Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბათუმი საუკეთესო ევროპული მიმართულებების ხუთეულში მოხვდა

by Salo Papalashvili
February 8, 2024
in მოგზაურობა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
ბათუმი საუკეთესო ევროპული მიმართულებების ხუთეულში მოხვდა
0
SHARES
0
VIEWS

„ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ (EBD) ორგანიზაციამ, 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის საფუძველზე, ევროპაში სამოგზაუროდ 2024 წლის ყველაზე ტრენდული ადგილების სია გამოაქვეყნა. 2024 წლის ოცი საუკეთესო ევროპული მიმართულება, EBD-მა ჯამში 500-ზე მეტი ლოკაციიდან გამოავლინა.

ხმების რეკორდული რაოდენობით, რეიტინგის პირველ ადგილზე ესპანეთის მარბელაა. მარბელა პირველი მიმართულება გახდა, რომელმაც ესპანეთიდან რეიტინგში ლიდერობის მოპოვება შეძლო. ორგანიზაციის შეფასებით, ესპანეთის ქალაქს გამოარჩევს მზიანი ამინდი, სპორტული აქტივობები და გასტრონომიული მრავალფეროვნება. მარბელას ყველაზე მეტი ხმა ამერიკელმა და ინგლისელმა მოგზაურებმა მისცეს. რეიტინგის მეორე ადგილზე მონაკოა, რომელსაც ხუთეულში მალტა, ჟენევა და ბათუმი მოჰყვება.

„ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ (EBD) ორგანიზაცია 2009 წლიდან მუშაობს მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაციაზე, თანამშრომლობს 500-მდე ტურისტულ ოფისთან ევროპაში და ევროკომისიის EDEN-ქსელთან. ორგანიზაცია, მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტურისტულ კონკურსსაც აწყობს ევროპის მასშტაბით, მათ შორისაა: საუკეთესო ევროპული საშობაო ბაზრობები, საუკეთესო ევროპული პლაჟები, ყველაზე რომანტიკული მიმართულებები და საუკეთესო ევროპული სათხილამურო კურორტები.

EBD-ის რეიტინგიც ცხადყოფს, რომ მოგზაურებს ძირითადად კულინარიული, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იზიდავთ. უპირატესობას ანიჭებენ სანაპიროებს, გარე აქტივობებს, ღამის ცხოვრებას, სრულ თავისუფლებას გეგმებისა და შეზღუდვების გარეშე.

რაც შეეხება ბათუმს, ქალაქი პრესტიჟული World Travel Awards-ის მიერ მსოფლიოს წამყვან მიმართულებებს შორის უკვე დასახელდა. ახლა კი, მსოფლიო მოგზაურების მიერ, ევროპის ხუთ საუკეთესო მიმართულებას შორისაც მოხვდა. EBD-ის გამოკითხვაში, ბათუმი ამერიკელ მოგზაურებს შორის უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ლონდონი, და ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილადაც აღიქმება, ვიდრე პარიზი, ბერლინი და ევროპის სხვა ქალაქები.

ევროპის საუკეთესო მიმართულებების ათეული:
  1. მარბელა, ესპანეთი

მარბელას, EBD-ის გამოკითხვის ისტორიაში, რესპონდენტთა რეკორდულმა რაოდენობამ – 149,192 პირმა მისცა ხმა. მარბელა გახდა როგორც საუკეთესო ევროპული მიმართულება სამოგზაუროდ, ასევე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება გოლფისთვის, გურმანებისა და შოპინგის მოყვარულთათვის. ქალაქი მოგზაურებს წელიწადში, სულ მცირე, 300 მზიან დღეს, გოლფის წამყვანი კლასის კურსებსა და გასტრონომიულ ტურებს სთავაზობს.

  1. მონაკო

მონაკო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი მიმართულებაცაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ბუნებისა და ოკეანეების დაცვას. მონაკო საყვარელი ადგილია 24-დან 45 წლამდე ასაკის წყვილებისთვის. თავად „ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ (EBD) ორგანიზაცია კი მონაკოს საუკეთესო მიმართულებათა შორის ასახელებს რომანტიკული, საოჯახო მოგზაურობისთვისა და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის.

  1. მალტა

კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება რომანტიკული და საოჯახო დასვენებისთვის, მზიანი მალტა აღმოჩნდა. მან ასევე რამდენჯერმე მოიპოვა საუკეთესო მდგრადი ტურიზმის წოდება, ევროპული კომისიის მიერ. მოგზაურთა საშუალო ასაკიც ამ შემთხვევაში 25-დან 45 წლამდე მერყეობს. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მალტა დაივინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებადაც დასახელდა. ქვეყანა ასევე არის ევროპის საუკეთესო LGBTQ+ მიმართულება და ზედიზედ შვიდი წელია, ინარჩუნებს ლიდერობას ევროპის Rainbow-რუკაზე.

  1. ჟენევა, შვეიცარია

რეიტინგის დაწყების დღიდან, შვეიცარიის მიმართულებებიდან, ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჟენევას ეკუთვნის. ევროპულ რეიტინგში ჟენევა ცხოვრების საუკეთესო ხარისხის სიის ლიდერიცაა. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქი ისტორიული ხიბლისა და ცოცხალი კულტურის ნაზავია. ჟენევაში მდებარეობს გაეროს ევროპული შტაბ-ბინა და Les Eaux-Vives-ის საჯარო პლაჟი, საკულტო Jet d’Eau-ითა და ცოცხალი გარემოთი.

  1. ბათუმი, საქართველო

ბათუმი მსოფლიოს წამყვან მიმართულებებს შორის მოხვდა Destinations in the World-ის მიხედვით და „ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ ხუთეულშიც დასახელდა. EBD-ის გამოკითხვაში, ბათუმი ამერიკელ მოგზაურებს შორის უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ლონდონი, და ბევრად უფრო უსაფრთხო ადილადაც აღიქმება, ვიდრე პარიზი, ბერლინი და ევროპის სხვა ქალაქები. ორგანიზაცია ხაზს უსვამს აჭარის როგორც სამთო, ასევე საზღვაო კურორტების სილამაზეს, ისტორიულ არქიტექტურას, მონასტრებს, ევროპული სტილის სკვერებსა და ქუჩებს, და ამ მიმართულებას ევროპაში ერთ-ერთ ხელმისაწვდომ ადგილად ასახელებს.

  1. რიგა, ლატვია

ანგარიშის შეფასებით, რიგა ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა შოპინგისთვის, გასტრონომიული გამოცდილების მისაღებად, ასევე გამორჩეულია ბუნებითა და არქიტექტურით. განსაკუთრებით პოპულარულია 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომელთაც ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეფარდებით, ევროპის აღმოჩენა სურთ. რიგის ისტორიული ცენტრი, რომანტიზმის, გოტიკისა და ბაროკოს პერიოდის ღირსშესანიშნაობებით, UNESCO-ს დაცული ტერიტორიებს შორისაა.

  1. მადეირა, პორტუგალია

მადეირა დამსვენებლებს თითქმის მთელი წლის განმავლობაში დაივინგისა და სერფინგისთვის საუკეთესო, თბილ და მზიან ამინდს ჰპირდება. ასევე, მაღალი ხარისხის უსაფრთხოებასაც. განსაკუთრებულ რეკომენდაციას ანგარიში პორტო-სანტოს კუნძულებს უწევს. მადეირა, მარბელას, მონაკოსა და ჟენევის მსგავსად, იმ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აქტიურად იზიდავს მოგზაურებს. მადეირა ევროპაში ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება იყო უისტონ ჩერჩილისთვისაც.

  1. ფლორენცია, იტალია

რომის, ვენისა და პარიზის მსგავსად, ფლორენციაც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია. ხელოვნებით დაინტერესებულ მოგზაურებს ყველაზე მეტად მიქელანჯელოს დავითის სკულპტურა და ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ იზიდავთ. რენესანსის დაბადების ადგილი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ავანგარდის ცენტრიც გახდა. ქალაქის ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდს მკვეთრად წარმოაჩენს ბაზილიკები, ტაძრების ფასადები, მდიდრული სასახლეები და სხვა არქიტექტურული შედევრები.

  1. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, სხვადასხვა ტიპის მოგზაურებს, მრავალფეროვანი შეთავაზებებით იზიდავს. მათ შორისაა კარნაბი საშოპინგოდ, ნოტინგ-ჰილი რომანტიკული გასეირნებისთვის, ვესტ-ენდის თეატრალური უბანი და მისი ლეგენდარული მიუზიკლები, ქუჩის ბაზრობები, სოჰოს უბანი ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის და, რა თქმა უნდა, ბიგ-ბენი და ტაუერ-ბრიჯი.

  1. რეიკიავიკი, ისლანდია

ვიკინგების სამშობლოს დედაქალაქი ვულკანური მთებითა და ბორცვებითაა გარშემორტყმული. ისლანდიის უდიდეს ქალაქს, სადაც სულ 130,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მდიდარი კულტურული ისტორია გამოარჩევს, მრავლადაა მუზეუმებიც, რომლებიც მოგზაურებს ვიკინგების ისტორიას აცნობენ. ამასთან ერთად კი, ქალაქი გამორჩეულია ღამის ცხოვრებით, სპორტული აქტივობებითა და მუსიკალური ღონისძიებებით.

Previous Post

საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიის მიღებას უმარტივებს

Next Post

2023 წელს ევროპაში ქარის ენერგიის წილმა თბოსადგურების წილს პირველად გადააჭარბა

Salo Papalashvili

Next Post
2023 წელს ევროპაში ქარის ენერგიის წილმა თბოსადგურების წილს პირველად გადააჭარბა

2023 წელს ევროპაში ქარის ენერგიის წილმა თბოსადგურების წილს პირველად გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

September 5, 2025

Recent News

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result