Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ანგოლა OPEC-დან გადის | რა შეიცვლება ნავთობის გლობალურ ბაზარზე?

by დავით ბერაძე
December 22, 2023
in ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ანგოლა OPEC-დან გადის | რა შეიცვლება ნავთობის გლობალურ ბაზარზე?
0
SHARES
0
VIEWS

ანგოლის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებით, ქვეყანა ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციას, OPEC-ს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნავთობის საერთაშორისო ფიუჩერსების ფასი ბაზარზე დაახლოებით 2%-ით დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ OPEC-ი და OPEC+ ნედლის ნავთობის ფასების სტაბილიზაციას მხარს წარმოების შემცირებით უჭერენ, ორგანიზაციაში განხეთქილების საშიშროებამ ნავთობის გლობალურ ბაზარზე უარყოფითი გავლენა იქონია.

საინტერესოა, რომ ანგოლა არ გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, რომელმაც OPEC-ის დატოვება მოისურვა. OPEC-ის დატოვების გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს ეკვადორმა, ინდონეზიამ და კატარმა მიიღეს. ეკვადორი ორგანიზაციას 1973 წელს შეუერთდა, 1992 წელს კი მისი დატოვება გადაწყვიტა. 2007 წელს კვლავ შეუერთდა, თუმცა 2020 წელს საბოლოოდ დატოვა ის. კატარმა ორგანიზაცია 2019 წელს დატოვა, ინდონეზიამ კი – 2016 წელს. თუმცა ანგოლის გადაწყვეტილება მაინც აჩენს გარკვეულ კითხვებს.

ანგოლა OPEC-ს 2007 წელს შეუერთდა და ქვეყანა ყოველდღიურად 1.1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ნოემბერში ორგანიზაციის უკანასკნელ შეხვედრაზე ანგოლა OPEC-ის გადაწყვეტილებას წარმოების კვოტის შემცირებაზე აქტიურად აპროტესტებდა. მეტიც, ქვეყანას წარმოების გაზრდა დღეში 1.8 მილიონ ბარელამდე სურდა. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ 2023 წლის მარტში ქვეყანა 20 წლის განმავლობაში წარმოების ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

ადგილობრივი მედიასააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანგოლის მინერალური რესურსების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მინისტრმა განაცხადა, რომ ანგოლა ორგანიზაციაში ყოფნით ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, ამიტომ საკუთარი ინტერესების დასაცავად მისი დატოვება გადაწყვიტა.

„როდესაც იმყოფები ორგანიზაციაში და ჩვენი კონტრიბუცია, ჩვენი იდეები არანაირ გავლენას არ ახდენს, საუკეთესო გადაწყვეტილება – მისი დატოვებაა“, – განაცხადა მან.

თუმცა მთავარი კითხვა მაინც უცვლელი რჩება – რა გავლენას იქონიებს ანგოლის მიერ OPEC-დან გასვლა ნედლი ნავთობის გლობალურ ბაზარზე? საწყის ეტაპზე, გადაწყვეტილება სასიამოვნო სიახლე შესაძლოა აღმოჩნდეს ბაზრის ლიდერებისათვის. გარდა ამისა, OPEC+ -ში არსებულმა უთანხმოებამ შესაძლოა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების სურვილსაც შეუქმნას საფრთხე. სანაცვლოდ, ნავთობის ფასების მკვეთრად შემცირებაც ნაკლებად სავარაუდოა. OPEC-ისა და OPEC+-ის ლიდერები, საუდის არაბეთი და რუსეთი კვლავ ორგანიზაციაში რჩებიან და ანგოლის წასვლით დატოვებულ სიცარიელეს მარტივად შეავსებენ.

ნავთობის ფასი ამჟამად ფართო მოთხოვნის დინამიკით შექმნილ დიაპაზონში მერყეობს. OPEC+-ის მიერ წარმოების კვოტის შემცირებამ კი გავლენა მხოლოდ შეზღუდული ხარისხითა და შეზღუდული დროით შეიძლება იქონიოს და ის ვერ იქნება გრძელვადიანი.

უფრო ზოგადად, ორგანიზაციიდან ანგოლის გასვლა გლობალურ ბაზარზე OPEC-ის წილს და, შესაბამისად, გავლენას ამცირებს. ორგანიზაციაში 13 წევრი სახელმწიფო რჩება, რომლებიც დღეში 27 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებენ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ნავთობის მოპოვება დღეში საშუალოდ 101.7 მილიონ ბარელს შეადგენდა. შესაბამისად, გამოდის, რომ OPEC-ის წილი გლობალურ ბაზარზე 26.5%-მდე შემცირდება, რაც თავად ორგანიზაციის სიმტკიცეზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ზუსტი პროგნოზის გაკეთება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად OPEC-ი ან როგორ აისახება ანგოლის გასვლა სხვა ორგანიზაციებზე, ამ ეტაპზე რთულია. ანგოლის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში OPEC-ში 12 წევრი სახელმწიფო: ალჟირი, კონგო, გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა რჩებიან.

Previous Post

ომის დაწყებიდან ავიაციის სექტორის დასახმარებლად რუსეთმა $12 მილიარდი გამოყო

Next Post

ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ EIB-სგან 70 მილიონი ევრო მოიზიდა

დავით ბერაძე

Next Post
ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ EIB-სგან 70 მილიონი ევრო მოიზიდა

ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ EIB-სგან 70 მილიონი ევრო მოიზიდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result