Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Berkshire-ის მოგების ზრდასთან ერთად ბაფეტი საკუთარი კომპანიის მეტ აქციას ყიდულობს

by Davit Tsiramua
August 11, 2021
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Berkshire-ის მოგების ზრდასთან ერთად ბაფეტი საკუთარი კომპანიის მეტ აქციას ყიდულობს
0
SHARES
0
VIEWS

Covid-19–ის პანდემიის გამო უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway–ს, ისევე როგორც დანარჩენ კორპორაციებს ამერიკაში, საკმაოდ მძიმე 2020 წელი ჰქონდა, მაგრამ ეკონომიკისა და საფონდო ბირჟის გამოცოცხლების ფონზე Oracle of Omaha’s ქონებაც გაიზარდა.

Berkshire–მა შაბათს მეორე კვარტლის მოგება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მეორე კვარტლის ერთობლივმა მოგებამ $28.1 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%–ით აჭარბებს. ამასთან, საინტერესოა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში Berkshire–ის წმინდა შემოსავალი $39.8 მილიარდი იყო და ანაზღაურებდა გასული წლის პირველი ექვსი თვის ზარალს $23.5 მილიარდს.

მკვეთრად გაიზარდა საოპერაციო მოგებაც, რაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, კორპორაციის ფინანსური სიჯანსაღის ყველაზე კარგი მაჩვენებელია. მიმდინარე პერიოდში წმინდა საოპერაციო მოგებამ $6.7 მილიარდი შეადგინა, რაც 21%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის ქონება დაახლოებით $105 მილიარდია, ის სიფრთხილეს მაინც იჩენს და განაგრძობს ინვესტიციების დივერსიფიკაციას. აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს კორპორაციის ბალანსზე $144.1 მილიარდი იყო, რაც თითქმის $6 მილიარდით აღემატება დეკემბრის მონაცემებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი ცნობილია, როგორც ამერიკული blue chip კომპანიებში აქტიური ინვესტირებით,  როგორიცაა Apple (AAPL), Coca-Cola (KO) და American Express (AXP), ბოლო პერიოდში Berkshire-ი საკუთარი აქციების შეძენითაა დაკავებული.

შაბათს კორპორაციაში განაცხადეს, რომ მათ შეიძინეს $6 მილიარდის ღირებულების საკუთარი აქციები და წლის ბოლომდე გეგმავენ კიდევ შეიძინონ $12. 6 მილიარდის აქციები.

საინტერესოა, რომ Berkshire ის B ტიპის აქციების ფასი, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომია და მისი ფასი $285–ის ფარგლებში მერყეობს, მიმდინარე წელს 23%–ით გაიზარდა. ხოლო კომპანიის A ტიპის აქციების ფასი საშუალოდ $430 ათასია.

წარმატებით ფუნქციონირებს და ზრდას განაგრძობს კორპორაციის სხვა კომპანიებიც, მათ შორის Berkshire–ის რკინიგზა, კომუნალური და ენერგეტიკული ბიზნესი. ამ კომპანიების საოპერაციო შემოსავალი მეორე კვარტალში 28%–ით გაიზარდა. Berkshire  ფლობს Burlington Northern Santa Fe რკინიგზას და PacifiCorp და MidAmerican Energy კომუნალურ კომპანიებს.

იმის დასადასტურებლად, რომ ეს ბიზნესი Berkshire–სთვის მნიშვნელოვანია, კომპანიამ მაისში გრეგ აბელი, კომპანიის არასადაზღვეო ოპერაციების ხელმძღვანელი, კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტად გამოაცხადა. ვარაუდობენ, რომ ბაფეტის შემდეგ სწორედ ის იქნება Berkshire–ის სათავეში.

Previous Post

მიმდინარე წელს მხოლოდ BioNTech გერმანიის ეკონომიკას 0.5%–ით გაზრდის

Next Post

Forbes Property | Forbes Georgia-ს 2021 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Forbes Property | Forbes Georgia-ს 2021 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Forbes Property | Forbes Georgia-ს 2021 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result