, იგი ახალი ეტაპის დაწყებისა და უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენი პროდუქტი ინოვაციურია, იგი ელექტრონულ კომერციასთან და ონლაინ გაყიდვებთან არის დაკავშირებული, ეს სფერო კი ისე სწრაფად ვითარდება, ისეთი თავბრუდამხვევი სიჩქარით, რომ ფეხი უნდა ავუწყოთ. ეს საკმაოდ დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და, ვფიქრობ, ეს ჯილდო ძალიან დაგვეხმარება”, – აღნიშნა soplidan.ge-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნათია ნანიკელაშვილმა.

————-

წელს “ბიზნესდაჯილდოების” გამარჯვებულებისთვის “თიბისიმ” სამი კატეგორიის ჯილდო დააწესა. მათ შორისაა ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი; ბრენდ–სტრატეგია; საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა. გამარჯვებულებს საშუალება აქვთ, თავადვე შეარჩიონ სასურველი ჯილდო.

“ვცდილობთ, გამარჯვებულებისთვის გვქონდეს ისეთი ჯილდოები, რომლებიც მათ ბიზნესებს განავითარებს და დახვეწს. პროექტზე და თითოეულ მონაწილეზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობს გუნდი, რომელიც ბიზნესების საჭიროებებს შეისწავლის. ბიზნესდაჯილდოება კი, თავის მხრივ, სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს. ამასთან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმატების მაგალითები კონკურენციის პირობებში შეიქმნას და თავად ბიზნესებს ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი საქმიანობა, მიდგომები და ხედვა ერთმანეთს გაუზიარონ. ბიზნესისთვის მოტივაციაა, როცა მათ მიერ მიღწეული შედეგები და მათი შრომა ფასდება. თითოეულის წარმატება და განვითარება კი ავტომატურად აისახება ჩვენს წარმატებაზეც”, – განაცხადა “თიბისის” ბიზნესსეგმენტების ლიგის ლიდერმა თამარ ჟიჟილაშვილმა. “თიბისის” ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ბიზნესსაზოგადოებას აერთიანებს.

“თიბისიში” აცხადებენ, რომ მომდევნო წლებში ეს ტენდენცია გაგრძელდება და ბანკი ყოველ წელს შეეცდება, ინოვაციური ბიზნესების განვითარება და წინსვლა ამ ფორმითაც წაახალისოს.

Previous Post

PISA 2018 საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ კრიზისს აჩვენებს

Next Post

A Solid 30

მაგდა დოლიძე

Next Post
A Solid 30

A Solid 30

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result