Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოში ჩვენებას მისცემს

by იზა გვარამაძე
September 5, 2022
in ბიზნესი, მილიარდერები, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოში ჩვენებას მისცემს
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სინგაპურში Credit Suisse-ის წინააღმდეგ $800 მილიონზე იდავებს. სასამართლო სარჩელის განხილვას სექტემბერში დაიწყებს. საქმე ეხება Credit Suisse-ის მენეჯმენტის ქვეშ არსებულ Mandalay Trust-ს, რომლიდანაც ივანიშვილმა მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაკარგა. Financial Times-ის ინფორმაციით, სასამართლო განხილვაზე ვიდეოკონფერენციის სახით, ჩვენებას ივანიშვილიც მისცემს.

ივანიშვილი სინგაპურში აქამდეც დავობდა. 2019 წლის იანვარში სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ივანიშვილის სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მილიარდერსა და ბანკს შორის მიმდინარე დავის ის ნაწილი, რომელიც Credit Suisse-ის სინგაპურულ შვილობილს ეხებოდა შინაარსობრივად არ წარმოადგენდა საქმეს, რომელიც სინგაპურის სასამართლოს უნდა განეხილა. საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისის ჩართულობაზე. 2020 წლის 3 ივლისს კი სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეაბრუნა. შედეგად, ივანიშვილს Credit Suisse-ის სინგაპურული შვილობილის წინააღმდეგ დავის დაწყების უფლება მიეცა.

2022 წლის 22 ივნისს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $607 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან სასამართლოს გადაწყვეტილებით განაჩენი 42 დღის ვადაში უნდა აღსრულდეს.

WSJ-ის თანახმად, Credit Suisse ბერმუდის კანონმდებლობის გათვალისწინებით, განიხილავს შესაძლებლობას დაკისრებული კომპენსაცია საერთოდ არ გადაიხადოს.

ივნისში Credit Suisse Life Bermuda-ს ადვოკატმა ჯონათან ქროუმ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის მოთხოვნა არგუმენტირებულია, მის მიმართ კომპენსაცია კომპანიის ანგარიშიდან შეიძლება ვერ იქნეს გადახდილი, რაც ბერმუდას კანონმდებლობის ერთ-ერთ მუხლს უკავშირდება. კერძოდ, 2000 წლიდან ბერმუდაში მოქმედებს კანონი განცალკევებული ანგარიშების მქონე კომპანიების შესახებ (Segregated Accounts Company-SAC), რომელიც ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების სხვადასხვა ანგარიშებად დაყოფის საშუალებას იძლევა. ეს კანონი იცავს ანგარიშის მფლობელებს მათი აქტივების გამოყენებისგან მზღვეველების ან სხვა კომპანიების წინააღმდეგ პრეტენზიების მოსაგვარებლად, რომლებიც კლიენტების ცალკეულ (სეგრეგაციულ) ანგარიშებს მართავენ.

დავები სინგაპურსა და ბერმუდაში:

სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.

ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი დავობს როგორც Credit Suisse-ის მიერ დაკარგული თანხის ძირზე, ასევე იმ სამართლიან ამონაგებზე, რომელსაც ეს ანგარიშები გასული წლების განმავლობაში დააგენერირებდა. სწორედ აქედან არის შემდგარი ერთი მხრივ $607 მილიონის, მეორე მხრივ კი $800 მილიონის მოთხოვნა.

Previous Post

Boris Johnson – the Road of the Boy Who Wished to Become „The World King“

Next Post

მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

იზა გვარამაძე

Next Post
მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result