Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბიზნესანალიტიკა შტერებისთვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ანტრეპრენიორები
0
ბიზნესანალიტიკა შტერებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

ბოდიში მომითხოვია დოქტორის ხარისხიანებთან. დინ სტოეკერის ანალიტიკურ პროგრამას, ALTERYX-ს, თითქმის ნებისმიერი ადამიანის მონაცემთა მეცნიერად გადაქცევა შეუძლია. და ეს მას მილიარდერად აქცევს.

ქალაქის ცენტრში, Denver’s Crawford Hotel-ში იატაკები მარმარილოს ნამსხვრევებითაა მოკირწყლული. ოქროთი მოვარაყებული შანდლები თვალში საცემია. შუა აგვისტოში, მონაცემთა მეცნიერების ფირმის, Alteryx-ის დირექტორი, დინ სტოეკერი კი თავის აღმასრულებლებს უხმობს ყოველწლიურ სტრატეგიულ სესიაზე, რომელსაც ის Bing Fa-ს უწოდებს – მანდარინზე “ომის ხელოვნების” სათაურის მიხედვით. “სუნ ძის მთელი ფილოსოფია რესურსების შენახვაა, – ამბობს 62 წლის სტოეკერი. – ბრძოლაში წაუსვლელად ომს როგორ მოიგებ?”

სტოეკერს რესურსების შენახვის გაეგება. Alteryx-ი 1997 წელს დააფუძნა, როდესაც მონაცემთა მეცნიერება ჯერ კიდევ არც არსებობდა და პირველი ათწლეული კომპანიის ყოველწლიური შემოსავლის $10-მილიონიან ნიშნულამდე მიყვანას მოანდომა. “ველოდებოდით, რომ ბაზარი წამოგვწეოდა”, – ამბობს ის. ამ მოლოდინში, ბიზნესის გაფართოებას არ ცდილობდა, იშვიათად აჰყავდა ახალი კადრი და 2011 წლამდე გარე ინვესტიციებს თავს არიდებდა. შემდეგ, როგორც კი “დიდმა მონაცემებმა” მსოფლიოს შთანთქმა დაიწყო, $163 მილიონი მოიზიდა, სანამ 2017 წელს Alteryx-ს გაასაჯაროებდა. მას შემდეგ მისი ღირებულება 900%-ით გაიზარდა და სტოეკერის სავარაუდო ღირებულება $1.2 მილიარდია.

“ხალხი მეკითხება ‘ოდესმე გიფიქრია, რომ ამ სიმაღლეების მიღწევას შეძლებდი?’ – ამბობს ის. – და მე ვეუბნები, ‘კი, უბრალოდ არ მეგონა, ამდენი ხანი თუ დასჭირდებოდა’”.

Alteryx-ი მონაცემთა მეცნიერებას ამარტივებს. მისი მარტივი, დააკლიკე-და-ჩააგდე დიზაინი ყველას, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით დაწყებული, ყოფილი პროფესორების ჩათვლით, საშუალებას აძლევს, ნედლი მონაცემები გრაფიკებად და ცხრილებად გარდაქმნან. Excel-ზე ბევრად შორს მიდის. შეიყვან რიცხვებს, აირჩევ სასურველ ოპერაციას – ვთქვათ, მონაცემების გასუფთავებას ან წრფივ რეგრესიას – და ალე, ჰოპ!

მისი გამოყენება ყველა ინდუსტრიაში შეიძლება. Coca-Cola Alteryx-ით ეხმარება რესტორნებს იმის გათვლაში, თუ რა რაოდენობის სასმლის შეკვეთა იქნება საჭირო. ავიახაზები მას თვითმფრინავის საწვავის ღირებულების განსასაზღვრად იყენებენ. ბანკები კი – წარმოებულების მოდელირებისთვის. მონაცემთა ანალიზი “ის უნარია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუკი მომავალ თაობაში გადარჩენა სურს, – ამბობს სტოეკერი. – ჩეკის წიგნაკის დაბალანსებაზე მეტად საჭიროა”.

ამ ვარაუდს Alteryx-ის რიცხვები ადასტურებს. ირვინში, კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ 2018 წელს შემოსული $254 მილიონიდან $28 მილიონის მოგება ნახა და სტოეკერი, ყოველწლიური გაყიდვებით, $1 მილიარდამდე მიღწევას 2022 წლისთვის მოელის.

სტოეკერი ხელოსნის შვილია. მამამისი NASA-სთვის თხევადი აზოტის ავზებს აკეთებდა, სანამ სამუშაოს მიატოვებდა და კოლორადოში წინასწარ გამზადებული დასასვენებელი სახლების გაყიდვას დაიწყებდა. ამ სახლებს ის თავად ამზადებდა. “პირდაპირი გაგებით, მთელ ცხრა თვეს მარტო ატარებდა და 50 სახლისთვის ხეს ჭრიდა”, – იხსენებს სტოეკერი. ტინეიჯერობისას მამამისს შეუერთდა მუშაობაში და იმ დროისთვის, როდესაც Colorado Boulder-ის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა, თავად შეეძლო გადასახადის დაფარვა. 1979 წელს უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, სტოეკერმა M.B.A. Pepperdine-დან მიიღო, შემდეგ კი, 1990 წელს, კონექტიკუტში არსებულ მონაცემთა კომპანიაში, Donnelley Marketing Information Services-ში, გაყიდვებზე დაიწყო მუშაობა. აქ გაიცნო ლიბი დუეინ ადამსი, რომელიც კომპანიის სტენფორდის ოფისში მუშაობდა. შვიდი წლის შემდეგ ამ წყვილმა მონაცემების თავიანთი კომპანია დააფუძნა, რომელსაც უხეირო სახელი შეურჩია – Spatial Re-Engineering Consultants-ი. (მესამე თანადამფუძნებელი, ნედ ჰარდინგი, დაახლოებით იმავე პერიოდში შემოუერთდათ; სტოეკერმა, რომელსაც ეს იდეა მოუვიდა, აქციების ლომის წილი წაიღო.)

SRC-ის პირველმა მომხმარებელმა, ორენჯ-ქაუნთიში არსებულმა რეკლამების საფოსტო კომპანიამ, $125,000 გადაიხადა, რათა კუპონებისთვის უკეთ აერჩიათ სამიზნე აუდიტორია. “ჩვენ ჯერ კიდევ 1998 წელს ვქმნიდით ღრუბლებში არსებული დიდი მონაცემების ანალიტიკას”, – ამბობს სტოეკერი, მაშინ როცა ბევრი ბიზნესი ინტერნეტში ძლივს იყო ჩართული და “ღრუბლებში გამოთვლის” მსგავსი ტერმინები წლების შემდეგ უნდა გამოჩენილიყო.

SRC-ი დასაწყისშივე მოგებიანი იყო. “ჩვენ შემოსავლის მიღებამდე ფულს არ ვხარჯავდით. არც ახალი თანამშრომლები აგვყავდა, – ამბობს ადამსი, რომელიც Alteryx-ის სათავო ოფისში, 1962 წლის გადაკეთებულ Volkswagen-ში ზის, რაც თეორიულად კომპანიის მოგზაურობას განასახიერებს. – ჩვენ ყოველთვიურ ხარჯებს არ ვითვლიდით. მთელ ამ დოტ-კომის ერაში, ეგ მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩვენ ბიზნესს დოტ-კომის მსგავსად არ ვმართავდით”.

2006 წელს, როგორც კომპანიის პროფილის შეცვლის ნაწილი, როცა ის ერთჯერად საკონსულტაციო საქმიანობის შეცვლას იწყებდა, SRC-მ პროგრამა გამოუშვა, რათა მომხმარებლებს რიცხვებზე მუშაობა თავად შესძლებოდათ. მათ პროგრამას Alteryx-ი უწოდეს – ნერდული ხუმრობა ორი ცვლადის ერთდროული ცვალებადობის შესახებ: “Alter (შეცვალე) Y, X.” 2010 წელს სტოეკერმა Alteryx-ი კომპანიასაც დაარქვა.

ბაზარი ისევ პატარა იყო. შემოსავლის გასაზრდელად, “ჩვენი პლატფორმის საფასურს ვზრდიდით”, – ამბობს სტოეკერი. დასაწყისში Alteryx-ი გამოწერაზე დაფუძებულ პროგრამას თითო მომხმარებლისთვის $7,500-ად ყიდდა; 2013 წლისთვის $55,000 ღირდა. მომდევნო წელს, როგორც კი სტოეკერმა მოთხოვნის ზრდა შენიშნა, საფასური $4,000-მდე შეკვეცა. რაოდენობა დაბალ ფასებს აბალანსებდა. დღეს Alteryx-ს 5,300 მომხმარებელი ჰყავს. “მალევე, ყოველკვარტალურად საშუალოდ რვა, ცხრა ან ათი [ახალი მომხმარებლიდან] 250-ზე და უფრო მეტზე ავედით”, – ამბობს ის.

მართალია, მონაცემთა მაინინგი და მონაცემთა ანალიზი დიდი ხნის ისტორიის მქონე დარგია, რომელიც უამრავ სტარტაპსა და Oracle-ისა და IBM-ის მსგავს გიგანტებსაც მოიცავს, “ჩვენ, ფაქტობრივად, პირდაპირ კონკურენტს ვერ ვხედავთ”, – ირწმუნება სტოეკერი.

“ძალიან თავისუფალი სივრცეა, – ამბობს მარშალ სენკი, Compass Point Research & Trading-ის უფროსი მკვლევარ-ანალიტიკოსი. – შენი არჩევანია, Alteryx-ის კრებულს იყიდი თუ 15 სხვადასხვა პროდუქტს და მერე გაარკვევ, რანაირად დაუკავშირო ისინი ერთმანეთს, რომ იმუშაოს”.

Alteryx-ის ოფისებში, სტოეკერი დროის ხაზის წინ ჩერდება, რომელიც მისი ბიზნესის პირველ 22 წელს ასახავს. “კარგი რაღაცები ჯერ კიდევ წინაა, – ამბობს ის. – ამაზე ბევრად უფრო დიდი კედელი მჭირდება”.

Previous Post

Prospects for Overcoming the Problem of Unemployment

Next Post

თმაგრძელი

მაგდა დოლიძე

Next Post
თმაგრძელი

თმაგრძელი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

Recent News

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result