Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია Binance-ს და ჩანგპენგ ჟაოს უჩივის

by Davit Tsiramua
March 28, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Binance-ის  CEO მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების სიას შეუერთდა
0
SHARES
0
VIEWS

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია (CFTC) მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას, Binance-ს და მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონმდებლობის დარღვევასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის დაურეგისტრირებელი კრიპტოადერივატივებით ვაჭრობის განზრახ შეთავაზებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. როგორც მარეგულირებლის მიერ ილინოისის საოლქო სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ვიგებთ, საუბარია ბიტკოინში, ეთერში, ლაითკოინში, ტეზერსა და Binance USD-ში ვაჭრობაზე, რომლებსაც საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია საბირჟო საქონლად მოიხსენიებს.

მარტივად რომ ვთქვათ, აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას დაურეგისტრირებელ ვაჭრობაში ადანაშაულებს, რადგან მათი შეფასებით, კრიპტოვალუტები, რომელთა დერივატივებით ვაჭრობის საშუალება Binance-ის მომხმარებლებს ნამდვილად აქვთ, საბირჟო საქონელს წარმოადგენს, ასე რომ კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ამ პროდუქტებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, შესაბამისი სერვისის პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, მარეგულირებელი Binance-ს არაშესაფერის მმართველობაში და მომხმარებელთა ავთენტიფიკაციისა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით არასათანადო ბერკეტების ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს.

როგორც სამართლებრივი დოკუმენტიდან ირკვევა, მარეგულირებელი Binance-სა და მის თანამშრომლებს მათი ადგილმდებარეობის განზრახ დასამალად გარკვეული სქემების შექმნაშიც ადანაშაულებს. “პლატფორმის ადგილმდებარეობის, მფლობელობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურის დასამალავად Binance-ი განზრახ იყენებს კორპორაციული ერთეულების ერთგვარ ლაბირინთს”, – ვკითხულობთ სარჩელში. ამასთან, მარეგულირებელი კომისია აღნიშნავს, რომ ჩანგპენგ ჟაო ერთპიროვნული მმართველია, რომელიც არავის წინაშე აგებს პასუხს საკუთარი თავის გარდა.

სამართლებრივი სარჩელი მალევე განმარტა თავად მოსარჩელე მხარემ. როგორც CFTC-ის პრესრელიზში ვკითხულობთ, რომელიც არგუმენტად Binance-ის თანამშრომლების შიდა ჩატებისა და წერილების ამონაწერს იყენებს, კრიპტობირჟის თანამშრომლები განზრახ არიდებდნენ თავს აშშ-ის კანონმდებლობას, რისთვისაც ამერიკაში მყოფ მომხმარებლებს საკუთარი ჭეშმარიტი ადგილმდებარეობის, ანუ IP-მისამართის დასამალად სხვადასხვა ტექნოლოგიების, მათ შორის VPN-ის გამოყენებას ურჩევდნენ. როგორც მარეგულირებელი ირწმუნება, მომხმარებლების მიერ VPN-ის გამოყენება ერთგვარი ღია საიდუმლო იყო, რომლის შესახებ Binance-მა არათუ იცოდა, არამედ ახალისებდა კიდეც. CFTC-ის გადმოსახედიდან, ამერიკული კანონმდებლობისგან თავის ასარიდებლად, Binance-ი მნიშვნელოვან კორპორაციულ კლიენტებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და ნიდერლანდებში ფიქციური კომპანიების დარეგისტრირებაშიც ეხმარებოდა.

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიის შეფასებით, Binance-ის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ამერიკელი მომხმარებლების წილი კრიპტობირჟის სამომხმარებლო ბაზაში საკმაოდ დიდი იყო და 2020 წლის ივნისის მდგომარეობით 17.8%-ს შეადგენდა, რაც CFTC-ის აზრით, პრობლემის მასშტაბურობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ CFTC-ის მიერ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა თავად Binance-იც, მაგრამ კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიამ მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა პლატფორმაზე ამერიკელი მომხმარებლების რიცხვის კოლოსალურად შესამცირებლად და KYC-პროცედურების დასანერგად, რისთვისაც, კომპანიის იურიდიული შესაბამისობის, ე.წ. “ქომფლაიენსის” გუნდი ასიდან შვიდას ორმოცდაათ თანამშრომლამდე გაიზარდა.

ამასთან, Binance-ის პრესსპიკერი თავად სამართლებრივ სარჩელსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის მოულოდნელი და გულდასაწყვეტია, რადგან კომპანია უწყებასთან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის თქმით, ის მარეგულირებელთან მუშაობას კვლავ გააგრძელებს. ამასთან, მათი თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტებს და აშშ-ის მოქალაქეებს კრიპტობირჟაზე წვდომა შეუზღუდოს.

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიის მიერ Binance-ისა და ჩანგპენგ ჟაოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას უარყოფითად შეხვდა გლობალური კრიპტობირჟა. მედიაში გავრცელებიდან მალევე, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა და ამ მომენტამდე, გასულ 24 საათში, მისი ფასი კვლავ 3%-ითაა შემცირებული. ფასის კლება აისახა Binance-ის კრიპტოვალუტაზეც – BNB-ის ფასი, ბოლო 24 საათში, 5%-ითაა შემცირებული. ძირითადი კრიპტოვალუტების ფასის შემცირების პარალელურად, ცხადია, დაიკლო გლობალური კრიპტობაზრის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამაც – ამ მხრივ, გასულ 24 საათში, 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

Previous Post

Disney სამსახურიდან 7,000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Next Post

Alibaba-ს ჰოლდინგი 6 ნაწილად იშლება | ჯეკ მა ჩინეთში დაბრუნდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Alibaba-ს ჰოლდინგი 6 ნაწილად იშლება | ჯეკ მა ჩინეთში დაბრუნდა

Alibaba-ს ჰოლდინგი 6 ნაწილად იშლება | ჯეკ მა ჩინეთში დაბრუნდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result