Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბილ გეითსი ამ ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიას აქვეყნებს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
ბილ გეითსი ამ ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიას აქვეყნებს
0
SHARES
0
VIEWS

მილიარდერი ბილ გეითსი ამ ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიას აქვეყნებს. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული წიგნები მკითხველებს პანდემიის პირობებში დროის ნაყოფიერად გატარებაში დაეხმარება.

“ბოლო დღეებში საუბრების და შეხვედრების ძირითადი თემა არის COVID-19 და როგორ შევაჩერებთ მას. თუმცა, მე ასევე ხშირად მეკითხებიან იმასაც, თუ რას ვკითხულობ ან ვუსმენ“, – დაწერა გეითსმა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

როგორც ის ამბობს, მის მიერ წაკითხული ბოლო წიგნები მემუარებია 92 წლის ჰოლოკოსტის გადარჩენილზე ედით ევა ეგერზე და ასევე Disney-ს ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელ ბობ იგერზე, რომელიც კომპანიაში მის მიერ გატარებულ წლებს აღწერს. ხოლო მათთვის, ვისაც სურს გაიგოს უფრო მეტი პანდემიაზე, გეითსი ისტორიკოს ჯონ ბარის 2004 წლის წიგნს სთავაზობს 1918 წლის გრიპის პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც ბესტსელერად იქცა კორონავირუსის კრიზისის პერიოდში.

რაც შეეხება იმას, თუ რას უყურებს მილიარდერი, გეითსი ამბობს, რომ მან ნახა Netflix-ის დოკუმენტური სერიები პანდემია: როგორ მოახდინოთ ეპიდემიის პრევენცია, ასევე ის რეგულარულად უყურებს კიდევ რამდენიმე პოპულარულ სერიალს: A Million Little Things, This Is Us და Ozark.

რაც შეეხება ზაფხულში წასაკითხ წიგნებს, რასაც რეკომენდაციას უწევს ბილ გეითსი, შემდეგია:

“არჩევანი“ (The Choice), ავტორი ედით ევა ეგერი

ეგერი 16 წლის იყო, როდესაც ის და თავისი ოჯახი უნგრეთიდან ოსვენციმის ბანაკში გაგზავნეს. ეგერი გადარჩა და აშშ-ში გადავიდა მოგვიანებით საცხოვრებლად, სადაც გახდა თერაპევტი. წიგნში ის ყვება თავის ისტორიას და იმას, თუ რამხელა ტრამვა მიაყენა ბანაკში ყოფნამ და იმ პერიოდმა. 

“თუ თქვენ მსგავს რაღაცას ებრძვით და ეს ბრძოლა რეალურია, თუ ფიქრობთ რომ თქვენი გამოცდილება ტრივიალურია იმ ადამიანის გამოცდილებასთან შედარებით, რომელიც ოსვენციმს გადაურჩა, ან ვისი შვილიც იტანჯებოდა საშინელი დაავადებისგან.. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველას აქვს განსხვავებული გამოცდილებები“, – წერს გეითსი წიგნის რეკომენდირებისას.

დევით მითჩელის Cloud Atlas

მიტჩელის ნოველაში წარმოდგენილია ექვსი განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი, მათ შორის 2000-იან წლებში ლონდონში მცხოვრები რედაქტორი, ასევე 1930-იან წლებში ბელგიაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკოსი, ამით ავტორი ცდილობს იპოვოს განსხვავებულ დროსა და სივრცეში მყოფ ადამიანებს შორის საერთო.

“ეს არის უდიდესი ამბავი ადამიანის ბუნებისა და ღირებულებების შესახებ – იმის შესახებ, რაც იცვლება და რაც არ იცვლება ასობით და ათასობით წლების განმავლობაში“, – წერს ბილ გეითსი. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნზე დაყრდნობით 2012 წელს ფილმიც გადაიღეს ტომ ჰენკსისა და ჰოლი ბერის მონაწილეობით.

ბობ იგერის The Ride of a Lifetime

როგორც გეითსი ამბობს, ის არ კითხულობს ბევრ წიგნს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწარმოო ბიზნესი, თუმცა, იგერის წიგნი გამონაკლისია, რომელსაც გეითსი Microsoft-ის ხელმძღვანელ სატია ნადელასაც ურჩევს.

“ვფიქრობ, ყველა ისიამოვნებს ამ წიგნით, არ აქვს მნიშვნელობა მკითხველი ეძებს ბიზნეს რჩევებს თუ უბრალოდ სურს წაიკითხოს კარგი წიგნი, რომელიც თავმდაბალი ბიჭის შესახებაა, თუ როგორ გაიზარდა ის კორპორატიულ კიბეზე და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის წარმატებული ლიდერი გახდა“, – ამბობს გეითსი ბობ იგერზე, რომელიც Disney-ის ხელმძღვანელობდა.

ჯონ ბარის The Great Influenza

ეს 2004 წლის “ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერია. გეითსი ამბობს, რომ ეს წიგნი მათთვის არის რეკომენდებული, რომელთაც სურთ გაიგონ კორონავირუსის პანდემია 1918 წლის გრიპის პანდემიის ლინზებით და ისწავლონ გაკვეთილები.

“ამჯერად ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი საშუალება შევქმნათ ეფექტური ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები. თუმცა, მეცნიერება კვლავ იმაზე ნელია, ვიდრე ჩვენ ამას ვისურვებდით. პანდემიის დასრულებას სჭირდება კიდევ უფრო მეტი ვიდრე მეცნიერება“, – წერს გეითსი.

“კარგი ეკონომიკა რთული დროსთვის“, ავტორი ესთერ დუფლო და აბჰიჯიტ ბანერჯი

ეს არის 2019 წლის წიგნი, რომელშიც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტები საუბრობენ მდიდარ ქვეყნებზე, უთანასწორობაზე, ვაჭრობასა და იმიგრაციაზე. როგორც ბილ გეითსი ამბობს, ეს წიგნი გასაგებია იმ მკითხველისთვისაც, რომელთაც არ აქვთ ამ მიმართულებით ცოდნა.

Previous Post

წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ

Next Post

Bill Gates Recommends You Read These Books This Summer If You’re Stuck At Home Or Need A Distraction

მაგდა დოლიძე

Next Post
Bill Gates Recommends You Read These Books This Summer If You’re Stuck At Home Or Need A Distraction

Bill Gates Recommends You Read These Books This Summer If You’re Stuck At Home Or Need A Distraction

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result