Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

აქ სხვა გარემოა – MiMa განსხვავებული პროდუქტებით და კულტურით

by Davit Tsiramua
October 18, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
აქ სხვა გარემოა – MiMa განსხვავებული პროდუქტებით და კულტურით
0
SHARES
0
VIEWS

ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ და ლოიალურ მომხმარებელს. ამას მსოფლიო მასშტაბით არაერთი კომპანიის სტატისტიკაც მოწმობს. მაგალითად, Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულები, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ იმ ორგანიზაციაში, სადაც მუშაობენ, უფრო მეტად არიან მონდომებულები, მომხმარებელთან ურთიერთობა გააუმჯობესონ, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების 20%-იან ზრდას იწვევს. შესაბამისად, თანამედროვე, წარმატებულ და განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ყველა კომპანია აქტიურად დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ბედნიერი თანამშრომლები ჰყავდეს.

საქართველოში ეს ტრენდი ახლა იკიდებს ფეხს –  სულ რამდენიმე კომპანიაა, რომლებმაც ამ მიზანს მიაღწია – მათი თანამშრომლები სამსახურში დილით ხალისით მიემართებიან. მათ შორისაა კომპანია MiMa, რომელიც საქართველოში, გასართობ და ტექნოლოგიურ ბიზნესში ევროპელი ბიზნესმენების ინვესტიციით ზუსტად ერთი წლის წინ შემოვიდა. კოვიდპანდემიით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, MiMa სულ მალე მომხმარებელს ახალ გასართობ პროდუქტებს ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. „ვნახეთ, რომ პანდემიამ სამყარო სრულიად შეცვლა, გართობაც შეიცვალა  და მისი ფორმებიც. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო, ამ კუთხით მომხმარებლისთვის ინოვაცია შეგვეთავაზებინა, სწორედ ასე დაიბადა MiMa“, – აცხადებს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო კანდელაკი და დასძენს, რომ ინოვაციური იდეების განხორციელებას კრეატიული ადამიანები  სჭირდება. სწორედ ამ პრინციპით დაკომპლექტდა 200-კაციანი გუნდი, რომლის წევრებსაც  საერთო ღირებულებები და კორპორაციული კულტურა აერთიანებთ.

თავად კომპანიის მთავარი ღირებულება კი თანამშრომელია. კომპანიის მენეჯმენტის ამ მიდგომაზე მათ მიერ თანამშრომლების სასარგებლოდ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებაც მეტყველებს. MiMa-ში არ არის ბიუროკრატია, იერარქიები, ჩაკეტილი კაბინეტები. აქ ე.წ. ღია კარის პრინციპი მოქმედებს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს და ხელმძღვანელ პირებს საკუთარი იდეები, მოსაზრება გაუზიარონ. ეს მიდგომები მაღალი დონის კორპორაციულ კულტურას ქმნის.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია და რესურსი, შევცვალოთ საქართველოს რეალობაში არსებული ტიპური დამსაქმებლის სტანდარტი, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მაღალი ემოციური ბმა შევქმნათ, რაც თანამშრომელს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს და უქმნის მოტივაციას, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ინოვაციური იდეები წარმოაჩინოს“, – ამბობს კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინა ტაბიძე.

ალბათ მსგავს მიდგომებზე პირველ რიგში მსოფლიო ტექნოლოგიური კომპანიები – Google-ი, Facaebook-ი და Amazon-ი გაგვახსენდება, რომელთა ოფისებიც ყველა ადამიანის ინტერესს მორგებულია. წლებმა აჩვენა, რომ ფიზიკური გარემო მნიშვნელოვნად მოქმედებს დასაქმებულების მოტივაციაზე. კვლევებიც ადასტურებს, რომ მრავალფეროვანი და კეთილგანწყობილი  სამუშაო გარემო  კომპანიის პროდუქტიულობას 15%-ით ზრდის. სწორედ ამიტომაა, რომ, მაგალითად, Google-ის საოფისე კულტურა უშუალობით გამოირჩევა , არის ფერადი და კომფორტული. ფსიქოლოგების დაკვირვებით, ინოვაციური იდეები სწორედ მსგავს კომპანიებში იბადება. ამ მიდგომებს MiMa-ც იზიარებს, სადაც შექმნილია თითოეულ თანამშრომელზე მორგებული გარემო. აქ შეიძლება იხილოთ დასაქმებულები, რომლებიც შესვენებისას ჭადრაკს ან მაგიდის ფეხბურთს თამაშობენ, ან მუსიკას უსმენენ, რადგან თანამშრომლებისთვის ოფისში ბევრი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეა მოწყობილი.  „ჩვენ ვცდილობთ, გავხსნათ ჩვენი თანამშრომლები და მათ მინიმალური ჩარჩოები დავუწესოთ“, – აღნიშნავს თინა ტაბიძე და დასძენს, რომ როდესაც ახალი თანამშრომელი კომპანიას უერთდება, საკუთარი სამუშაო სივრცით დაწყებული, ყველაფერს სწორედ  თავისი სურვილებიდან გამომდინარე აწყობს, იქნება ეს მაგიდა, ოთახი, მცენარე თუ სხვა დეტალი.

თუმცა თანამშრომლებზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ გარემო და დამსხვრეული იერარქია არ არის საკმარისი. MiMa ამ კუთხით კიდევ რამდენიმე მიდგომას იზიარებს და ავითარებს: პირველ რიგში, თანამშრომელს მუდმივად აგრძნობინებს, რომ მას მხარს უჭერენ – იქნება ეს ოფისში თუ მის გარეთ. ამ კომპანიაში შინაური ცხოველით მოსვლაც კი შესაძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებისთვის მოწყობილ სათამაშო სივრცეზე, სადაც პანდემიის პერიოდში, როდესაც საბავშვო ბაღები ძირითადად დახურულია, ხშირად დაინახავთ რომელიმე თანამშრომლის მცირეწლოვან შვილს. სწორედ ასეთი თავისუფალი გარემო გახდა იმის საწინდარი, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა უარი თქვა სახლიდან მუშაობაზე და ოფისში დაბრუნება გადაწყვიტა. „პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენს თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა შევთავაზეთ, მიუხედავად იმისა, რომ ოფისში სრულად გვაქვს ყველა კოვიდრეგულაცია დაცული. მათ შეეძლოთ, ნებისმიერი ადგილიდან ემუშავათ, ზღვა იქნებოდა ეს, მთა, აგარაკი თუ თუნდაც კაფე. თუმცა ყველამ უარი თქვა და ოფისში დარჩა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ პროდუქტიულები, საიდან და დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კომპანიისთვის. შედეგია მთავარი“, – აღნიშნა MiMa-ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ამ ორგანიზაციაში თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, გარდა ამისა, MiMa მუდმივად ეძებს ტალანტებს და წვლილი შეაქვს მათ განვითარებაში. შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულია როგორც სფეროს გამოცდილი სპეციალისტები, ასევე დამწყები დეველოპერები, რომელთათვის სპეციალური სასწავლო კურსი Next Generation Training-იც კი შეიქმნა. ამ პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულები MiMa-ს გუნდის წევრები ხდებიან და ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალურ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება მიიღონ.

„ამ პროგრამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ეტაზე ორი ჯგუფი და 14 სტუდენტი გვყავს. სწავლება სამთვიანია, რა დროსაც პროგრამა „პითონს“ ვასწავლით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვყავს სტუდენტი გოგონებიც.  გვინდა, რომ ახალი თაობა გავზარდოთ, რომელსაც განსხვავებული და სწორი ღირებულებები ექნება“, – აცხადებს კომპანიის გენდირექტორი.

როგორც ჩანს, MiMa-ს 200-კაციანი გუნდი ერთად აყალიბებს კომპანიას, რომელიც საქართველოში  ინოვაციურია არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ კორპორაციული კულტურის კუთხითაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სექტემბრის ბოლოს თანამშრომლების 100% კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება აცრილი, რაც ამ გუნდის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ კომპანია უკვე ყოველმხრივ მზადაა, მომხმარებელს ექსკლუზიურად შექმნილი ინოვაციური პროდუქტები შესთავაზოს, რაც ციფრულ სამყაროში გართობის შესახებ ახალ სიტყვას იტყვის.

Tags: MiMa
Previous Post

ჩინეთი პეკინში ახალი საფონდო ბირჟის გახსნას გეგმავს

Next Post

There Is a Different Environment Here – MiMa with Different Products and Culture

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
აქ სხვა გარემოა – MiMa განსხვავებული პროდუქტებით და კულტურით

There Is a Different Environment Here - MiMa with Different Products and Culture

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result