Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

BGA-ის დამფუძნებლები, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ — რა წერია მიმართვაში

by Anina Tepnadze
March 20, 2025
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი
0
რა ხდება ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და GEORGIA CAPITAL-ს შორის — დავის სრული ისტორია

ბრიტანულ-ქართული აკადემია

0
SHARES
0
VIEWS

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლები და 30%-ის მფლობელები, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე საჯარო მიმართვას უგზავნიან ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელშიც მას ბრიტანულ-ქართული აკადემიის მენეჯმენტის ცვლილების საკითხით დაინტერესებას სთხოვენ და ინვესტორ კომპანიას, რომელმაც სკოლის წილის 70% საინვესტიციო პირობებით შეისყიდა, და მის ხელმძღვანელს, ირაკლი გილაურს სკოლის მენეჯმენტიდან უკანონოდ, “გავლენების დახმარებით“ ჩამოშორებაში ადანაშაულებენ.

“მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი, სკოლის ათასობით მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ინტერესები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ 2012 წლის მონაპოვარი – ბიზნესის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება – ჩვენზეც გავრცელდება“, – წერენ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ბიძინა ივანიშვილისადმი საჯარო მიმართვაში.

ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე წარსულზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი ოჯახი “ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს რეპრესირებულია” ოჯახია: “2011 წელს სააკაშვილის მართლმსაჯულებამ, როგორც ასიათასობით სხვა უდანაშაულო ადამიანი, გამოგონილი ბრალდებით გამასამართლა მე, დავით ცეცხლაძე და ჯოჯოხეთურ ციხეში მამყოფა ერთი წლის განმავლობაში. ციხეში გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ოჯახს წაართვა დიდძალი თანხა და 15 წლის განმავლობაში ნაშენები სამი ბიზნესი. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლამ კი გაგვიჩინა იმედები, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვეღარასდროს გაბედავდნენ ბიზნესის რეკეტს, ადამიანთა წამებასა და მკვლელობას”

ბრიტანულ-ქართული აკადემია დავით ცეცხლაძემ 2006 წელს დააფუძნა. სკოლას მალევე შეუერთდა ნათია ჯანაშია: “19 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად სკოლა გახდა საუკეთესო რეპუტაციის, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აქ განათლების მისაღებად ჩვენს მოქალაქეებთან და ჩვენს 5 შვილთან ერთად მოდიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შვილები”

გაიგეთ მეტი: 

  • რა ხდება ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და GEORGIA CAPITAL-ს შორის — დავის სრული ისტორია
  • ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ
  • ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელმა Georgia Capital-თან არსებულ დავასთან დაკავშირებით პოზიცია მედიას გააცნო
  • ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა მენეჯმენტის ცვლილება გააპროტესტეს

განცხადებაში ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე იხსენებენ საქართველოს კაპიტალის მიერ სკოლის 70%-ის შესყიდვის ეპიზოდს და აღნიშნავენ, რომ “ღრმად სწამდათ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ნაციონალი ირაკლი გილაური ქონების მიტაცებას ვეღარ შეძლებდა”

ნახეთ მიმართვის ტექსტი სრულად

“2018 წლის ოქტომბერში, როგორც სკოლის დირექტორსა და დამფუძნებლებს, დაგვიკავშირდა ირაკლი გილაურის მიერ მართული კომპანიის, სს საქართველოს კაპიტალის წარმომადგენელი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გიორგი კეთილაძე. საქართველოს კაპიტალმა შემოგვთავაზა ინვესტიციების განხორციელება სკოლაში, ახალი კამპუსების მშენებლობისა და მათ საკუთრებაში არსებული მიწის სკოლისათვის უსასყიდლოდ გადმოცემის გზით. საქართველოს კაპიტალის მიმართ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, იმის გამო, რომ მისი გენერალური დირექტორი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ირაკლი გილაური იყო. გიორგი კეთილაძე სწორედ იმიტომ შეირჩა ჩვენთან საკომუნიკაციოდ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული იყო და მას შეეძლო, ჩვენი ნდობა მოეპოვებინა. არაერთი მცდელობის შემდეგ გიორგი კეთილაძემ დაგვარწმუნა, რომ კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და რომ თითქოს ეს ინვესტორის საუკეთესო რეპუტაციაზე მიანიშნებდა. ამით მან შეძლო ჩვენი დარწმუნება, რომ ინვესტიციის განხორციელება ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნებოდა: სკოლას ექნებოდა ახალი სასწავლო კამპუსები, ხოლო საქართველოს კაპიტალი შევიდოდა ზოგადი განათლების ბაზარზე, პრემიუმ-სეგმენტის სკოლაში. ამასთან, ინვესტორის პირობა იყო, რომ სკოლის მენეჯმენტში არ ჩაერეოდა, არ ჰქონდა რა ზოგადი განათლების სფეროსთვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა. მენეჯმენტი ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. საბოლოოდ, გადაწყვეტილება არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ სკოლისა და მისი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ. ინვესტიცია საშუალებას მოგვცემდა, სკოლის მოსწავლეების მზარდი რაოდენობის საპასუხოდ მეტი და უფრო კეთილმოწყობილი კამპუსები აგვეშენებინა”

განმცხადებლების სიტყვებით,  “5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალს 1 თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებია, უარი თქვა სკოლისათვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადმოცემაზე და დაარღვია მენეჯმენტში ჩაურევლობის პრინციპი. ბიზნესის მიტაცების გეგმის განხორციელება გილაურმა მენეჯმენტიდან ჩვენი ჩამოშორების მცდელობით დაიწყო. 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული გილაურმა არაერთხელ სცადა დირექტორობიდან ნათია ჯანაშიას გადაყენება და მის ნაცვლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქის, იოჰანეს ვან ლილის დანიშვნა”.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე დღეის მდგომარეობით სკოლაში შესვლას ვერ ახერხებენ: “მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის წილის 30% ჩვენი საკუთრებაა, გილაურის დავალებით დღეს ჩვენ მიერ დაფუძნებულ და აშენებულ სკოლაში შესვლა გვეკრძალება. ძალის გამოყენებითა და პოლიციის უკანონო ჩარევით მოახდინეს სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, ადვოკატისა და სხვა თანამშრომლების სკოლიდან ფიზიკური გაძევება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტებითა და სამოქალაქო დავაში ჩართვით განახორციელეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლებიდან გატაცება და პოლიციის განყოფილებაში დაშინება. დღეის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსა და მსხვილ შემომწირველს, ირაკლი გილაურს, ოკუპირებული აქვს სკოლის შენობა, სადაც გადაადგილდებიან ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი მათი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რაც ეწინააღმდეგება კანონს და რეალურ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას”.

მიმართვა თხოვნით სრულდება: “მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი, სკოლის ათასობით მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ინტერესები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ 2012 წლის მონაპოვარი – ბიზნესის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება – ჩვენზეც გავრცელდება. ჩვენი ერთადერთი სურვილია, მოგვეცეს შესაძლებლობა, მართლმსაჯულება განხორციელდეს სამართლიანად და ნაციონალ გილაურს არ მიეცეს ჩვენი სკოლისა და ბიზნესის საბოლოოდ მიტაცების საშუალება. ამასთან, ღრმად გვწამს, რომ გილაურის გავლენის ქვეშ მოქცეული, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები მხოლოდ ერთეულები არიან და გილაურის გავლენების აღკვეთის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი უწყება, ვისაც ჩვენს საქმეზე
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს, ჩვენი უფლებების დაცვის საკითხს მაღალპროფესიონალურად და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტს“ – ნათქვამია ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის საჯარო მიმართვაში.

ნათია ჯანაშია სკოლას ბოლო 16 წლის განმავლობაში უძღვებოდა, ხოლო მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე სკოლაში მენეჯმენტის ცვლილებამდე მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

Tags: ბრიტანულ-ქართული აკადემია
Previous Post

Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება“ გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Next Post

Tanis J. Marquette, CSP, ISSP-SEP, SMCP, Recognized by Marquis Who’s Who for Transformative Contributions to Sustainability and ESG Leadership

Anina Tepnadze

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result