Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Apple წარმოგვიდგენს უფრო სწრაფ და უფრო თხელ iPhone 5ს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომუნიკაციები
0
Apple წარმოგვიდგენს უფრო სწრაფ და უფრო თხელ iPhone 5ს
0
SHARES
0
VIEWS

დღეს Apple-მა საზოგადოებას ახალი iPhone 5 წარუდგინა და იმედოვნებს, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, რომელიც აწუხებდა ყველას, მომხმარებლებიდან დაწყებული, ანალიტიკოსებითა და კონკურენტებით დამთავრებული: საკმარისად დიდი ცვლილება განიცადა მისმა დიზაინმა და საკმარისად მიმზიდველია მისი ახალი მახასიათებლები იმისათვის, რომ ხალხს – ათობით მილიონ ადამიანს – მისი ყიდვის სურვილი გაუჩდეს, ხოლო კონკურენტები, Google-ისა და Samsung-ის ჩათვლით, ახლო მანძილზე არ მიუშვას?

თუ ამ შეკითხვას ანალიტიკოსებს დავუსვამთ, დადებით პასუხს მივიღებთ, რადგან ისინი ხელმძღვანელობენ iPhone-ის გაყიდვების ზრდადი ტენდენციით ყოველი ახალი ვერსიის გამოჩენასთან ერთად. 2007 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გენერალურმა აღმასრულებელმა, სტივ ჯობსმა, Apple სმარტფონების ბაზარზე შეიყვანა, კომპანია ყოველწლიურად iPhone-ის ახალ მოდელს უშვებს. შარშან iPhone 4S, რომელმაც შემოიტანა Siri – აპარატში ჩამონტაჟებული ხმის ამომცნობი ტექნოლოგია – კომპანიისათვის გაყიდვების ლიდერი გახდა, განსაკუთრებით, მის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარზე – ჩინეთში. iPhone-ზე მოდის Apple-ის მოგების უდიდესი წილი – გაყიდვების საერთო მოცულობის თითქმის ნახევარი. სულ კომპანიას 244 მილიონზე მეტი აპარატი აქვს გაყიდული.

ახალი iPhone 5-ს, რომლის შეძენა აშშ-ში 21 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი, აქვს წინა მოდელზე დიდი 4-ინჩიანი Retina-დისპლეი, უფრო სწრაფი LTE უსადენო ქსელების მხარდაჭერა, Apple-ში შემუშავებული ახალი სპეციალური მიკროპროცესორი A6, რომელმაც შესაძლებლობა მისცა კომპანიის ინჟინრებს შეექმნათ უფრო თხელი და მსუბუქი სმარტფონი და გაეზარდათ ეკრანი. აპარატი 2.31 ინჩის სიგანისაა და 3.95 უნციას იწონის. ეს მოდელი მთლიანად მინისა და ალუმინისგან არის დამზადებული – განუცხადა შეკრებილ ხალხს დღეს Apple-ის გენერალურმა აღმასრულებელმა ტიმ კუკმა.

iPhone 5-ის ამ მახასიათებლების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, ამან Apple-ის ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ნაკლებად მიმზიდველ ღონისძიებად აქცია. მიუხედავად ამისა, ის ახალი სმარტფონია, რომელიც „საკმაოდ იმოქმედებს ბაზარზე” – განაცხადა პრეზენტაციის ერთ-ერთმა დამსწრემ, Piper Jaffray-ის ანალიტიკოსმა ჯინ მიუნსტერმა. მისი პროგნოზით, რეალიზაციის პირველი კვირის განმავლობაში Apple-ი 6-დან 10 მილიონამდე აპარატს გაყიდის. iPhone 4S-ის გამოსვლიდან პირველ სამ დღეში 4 მილიონი აპარატი გაიყიდა.

„ყველაზე მთავარი სწრაფი ინტერნეტი და გაზრდილი ეკრანია” -ამბობს მიუნსტერი – „ხუთი წლის განმავლობაში ეკრანის ზომა არ შეცვლილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამით აგებდა iPhone მის კონკურენტ Android-თან ბრძოლას განვითარებულ ქვეყნებში”.

შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი iPhone 5-ის ჩვეულებრივი მოდელის ფასი იგივეა, რაც წინა თაობის მოდელისა, ორწლიანი კონტრაქტით, ხოლო უფრო მაღალი შესაძლებლობების აპარატები $299 და $399 ეღირება. Apple’s-ის მობილური ოპერაციული სისტემის ახალმა ვერსიამ,iOS, სმარტფონს 200 ახალი მახასიათებელი შესძინა, მათ შორის, საკუთარი კარტოგრაფიული პროგრამა, რომელიც კონკურენციას გაუწევს Google’s-ის იმავე სახის პროდუქციას.

„შესაძლოა ახალმა iPhone-მა ვერ გაგვაოცოს ეკრანის ზომით ან ექსტრავაგანტულობით, მაგრამ მისი საინჟინერო და კონსტრუქციული დონე საკმაოდ განსაცვიფრებელია” – განაცხადა IDC-ის ანალიტიკოსმა ალ ჰილვამ – „მარტო მიკროსქემის სიმძლავრე და ახალი გრაფიკული შესაძლებლობები რამხელა საჩუქარია აპლიკაციების დეველოპერებისთვის”.

კუკმა,რომელმაც გენერალური დირექტორის სკამზე ჯობსის ადგილი ერთი წლის წინ დაკავა, თავისი წილი აპლოდისმენტები დაიმსახურა სან-ფრანცისკოში გამართულ დღევანდელ პრეზენტაციაზე შეკრებილი ანალიტიკოსების, მასმედიის წარმომადგენლებისა და თანამშრომლებისაგან. სცენაზე მდგარ კუკს აპარატის მრავალფეროვანი მახასიათებლების საჩვენებლად Apple’s-ის სხვა ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ, მათ შორის, ფილ შილერი, გლობალური მარკეტინგის უფროსი და სკოტ ფორსტალი, რომელიც პასუხისმგებელია iOS-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ვიდეოჩანაწერი, სადაც Apple’s-ის წამყვანი დიზაინერი,ჯონათან ივი,ტელეფონის დიზაინზე საუბრობს.

„ეს შესანიშნავი ხანაა Apple-ისათვის, არაჩვეულებრივი პერიოდი” – თქვა კუკმა პრეზენტაციაზე, რომელიც ორი საათს გაგრძელდა. ღონისძიება როკ-ჯგუფ Foo Fighters-ის გამოსვლით დასრულდა.
Apple-ის ახალ პროდუქტს არ აღმოაჩნდა ყველა ის ფუნქცია, რასაც ველოდით; პრეზენტაციაზე ნახსენებიც კი არ ყოფილა NFC – Near Field Communication-ის (ახლო რადიუსის უკაბელო კომუნიკაცია) ტექნოლოგია, რომელიც განიხილება, როგორც მობილური გადასახადების გასაღები. Greenwich Consulting-ის აღმასრულებელის,ფრედ ჰიუეტის აზრით, Apple-ის iTunes-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, რომელმაც შეცვალა საკუთარი საკრედიტო ბარათების მონაცემთა ბაზები, რათა Apple’s-ის მაღაზიებში მუსიკა, ტელეშოუები, ფილმები და აპლიკაციები შეეძინა, სწორედ ის აუდიტორიაა, რომელიც სავსებით მზადაა მობილური გადახდებისათვის.

გადაწყვეტილება არ შეეტანათ iPhone 5-ის მახასიათებლებში NFC-ის ფუნქცია, Apple-ს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს” – თქვა ჰიუეტმა – „ეს უბრალოდ დროის საქმეა, სანამ სმარტფონი არ შეიცვლის პლასტიკურ ბარათს და ამ ტექნოლოგიის გამოტოვებით Apple-მა დაკარგა უნიკალური შანსი სათავეში ჩადგომოდა ამ ბაზარს. 400 მილიონზე მეტი აქტიური საკრედიტო ბარათის ექაუნთით უზრუნველყოფილმა Apple-მა ხელიდან გაუშვა საუკეთესო შესაძლებლობა თავისი მომხმარებელი გადაეყვანა iPhone-ზე მიბმულ, მოხერხებულ მობილურ საგადასახადო სისტემაზე. ამის მაგივრად, მან შესაძლოა ერთ დღეს აღმოაჩინოს, რომ საკმაოდ ჩამორჩა მთავარ კონკურენტებს -Samsung-ს, Nokia-სა და, ცხადია, Motorola-ს, რომლებმაც ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ გასულ კვირას შეიტანეს საკუთარ აპარატებში”.

Apple-ის ინვესტორები დიდად არ აღუფრთოვანებია დღევანდელ სიახლეს. აქციების ფასმა 1.4 %-ით, ანუ $9.20-ით მოიმატა და $669.79-ით დაიხურა Nasdaq-ის საბირჟო სესიაზე.
დეველოპერები უფრო მეტ ენთუზიაზმს ამჟღავნებდნენ. კუკმა დღეს განაცხადა, რომ კომპანიამ გაყიდა iOS პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი 400 მილიონზე მეტი აპარატი, მათ შორის, iPhone-ის და iPad-ის მოდელები და iPod Touch-ის ფლეიერები (Apple-მა ასევე გამოაცხადა iPod Touch-ისა და iPod-ის ნანოფლეირების განახლებების შესახებ და აღნიშნა, რომ მათი შეძენა მომვალ თვეში გახდება შესაძლებელი. ამ მოწყობილობებისთვის 700 000-ზე მეტი აპლიკაცია შეიქმნა.

„iPhone 5-ის ახალი კონსტრუქციული მახასიათებლები შთამბეჭდავია” -განაცხადა UberConference-ის გენერალურმა აღმასრულებელმა და თანადამფუძნებელმა კრეიგ ვოლკერმა – „ის უფრო სრულყოფილი, სწრაფი, მსუბუქი და თხელია…ყველაფერი აქვს, რასაც ველოდით. შესაძლოა ზოგმა თქვას, რომ iPhone 5-ის ბევრი ფუნქცია დახვეწას საჭიროებს, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ყველას გვიჩნდება სურვილი მისი მფლობელები გავხდეთ”.

გარდა iPad-ისა, კუკმა მოკლედ ისაუბრა Apple’s-ის პლანშეტზეც, რომელიც საუკეთესოდ იყიდება – თუმცა, მას არ უხსენებია შედარებით პატარა ეკრანიან ვერსიაზე, რომელსაც კომპანიის ექსპერტებმა მინი iPad-ი შეარქვეს. მისი პრეზენტაცია ოქტომბერშია დაგეგმილი. Apple-ი აკონტროლებს პლანშეტის მსოფლიო ბაზრის $68 პროცენტს, რაც, კუკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ შარშან, iPad-ის გამოწვევის მიზნით, ბევრმა კონკურენტმა შემოიტანა ახალი პლანშეტები. „არ ვიცი, სხვა ასეთი პლანშეტები რისი მაქნისია. მათი ადგილი ალბათ უფრო საწყობებში, მაღაზიის თაროებზე ან მაგიდის ქვედა უჯრაშია”.

 

Previous Post

მუსიკა მასებისთვის

Next Post

პატიმართა გაუპატიურების სკანდალი და „მორალზე დაფუძნებული“ საგარეო პოლიტიკის საშიშროება

მაგდა დოლიძე

Next Post
პატიმართა გაუპატიურების სკანდალი და „მორალზე დაფუძნებული“ საგარეო პოლიტიკის საშიშროება

პატიმართა გაუპატიურების სკანდალი და „მორალზე დაფუძნებული“ საგარეო პოლიტიკის საშიშროება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result