საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება – 98.6 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა. თუმცა, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით „თიბისის“ მოგება 8%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 73.4 მლნ ლარით, რაც 2%-ით ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „ტერაბანკია“ 6.2 მლნ ლარის მოგებით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „კრედო ბანკი“, რომლის მოგებაც 6-ჯერ გაიზარდა და 5.7 მლნ ლარი შეადგინა. 5-ჯერ გაიზარდა „ბანკი ქართუს“ მოგება. 177%-ით შემცირდა „ხალიკ ბანკის“ მოგება და -2.6 მლნ ლარი შეადგინა. „ხალიკ ბანკის“ გარდა ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა პირველი კვარტალი.
პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 199 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 87% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 15%-ით არის შემცირებული.
|
|
ბანკის დასახელება |
2019 წლის პირველი კვარტლის მოგება, მლნ ლარებში |
2018 წლის პირველი კვარტლის მოგება, მლნ ლარებში |
|
1 |
თიბისი ბანკი |
98.6 |
107.7 |
|
2 |
საქართველოს ბანკი |
73.4 |
74.8 |
|
3 |
ტერაბანკი |
6.2 |
6.2 |
|
4 |
კრედო ბანკი |
5.7 |
0.9 |
|
5 |
პროკრედიტ ბანკი |
4.6 |
8.1 |
|
6 |
ბანკი ქართუ |
4.1 |
-1.0 |
|
7 |
ლიბერთი ბანკი |
4.0 |
15.0 |
|
8 |
ვითიბი ბანკი ჯორჯია |
2.4 |
9.1 |
|
9 |
ბაზისბანკი |
2.2 |
7.2 |
|
10 |
იშ ბანკი |
1.8 |
0.0 |
|
11 |
ზირაათ ბანკი |
0.8 |
0.6 |
|
12 |
სილქ როუდ ბანკი |
-0.2 |
0.0 |
|
13 |
პაშა ბანკი |
-0.9 |
0.9 |
|
14 |
ფინკა ბანკი |
-1.5 |
0.6 |
|
15 |
ხალიკ ბანკი |
-2.6 |
3.4 |
|
ყველა ბანკი |
199 |
233 |
|
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი











