Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes

ავტომობილები მაღლა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes
0
ავტომობილები მაღლა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მარტში პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანი შეიძლება ჩავარდეს: ლა-ჯოლას პლაჟზე მდებარე მისი $12-მილიონიანი სახლის რეკონსტრუქციის პროექტი პრესის წარმომადგენლების ხელში ჩავარდა და მთელ ინტერნეტსივრცეს მოედო. ამ პროექტის არც ერთ დეტალს – არც დამატებულ 3 600-კვ.ფუტიან ნახევრად სარდაფს, არც შხაპს ღია ცის ქვეშ – არ გამოუწვევია ცნობისმოყვარე მკითხველის ისეთი ინტერესი, როგორიც ორდონიან ავტოფარეხს მოდური ეგზოტიკური სიახლით – მანქანის ლიფტით.

Forbes-ის მიერ $230 მილიონად შეფასებული მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ფუფუნებაში ცხოვრების გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ გახლავთ პირველი, ვინც თავის ელიტარულ სახლში ავტომობილებისთვის განკუთვნილი ლიფტი დაამონტაჟა.

„შესაძლოა ეს საცხოვრებელი სახლის ჩვეულებრივი დეტალი არ არის, მაგრამ მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება”, – ამტკიცებს ბრედ დევისი, American Custom Lifts-ის მფლობელი. კომპანია ესკონდიდოში (კალიფორნია) მდებარეობს და აწარმოებს PhantomPark-ის მარკის ლიფტებს, რომელზეც რომნიმ შეაჩერა არჩევანი თავისი სახლისათვის. „კიდევ 19 ასეთი ლიფტი შეგვიკვეთეს; აქამდე თვეში მხოლოდ 2-3 შეკვეთა გვქონდა”.

American Custom Lifts-ს PhantomParks-ის ლიფტები დამონტაჟებული აქვს მილიარდერებისა და ყველაზე გავლენიანი ადამიანების თანამედროვე ტიპის სასახლეებში (თუმცა რომნის შემთხვევაში, „ამჟამად ყველაფერი შეჩერებულია, რადგან მან ეს საქმე არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის გადადო”, – შენიშნავს დევისი. რომნის გუნდი ამას ადასტურებს).

PhantomPark-ის სტანდარტული მოდელის ფასი $42 ათასია, რასაც ემატება მონტაჟის ფასი – ჩვეულებრივ, $13 ათასი დოლარი (რომნის ლიფტის სახეობა, გავრცელებული ინფორმაციით, $55 ათასი ღირს). შეკვეთით დამზადებული მოდელი – მაგალითად, როდესაც მისი ზედა დონე ისეა კონსტრუირებული, რომ ბუნებრივად ერწყმის გარემოს – შესაძლოა ბევრად ძვირი დაჯდეს.

როდესაც დევისი და მისი გუნდი მდიდარი და გავლენიანი ადამიანების მამულებისა და უძრავი ქონებისთვის რაიმეს ქმნიან, ჩვეულებრივ, ხელს აწერენ „არგამჟღავნების შეთანხმებას” იმის დასტურად, რომ საიდუმლოდ შეინახავენ კლიენტთა ვინაობას. დევისი ამბობს, რომ მათ მიერ შესრულებულ პროექტებს შორის იყო უკანა ეზოებში დამონტაჟებული, ბალახით შენიღბული, მიწისქვეშა ლიფტები; ამწეები 50 ათასი-კვ. ფუტიან მიწისქვეშა საცეკვაო დარბაზში სატვირთო მანქანებით სურსათის ჩასაზიდად, საცურაო აუზების ქვეშ დამალული ლიფტებიც კი. მათი ზედაპირზე ამოსვლისას წყალი აუზიდან გადმოდის და იქვე იწრიტება, მანქანა კი ამ დროს ზედაპირის დონეს უსწორდება.

„NBA-ის მოთამაშისთვისაც დავამონტაჟეთ ერთი ასეთი ლიფტი, რომელიც მანქანისთვისაც კი არა… ბილიარდის მაგიდებისათვის იყო განკუთვნილი. მას სურდა, რომ, როგორც კი ბილიარდის თამაშის სურვილი გაუჩნდებოდა, ლიფტს მაშინვე მიერთმია მაგიდა სასტუმრო ოთახში”, – იცინის დევისი.

დევისმა თავისი პირველი მიწისქვეშა ლიფტი ასპენში, კოლორადოს შტატში 2002 წელს დააყენა და მას შემდეგ შეკვეთებმა საკმაოდ მოიმატა, ძირითადად, პირისპირ მოლაპარაკების საშუალებით.

„ერთ ჩემს მეგობარს ჰქონდა ასეთი ლიფტი ნიუპორტის პლაჟზე… როდესაც ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს იდეალური იქნებოდა ჩემი მანქანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განმარტავს ხოსე „პანჩო” ლეონი, მშენებელი და $5,7-მილიონიანი მამულის, Chateau Suenos-ის მფლობელი კალაბასასში, (კალიფორნია). ფეშენებელური კოტეჯების, The Oaks-ის რაიონში (კარდაშიანებისა და ჯასტინ ბიბერის მეზობლად) მდებარე 9 211 კვ. ფუტის ფართობზე გადაჭიმული შატოს ტიპის შენობა აღჭურვილია ორდონიანი ავტოფარეხით, რომელშიც PhantomPark-ის ორი ჰიდრავლიკური ლიფტია დამონტაჟებული, ლიფტები ავტომობილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან მიწის ქვეშ ეს ქონება დაცულია ბავშვებისგანაც და სამხრეთ კალიფორნიის უამინდობისგანაც. ლეონი, რომელიც მუდმივად სხვა სახლში ცხოვრობს, ამჟამად თავის ‘56 Thunderbird-სა და Nissan GT-R-ს ამ მიწისქვეშა ავტოფარეხში ინახავს.

როგორც ლეონის უძრავი ქონების აგენტი ჯეფრი ბიბუიკი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებთან ასოცირდება (2008 წელს მას ბრიტნი სპირსი ქირაობდა საჯარო კრახისა და კრიზისის ორწლიანი პერიოდის შემდეგ) და არაჩვეულებრივი ფუფუნებით გამოირჩევა, – შადრევნებიანი შიდა ეზოთი და ღვინის მარნით, – Chateau Suenos-ის მიმზიდველობას ყველაზე მეტად მაინც ავტოფარეხი განაპირობებს. „ყველა, ვისაც აქ უცხოვრია, ავტომობილების კოლექციას ფლობდა”, – ამბობს ის.

მთლიანობაში, დამატებული ძვირად ღირებული დეტალები ანაზღაურებენ მათზე დახარჯული თანხის 52%-ს, ‘რემოდელირების ფასი vs ღირებულება’ (Remodeling Cost vs. Value) პრინციპის თანახმად. რეალტორები ამბობენ, რომ ავტომობილის ლიფტების ეფექტიანობა ვლინდება „ნაკლებად ფინანსური” მატერიალური ფორმით: მარკეტინგით. ეს ლიფტები ისეთი ელიტარული ფაქტორია, რომელიც საყოველთაო ყურადღებას იპყრობს და უძრავ ქონებას დიდ უპირატესობას ანიჭებს კონკურენტებთან შედარებით.

„მქონია ისეთი სიტუაციები, როდესაც სახლი ყოველმხრივ იდეალური იყო მყიდველისათვის, მაგრამ ავტოფარეხი ვერ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს, რის გამოც გარიგება არ შემდგარა” – განმარტავს ბილი როუზი, ლოს-ანჯელესის ძვირად ღირებული უძრავი ქონების სააგენტოს The Agency-ის პრეზიდენტი.

მიუხედავად ამისა, ასეთი ლიფტებით აღჭურვილი რამდენიმე სახლი ამაოდ ელის თავის მყიდველს. ბოლო დროს მათი ფასი საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამგვარი ავტოფარეხებით, ჩვეულებრივ, დაინტერესებულია ადამიანთა შეზღუდული წრე, კერძოდ – ავტომობილების კოლექციონერები.
„არა მგონია, ჩემი ავტოფარეხი ბევრად მატებდეს ფასს ჩემს სახლს, რადგანაც ავტოვირუსით 100 მამაკაციდან მხოლოდ 5 თუ იქნება დაავადებული”, – იცინის დევიდ ჰიუსტონი, ლოსანჯელესელი რესტავრატორი და სპორტული მანქანების კოლექციონერი. ჰიუსტონმა, რომელიც ცოტა ხანს სატელევიზიო სერიალის, Car Show-ს პროდიუსერი იყო, თავის მალიბუს სახლში 2 500 კვ. ფუტის ნახევრად სარდაფი ავტოფარეხად გადააკეთა და ლიფტებით და მბრუნავი პლატფორმით აღჭურვა.

კოლექციონერის ავტოფარეხი დიდი, მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც Sierra Star-ის დახურულ ტერიტორიაზე, ტაჰოს ტბის Incline Village-ში მდებარეობს. ტომ გონსალესი, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Commerce One-ის თანადამფუძნებელი, ტბის ნაპირას მდებარე თავის მამულში დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ატარებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რისი ერთ-ერთი შედეგიცაა მიწისქვეშა „კოლექციონერის ავტოფარეხი”. მასში 1000 ავტომობილი და მოტოციკლი დგას. 2500 კვ. ფუტის ფართობის სასტუმრო სახლის ქვეშ დამალული მრავალდონიანი ავტოფარეხი 12 000 კვ. ფუტსა იკავებს და მისი აშენება დაახლოებით $6 მილიონი დაჯდა. მას აქვს უზარმაზარი ჰიდრავლიკური ამწე, რომელსაც უნარი აქვს ასწიოს ავტომობილი საცხოვრებელი ფურგონით ან სამი მანქანა ერთდროულად. ამ ამწის მიერ ერთჯერადი სამუშაოს შესრულებისას, გონსალესის გამოთვლით, $25 დოლარის ელექტროენერგია იხარჯება.

გონსალესი ჯერჯერობით ამაოდ ცდილობს ამ $65 მილიონად შეფასებული მამულის გაყიდვას, რომელიც ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. ის ახლა უკვე $49,9 მილიონს ითხოვს. მყიდველებს შესაძლებლობა ეძლევათ ხუთ დამოუკიდებელ ნაწილად დაყოფილი მამული სექციებად შეიძინონ. „გვყავდა კლიენტები, რომლებსაც მხოლოდ ავტოფარეხის ნაწილი აინტერესებდათ”, – ამბობს კერი დონოვანი, Chase International-ის, ტაჰოს ტბის უძრავი ქონების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი. ის ფიქრობს, რომ ბოლოს მამულს რომელიმე კოლექციონერი, გონსალესის კონკურენტი შეიძენს.

ითვლება, რომ დასავლეთი სანაპირო ავტომობილის ლიფტებიანი სახლების ცენტრია, მაგრამ ეს შესაძლოა ასე არც იყოს. არქიტექტორმა ანაბელ სელდორმა დააპროექტა მანჰეტენის პირველი მრავალსართულიანი შენობა ავტომობილებისათვის განკუთვნილი ლიფტებით. მეთერთმეტე ავენიუს 200 ნომერში მდებარე სახლის ცამეტ ბინას აქვს თავისი „მფრინავი ავტოფარეხი”. მათი მფლობელი შედის შენობის ავტოფარეხში და შემდეგ ავტომობილის ლიფტში, რომელიც სპეციალური ბარათის სკანირებთ აკეთებს მანქანის იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც 60 წამში აჰყავს მანქანა მფლობელთან ერთად დანიშნულების ადგილამდე, სადაც მას აპარტამენტის კართან მიუჩენენ ადგილს. ქალაქში, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ფული ღირს, ამ ძვირფასმა დეტალმა დიდი დახმარება გაუწია შეძლებულ მყიდველებს (მათ შორის ნიკოლ კიდმანს). სახლის მშენებლობა ამ წლის დასაწყისში დასრულდა.

ლეონარდ სტეინბერგი, კომპანია Prudential Douglas Elliman-ის ბროკერი მშენებლობის დარგში, ფიქრობს, რომ ავტომობილის ლიფტი წარმატებული იმ უბრალო მიზეზის გამოა, რომ „დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს და ადამიანები შესაბამისად აფასებენ”. მისი გამოთვლით, მოქალაქეები კვირაში საშუალოდ სამ საათს ზოგავენ, რადგან აღარ უწევთ მანქანებიდან ნივთების გადმოტანაზე, მათ ურიკაში ჩაწყობასა და მანქანის ფარეხში დაყენებაზე დროის ხარჯვა.

მეორე დეველოპერი, რომელმაც ავტომობილის ლიფტი მიუსადაგა მაღლივ საცხოვრებელ შენობებს, ჯილ დეზერია. მაიამიში დაფუძნებულმა კომპანია Dezer Properties-ი „დაუმეგობრდა” Porsche Design-ს, რათა დაგეგმონ ლიფტები 57-სართულიანი, 132-ბინიანი Porsche Design Tower-სთვის სანი, აილზ ბიჩში(ფლორიდა).

მიუხედავად იმისა, რომ სახლის მშენებლობა 2013 წლის შუა პერიოდამდე არ დაიწყება (მისი დასრულება 2016 წლისთვისაა დაგეგმილი), პროექტის მიხედვით უკვე ჩანს, რომ დამონტაჟდება 600 ფუტი/ წუთში სიჩქარის ლიფტი, მანქანის იდენტიფიცირების სისტემით. მბრუნავი პლატფორმა ძრავაგამორთულ ავტომობილს ლიფტში გადატვირთავს, შემდეგ კი ლიფტი აიტანს ტვირთს დანიშნულების ადგილამდე, ბინის კარებთან. დიზერი ავტომოყვარულთა ოჯახიდან არის – მისმა მამამ მაიამიში მუზეუმი გახსნა, რათა 1000 ავტომობილისა და მოტოციკლისგან შემდგარი საკუთარი კოლექცია გამოეფინა; Dezer Properties-ის კი ნიუ-იორკში აქვს ძვირად ღირებული ავტომობილების სააგენტო Manhattan Motorcars-ი – ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მისი დაჟინებული მოთხოვნით, ავტოსადგომსა და ბინას შორის კედლები მინის იქნება, რაც „საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ თქვენი მანქანა სასტუმრო ოთახიდან, თუ ამის სურვილი გექნებათ”.

ვინ იცის, შესაძლოა, დიზერმა და მისი ავტომოყვარულმა მეგობარმა რაღაც საინტერესოს მიაღწიონ. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კი აქვთ უფლება, საკუთარი გატაცება საიდუმლოდ შეინახონ.

 

Previous Post

იმპულსური შოპინგი

Next Post

კარგი ცხოვრება

მაგდა დოლიძე

Next Post
Apple წარმოგვიდგენს უფრო სწრაფ და უფრო თხელ iPhone 5ს

Apple წარმოგვიდგენს უფრო სწრაფ და უფრო თხელ iPhone 5ს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result