Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბენქსი: ლეგენდის დაბადება – გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 17, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ბენქსი: ლეგენდის დაბადება – გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA
0
SHARES
0
VIEWS

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის 5 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად ბენქსის საერთაშორისო გამოფენა – „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან SOLO X და VISA.

გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 14 თებერვლამდე დარჩება თბილისში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებითი გზა ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისგან, ასევე კერძო კოლექციებში არსებული ბენქსის ორიგინალი ნამუშევრებისგან.

ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც, ელენე კაპანაძის კურატორობით. გამოფენაში მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, SICK ‘N TIRED.

“ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან. ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან – ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და, ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად”, – აღნიშნავს სტივ ლაზარიდისი.

„ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 5 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათობით გამოფენას და საინტერესო საღამოს, ასიათასზე მეტ ვიზიტორს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების მხარდაჭერა და რუსთაველის 7 ნომერში ქალაქის კიდევ ერთი კულტურის ცენტრის შექმნა. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი – ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს – ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს“, – აღნიშნავს მუზეუმის გუნდი.

„SOLO კულტურული პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მსოფლიოში აღიარებული არტისტის – ბენქსის ნამუშევრების გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, იხილოს როგორც ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები, ასევე სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა, გაეცნონ ბენქსის შემოქმედებით გზას და გახდნენ მსოფლიო გამოცდილების ნაწილი. ჩვენი მხარდაჭერით საქართველომ უკვე მრავალ საერთაშორისო არტისტის გამოფენასა თუ ღონისძიებას უმასპინძლა. ჩვენი ინიციატივების მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. S

Previous Post

2022 წელს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ ₾127.1 მილიარდი შეადგინა

Next Post

Tourism: Georgia and the Region

იზა გვარამაძე

Next Post
Tourism: Georgia and the Region

Tourism: Georgia and the Region

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026

Recent News

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result