Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

BENTLEY ნათელ ზოლზე

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
BENTLEY ნათელ ზოლზე
0
SHARES
0
VIEWS

აღმოჩნდება თუ არა პატივსაცემი ბრიტანული ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორი მწვერვალზე მეორედ, მამობილ კომპანიაში, Volkswagen-ში გაბატონებული ქაოსის ფონზე?

2012 წელს, როდესაც ბოლოს შევხვდით ვოლფგანგ დიურჰაიმერს, Forbes-მა მას “Volkswagen-ის შემდეგი მეფე” უწოდა – ამომავალი ვარსკვლავი მსოფლიოს სიდიდით მეორე ავტომწარმოებელ კომპანიაში. დიურჰაიმერმა ჯერ VW-ს Porsche-ს კვლევისა და განვითარების განყოფილება აიყვანა წარმოუდგენელ სიმაღლეებზე – მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა Cayenne, შემოსავლის ნამდვილი შადრევანი. შემდეგ, 2010-ში, დიდი რეცესიის შუაგულში, ის Bentley-ში გადაიყვანეს, რათა წინა ორი წლის მანძილზე კატასტროფულად შემცირებული გაყიდვებისა და $400 მილიონზე მეტი დანაკარგების ფონზე ახალი ბიზნესგეგმა დაესახა.

“მე Bentley-ში შესანიშნავ დროს აღმოვჩნდი – როდესაც ნამდვილად შემეძლო ჩემი კვალის დატოვება”, – ამბობს 56 წლის აღმასრულებელი დირექტორი დღევანდელი გადმოსახედიდან. მაშინ დიურჰაიმერი მომავალ ზრდაში დარწმუნებული იყო და საქმეს ამბიციური გეგმებით შეუდგა, რომელთა შორისაც ახალი, ექსტრავაგანტური ფლაგმანი მოდელის, $300,000–იანი Mulsanne-ის შექმნაც იყო. 2011 წელს Bentley უკვე, მართალია ჯერ მცირე, მაგრამ მოგებაზე გავიდა.

ამ დამსახურებისთვის დიურჰაიმერი Audi-ს კვლევისა და განვითარების უფროსად (მარტივად რომ ვთქვათ, მთავარ ინჟინრად) დასახელდა. ამის შემდეგ მისი კარიერა მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა. დიურჰაიმერს იდეური უთანხმოება ჰქონდა Audi-ში მთელი ცხოვრების მანძილზე მომუშავე თანამშრომლებთან. უთანხმოება კიდევ უფრო გაამძაფრა Audi-ს სავაჭრო პრიორიტეტების შეცვლის უარყოფილმა წინადადებამ და, მალევე, დანიშვნიდან ცხრა თვეში, დიურჰაიმერს კომპანიის დატოვება მოუწია. ამას მოჰყვა – რასაც იაპონელები “ფანჯრის სამსახურს უწოდებენ” – მცირე დროის მანძილზე Volkswagen-ის ავტოსპორტის მიმართულების ხელმძღვანელობა, შედეგ კი Bentley-ში დაბრუნება.

ასეთია დღესდღეობით ცხოვრება VW-ში. დიურჰაიმერის თავგადასავალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ვაგნერისეული ბეჭდების ციკლისა, რომლის მოქმედებებიც ამჟამად გერმანული ავტომწარმოებლის წიაღში იშლება. დრამის კიდევ ერთი აქტი იყო ენერგიული თავმჯდომარის, ფერდინანდ პიეხის გაძევება მის სავარაუდო მემკვიდრესთან, მარტინ ვინტერკორთან ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ. მარტში პიეხმა საჯაროდ დაამცირა ვინტერკორნი, განაცხადა რა, რომ ამ უკანასკნელს არა აქვს უნარი გრძელვადიანად გაუძღვეს კომპანიას. საპასუხოდ, ვინტერკორნმა კომპანიაში მყოფი თანამოაზრეების დახმარებით ნამდვილი ვენდეტა გააჩაღა, ავტომწარმოებლის უმაღლეს კომიტეტში მხარდაჭერას მიაღწია და ყოფილი უფროსი კომპანიის კონტროლისთვის სისხლიან ბრძოლაში საბოლოდ დაამარცხა. აპრილის ბოლოსთვის პიეხი უკვე წარსულის ლანდად იყო ქცეული.

 

ეს ყველაფერი კი დიურჰაიმერის ამბავთან გვაბრუნებს. პირველი კვარტალის საოპერაციო მოგების 17%-ით ახტომის მიუხედავად, Volkswagen ჯგუფის გაყიდვებში სტაგნაცია გრძელდება: გაყიდული მანქანების რაოდენობა ამ კვარტალში წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა, მოგების უდიდესი ნაწილი კი კომპანიამ ხარჯების შემცირების გზით გამოწურა. ვინტერკორნის მცდელობა, აშშ-ის ცხელ ბაზარზე ზრდისთვის მიეღწია (სადაც მანქანების წლევანდელი გაყიდვები, ამ მომენტისთვის, 6%-იან ზრდას აჩვენებს) სრული ჩავარდნით დასრულდა. შარშანდელ 2%-იან ვარდნას წლევანდელ პირველ კვარტალში 1.4%-ით შემცირება მოჰყვა. ამ ფონზე, VW-ის მოგების ცენტრი სულ უფრო ინაცვლებს კომპანიის ძვირი ბრენდების საჯინიბოსკენ, სადაც განსაკუთრებით Audi და Porsche გამოირჩევიან. სათავეში დასარჩენად, ვინტერკორნმა ამ ძლიერი მხარის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. დიურჰაიმერისთვის ეს კარგი ამბავია.

მისი ხელმძღვანელობით, Bentley-მ 2014–ში 11,000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, რაც ახალი რეკორდია, და $191 მილიონის მოგება ნახა. მომავალ წელს ის წარმოებაში ჩაუშვებს Bentley-ს პირველ SUV-ს (ე.წ. “ჯიპის” ტიპის მოდელს), Bentayga-ს, რომელიც თავიდან W12 ძრავათი, შემდეგ კი ჰიბრიდული ტრანსმისიებით იქნება აღჭურვილი. “ათწლეულის ბოლოსთვის ჩვენი მოდელების 90%-ს ჰიბრიდული შესაძლებლობები ექნება”, – ამბობს დიურჰაიმერი.

ეს არ იქნება Bentley–ს ერთადერთი ახალი მოდელი. ყველაზე გლამურულთა შორისაა მარტში ჟენევის ავტოშოუზე წარმოდგენილი Bentley EXP 10 Speed 6 – ორადგილიანი ჰიბრიდული კონცეპტუალური მანქანა, რომელსაც სახელი 1920-იანებში ლე-მანის რბოლის მომგები Bentley Speed 6-ის პატივსაცემად დაარქვეს.

მიღწევები Bentley-ში, წარსულში Porsche-ში ნაჩვენებ შედეგთან ერთად, დიურჰაიმერს VW-ის სპორტული და ფუფუნების ოთხივე ბრენდის (Bentley, Bugatti, Lamborghini, Porsche) ხელმძღვანელობის ფავორიტ კანდიდატად აქცევს. ეს ძლევამოსილი ტახტია პოსტპიეხურ ეპოქაში, თუმცა მისსავე სასიკეთოდ, მოდი, ჯერჯერობით არაფრის მეფე არ ვუწოდოთ.

Previous Post

იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35 პროცენტით გაიზარდა

Next Post

ჯანდაცვის პროგრამების ექვსი თვის გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ჯანდაცვის პროგრამების ექვსი თვის გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა

ჯანდაცვის პროგრამების ექვსი თვის გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result