Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

„არა – მეფეებს“ | აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

by Salo Papalashvili
October 20, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
„არა – მეფეებს“ | აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

Demonstrators march during a No Kings protest in San Francisco, Calif., on Oct. 18, 2025.

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასულ შაბათ-კვირას ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქი და მათი შემოგარენი საპროტესტო აქციების ახალმა ტალღამ მოიცვა. ივნისში ვაშინგტონის სამხედრო აღლუმის პარალელურად გამართული დემონსტრაციების მსგავსად, ამ უქმეებზეც აქციის მონაწილეები უცვლელი ლოზუნგით, „არა – მეფეებს“ შეიკრიბნენ და პრეზიდენტ ტრამპის „ავტორიტარული პოლიტიკა“ გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორებისა და ოფიციალური პირების მონაცემებით, შაბათ-კვირის დემონსტრაციათა საერთო რაოდენობამ – მცირე და დიდი მასშტაბის ღონისძიებების ჩათვლით – 2,700-ს გადააჭარბა. აშშ-ის ქალაქებში 7 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის 100,000-ზე მეტი – მხოლოდ ნიუ-იორკში. დემონსტრაციებმა ძირითადად მშვიდობიან რეჟიმში ჩაიარა. ნიუ-იორკისა და პორტლენდის პოლიციის განცხადებით, აქციები დაკავებების გარეშე დასრულდა.

„არა – მეფეების“ დემონსტრაციების ახალი ტალღა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკითაა გამოწვეული, რომელსაც, როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატები „ავტოკრატიისკენ“ მიჰყავს. ქუჩაში გამოსული აქციის მონაწილეები ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას, ფედერალური თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, უნივერსიტეტების ნაწილისთვის დაფინანსების შეწყვეტასა და რამდენიმე ქალაქში ეროვნული გვარდიის განთავსების ფაქტებს აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისა და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წევრმა დემონსტრაციები „ძალადობრივი მემარცხენე რადიკალების“ მართულად შეაფასა, თავად აქციების უკან მდგომი ორგანიზაცია, Indivisible Project-ი, ძალადობრივ ქმედებებს მაქსიმალურად გაემიჯნა. მათივე განცხადებით, ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური ძალადობის ფონზე, უსაფრთხოებისა და დეესკალაციის საკითხებში ათიათასობით ადამიანის გაწვრთნაც მოუხდათ.

აქციაში მონაწილე მომიტინგეების ნაწილს ყვითელი ფერის სამოსი ეცვა, როგორც ერთიანობის სიმბოლო და არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობაზე მინიშნება. „ყვითელი ფერი მკაფიო და უტყუარი შეხსენებაა იმისა, რომ მილიონობით ჩვენგანი ერთად ვდგავართ რწმენით, რომ ამერიკა ეკუთვნის თავის ხალხს და არა მეფეებს“, – ნათქვამია „No Kings“-ის ვებსაიტზე განთავსებულ ფლაერზე.

„ასე გამოიყურება ამერიკა“, „არა – შიშს, არა – სიძულვილს, ჩვენ ვიღებთ იმიგრანტებს“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით ხელში. ბევრსაც, მათ შორის ვაშინგტონში, ხელში ეჭირა პლაკატები, წარწერით: „არა – მეფეებს, არა – ტირანებს“. დემონსტრანტთა შორის იყო ვერმონტის შტატის სენატორი, ბერნი სანდერსი, რომელმაც გამოსვლისას ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი სიმდიდრე და გავლენა ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს კიდევ უფრო გაიზარდა. სანდერსმა გამოყო ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი „და სხვა მულტიმილიარდერები, რომლებიც ტრამპის ინაუგურაციის დროს მის უკან იდგნენ“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ღონისძიება „ანტიამერიკულად“ შეაფასეს რესპუბლიკელებმა. აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა კი დემონსტრაციებს „ამერიკის სიძულვილის აქცია“ უწოდა.

თავად ტრამპი დემონსტრაციებისას არა თეთრ სახლში, არამედ ფლორიდაში, თავის კურორტზე იმყოფებოდა. მან და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში მხოლოდ AI-ის მიერ გენერირებული მიმები გააზიარეს, რომლებზეც ტრამპი გვირგვინით იყო გამოსახული. ვიდეოზე, რომელიც ტრამპის Truth Social ანგარიშზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტი გამანადგურებელს, წარწერით, „მეფე ტრამპი“ მართავს, რომელიც ნიუ-იორკში მომიტინგეებზე, როგორც ჩანს, ნარჩენებს ყრის. ხოლო როდესაც აქციებთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესსპიკერ, აბიგაილ ჯექსონს შეკითხვა დაუსვეს, ის მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „ეს ვის ადარდებს?“

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად, „არა – მეფეებს“ აქციები მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა. მათ შორის ლონდონში, ბერლინში, მადრიდსა და რომში, სადაც შეკრებილმა დემონსტრანტებმა ამერიკელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. იმავე ლოზუნგით აქცია გაიმართა ტორონტოში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დემონსტრანტები სხვადასხვა ლოზუნგით, მათ შორის „ხელები შორს კანადისგან“ პოსტერებით გამოჩნდნენ და ამ სახით, თავიანთი ქვეყნის მიმართ ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტეს.

Previous Post

რომელი სამკაულები მოიპარეს ლუვრიდან ქურდებმა?

Next Post

ოქრო პირველი აქტივი გახდა, რომლის ღირებულებამაც $30 ტრილიონს გადააჭარბა

Salo Papalashvili

Next Post
ოქრო პირველი აქტივი გახდა, რომლის ღირებულებამაც $30 ტრილიონს გადააჭარბა

ოქრო პირველი აქტივი გახდა, რომლის ღირებულებამაც $30 ტრილიონს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result