Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა
0
SHARES
0
VIEWS

თიბისის აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე  Theneo გავიდა, მეორეზე – Strange Elo და მესამეზე  Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და კონკურსის სამი ტური გამოიარეს.

22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის 10-მა საუკეთესო ინოვაციურმა გუნდმა საჯაროდ წარადგინა თავისი იდეის მუშა პროტოტიპი დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე.  გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

Theneo-ს  მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში კი, კომპანიის C-level-ზე მყოფი, არატექნიკური განათლების მქონე პირებიც შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას.

Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. დღეს მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური ფუნქციონალის წყალობით Strange Elo ამას 30 წამში ან ნაკლებში დროში მოახერხებს.

Exponent Group ქმნის პლატფორმას, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები თუ მიმები და ადამიანი შეძლებს  საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლატფორმებზე. სტარტაპის  ბიზნეს მოდელი სრულად დაფუძნებულია Sponsored Content-ზე,  Instagram, Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის.

სამივე გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაციების კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პლატფორმა დაეხმარებათ ინვესტორებისა და მომხმარებლების დაინტერესებაში.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი – 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად იმართება. კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

Previous Post

ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყანა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმებს ეწინააღმდეგება

Next Post

„იმპექსის“ ზრდის რეცეპტი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
„იმპექსის“ ზრდის რეცეპტი

„იმპექსის“ ზრდის რეცეპტი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result