Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბელარუსი: უსაფრთხოების კიდევ ერთი გამოწვევა

by Davit Tsiramua
May 2, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
ბელარუსი: უსაფრთხოების კიდევ ერთი გამოწვევა
0
SHARES
0
VIEWS

ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და აშშ-მ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული პროტესტების  ჩახშობის გამო ბელარუსს სანქციები დაუწესეს. დასავლეთის მიერ მინსკის იზოლაციის მიუხედავად, სანქციებმა ავტორიტარული რეჟიმის დასრულება ვერ შეძლო. ბელარუსის იზოლირებამ ლუკაშენკო მოსკოვთან უფრო მეტად დაახლოვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მინსკზე ეკონომიკური და სამხედრო გავლენის გაზრდა დაიწყო. რუსეთის მიერ ბელარუსისთვის გაწეული დახმარება უპირობო არ ყოფილა და ორ ქვეყანას შორის საფუძველი ჩაუყარა ე.წ. პატრონკლიენტურ ურთიერთობებს. ასეთი ურთიერთობები კრემლს საშუალებას  აძლევს, მინსკზე პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი დაამყაროს და ბელარუსი საკუთარ სამხედრო პლაცდარმად გადააქციოს. დღეს მსოფლიო უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის მომსწრეა, რის ფონზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა თითქმის შეუმჩნეველი რჩება. ბელარუსმა ახლახან  მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც მინსკი უარს იტყვის ვალდებულებაზე, რომელიც ბელარუსს აიძულებდა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ქონაზე. ამავდროულად, მინსკსა და მოსკოვს შორის ნოემბერში დადებული უსაფრთხოების დოქტრინის მიხედვით, რომლის შინაარსი მხოლოდ ახლახან გახდა საჯაროდ ცნობილი, რუსეთი მეზობელ ბელარუსში საკუთარი ბირთვული ინფრასტრუქტურის განთავსებას შეძლებს. ეს მოვლენები იმის მიმანიშნებელია, რომ ევროპა სულ მალე შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტზე უფრო დიდი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დადგეს.

პუტინის რუსეთის იმპერიის ნაწილი

რუსეთი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ყოველთვის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი იყო და მის რეჟიმს 27 წლის განმავლობაში უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თითქმის ყოველთვის არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ბელარუსი არასდროს ყოფილა  „რუსული სამყაროს“ წევრობით დაინტერესებული და  მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით დასავლეთთან დაახლოებასაც კი ცდილობდა. მაგალითად, 2010-იან წლებში ბელარუსის მთავრობამ ქვეყნის უსაფრთხოების აპარატიდან „პრორუსული ელემენტებიც“ კი გაათავისუფლა. ხოლო 2014 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ლუკაშენკომ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე უარი თქვა. ამასთანავე, ბელარუსის პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთს არ მისცემდა უკრაინაზე თავდასხმის საშუალებას. ამავდროულად, ლუკაშენკო ცდილობდა მოსკოვსა და კიევს შორის შემრიგებლის როლის შესრულებას, რასაც  მინსკში გამართული მოლაპარაკებები მოჰყვა. კონფლიქტში ნეიტრალიტეტი ბელარუსისთვის საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა, რადგან ლუკაშენკოს საერთაშორისო იმიჯს ხელი შეუწყო. ბელარუსი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი საჰაერო კვანძიც გახდა, 2015 წელს უკრაინა-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეჩერების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის აგვისტოში ახალი პერიოდი  მას შემდეგ დაიწყო,, რაც ლუკაშენკომ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული მასობრივი პროტესტები ჩაახშო. კრემლმა ლუკაშენკოს დემონსტრაციებისა და დასავლური სანქციების მოსაგერიებლად დიდძალი დახმარება შესთავაზა. პუტინმა ბელარუსის ლიდერს სამხედრო დახმარებაც აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია „კონტროლს არ დაექვემდებარებოდა“. საბოლოო ჯამში, რუსეთის ასეთმა გარანტიებმა დასავლეთის მიერ იზოლირებულ ბელარუსის დიქტატორს კრემლის წესების მიხედვით თამაშის გარდა სხვა გზა აღარ დაუტოვა. ლუკაშენკოს კრემლთან მიტმასნების დროს, უკრაინა კიდევ უფრო დაუახლოვდა დასავლეთს და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. ივლისში კიევი ოფიციალურად შეუერთდა დასავლეთის მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცეზე დაწესებულ აკრძალვებს, რაც მაისში Ryanair-ის რეისის მინსკში ბელარუსის მთავრობის მიერ იძულებით გაჩერებას მოჰყვა. ამის შემდეგ ლუკაშენკომ კიევი „საგარეო შეთქმულებებში“ მონაწილეობაში დაადანაშაულა და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში წვრთნიდნენ სპეციალურ სამხედროებს, რომელთა მიზანი ბელარუსის დესტაბილიზაცია იყო.

ახალი საფრთხე

რუსეთის მიერ ბელარუსის გავლით უკრაინაში შეჭრა ყოველთვის აღიქმებოდა საფრთხის შემცველ სცენარად. მიუხედავად ამისა, საფრთხე რეალური სულ ახლახან, 24 თებერვალს გახდა, როდესაც უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა განაცხადა, რომ, ყირიმისა და რუსეთის გარდა, რუსული სამხედრო დანაყოფები უკრაინაში ბელარუსის გავლითაც შეიჭრნენ. მანამდე ლუკაშენკომ და პუტინმა „საკავშირო სახელმწიფოს“ პროექტის შესახებ მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გამართეს. მოცემული პროექტი მიზნად ისახავს რუსეთსა და ბელარუსს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას. 9 სექტემბერს, პუტინსა და ლუკაშენკოს შორის 2021 წელს რიგით მე-5  შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მჭიდროდ დაახლოების მიზნით მიღებულ იქნა 28-პუქტიანი გზამკვლევი. ლუკაშენკომ რუსეთთან ინტეგრაციის დიდი სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ინტეგრაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მინსკის დამოუკიდებლობას.

12 სექტემბერს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსულ საჰაერო თავდაცვის S-400 სისტემებს განათავსებდა უკრაინის ჩრდილოეთის რეგიონების მახლობლად, „ქვეყნის უკრაინისგან თავდასაცავად“. განცხადება მოჰყვა მოსკოვის მიერ ბელარუსთან ერთად უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს გამართულ მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, რომელშიც 200 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ბელარუსის დიქტატორმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვითი სისტემა 1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტის ნაწილი იყო, რომელზეც პუტინთან სექტემბრის მოსკოვის სამიტზე შეთანხმდა. ეს მოვლენები მკვეთრად მიანიშნებდა კრემლის წინასაომარ მზადებას.

ბელარუსი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სრულიად ევროპისთვის უსაფრთხოების დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო დანაყოფების განთავსება დაიწყო და ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიისათვის გამოიყენა. 20 თებერვლამდე რუსული სამხედრო დანაყოფები მხოლოდ და მხოლოდ წვრთნების მიზნით იყვნენ განთავსებული ბელარუსში. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 30 000-კაციანი რუსული სამხედრო დანაყოფი მუდმივად იქნება წარმოდგენილი ბელარუსის ტერიტორიაზე. ამასთანავე, ბელარუსსა და რუსეთს შორის ნოემბერში დადებულ უსაფრთხოების დოქტრინისა (მოცემული დოქტრინის შინაარსი მხოლოდ ახლახან გასაჯაროვდა)და ბელარუსის კონსტიტუციური ცვლილებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღსაც განათავსებს. ამგვარი მოვლენების შესაძლებლობა კი დასავლეთისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველი იქნება, ვიდრე მიმდინარე რუსული აგრესია უკრაინაში.

Previous Post

რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინაში შეიჭრნენ | რა ვიცით ამ დრომდე

Next Post

Belarus: a New Security Threat in the Making

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result