Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Angel Academy – აქსელის აკადემია მომავალი ინვესტორებისთვის

by იზა გვარამაძე
August 6, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Angel Academy – აქსელის აკადემია მომავალი ინვესტორებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

აქსელის აკადემია განკუთვნილია წარმატებული, გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობაც ბიზნეს სამყაროს უკავშირდება, აქვთ საკმარისი ცოდნა და კაპიტალი, რისი დაბანდებაც ტექნოლოგიურ სტარტაპებში სურთ. 

აქსელი – საქართველოში პირველ და ანგელოზი ინვესტორების ყველაზე დიდ ბიზნეს კლუბს წარმოადგენს,  რომელიც, დღევანდელი მონაცემებით, აერთიანებს 100-მდე წევრ ინვესტორს, 30 დახურულ გარიგებასა და აქსელის გავლით ჯამურად ინვესტირებულ $1,3 მილიონზე მეტს. აქსელის მისია “ჭკვიანი ფულის” ინვესტიციების ფასილიტაციაა. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, აქსელის წევრი ანგელოზი ინვესტორები, ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები, სტარტაპების დამფუძნებლები და ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი წევრები, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად გაუზიარებენ დამწყებ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

აკადემიის მიზანია, კურსის დამსწრეებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მისცეს, რაც საწყისი ნაბიჯების თავდაჯერებულად გადადგმაში დაეხმარებათ. კურსის ფარგლებში შეისწავლით: 

  • როგორ აფასებენ გამოცდილი ინვესტორები გუნდებს, იდეებს, ბაზარს, ფინანსებს, რა კრიტერიუმები აქვთ და რა მნიშვნელოვან დეტალებს აქცევენ ყურადღებას, ასევე, როგორ აიდენტიფიცირებენ და მართავენ რისკებს; 
  • როგორ შეგიძლიათ თქვენი პორტფელის დივერსიფიცირება;
  • რა მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაითვალისწინოთ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას და რა აუცილებელი კითხვები უნდა დაუსვათ სტარტაპებს;
  • რა რისკები ახლავს ადრეულ ეტაპზე ინვესტირებას და როგორ შეგიძლიათ მათი ანალიზი;
  • საინვესტიციო დოკუმენტაციის სახეები, თითოეული მათგანის ანალიზი და უპირატესობები (SAFE, KISS, Convertible Notes და სხვა);
  • საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიოს სტარტაპ ეკოსისტემები, მათი შედარება და საქართველოს პოტენციალი;
  • სტარტაპის წარმატებისა და წარუმატებლობის შემთხვევები;
  • რაც ყველაზე მთავარია, კურსის ბოლოს, მოისმენთ სტარტაპის ფიჩს და “დუ დილიჯენსის” პროცესში ჩაერთვებით, განახორციელებთ თქვენს პირველ ინვესტიციას აქსელის წევრებთან ერთად და მიიღებთ სრულ სიანვესტიციო გამოცდილებას.

გაეცანით დეტალურ სილაბუსს ბმულზე

რატომ ახლა?

ბოლო ათწლეულებში, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ანგელოზი ინვესტირება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითისთვის, აშშ-ში, დაახლოებით, 63 000 აქტიური ანგელოზი ინვესტორია, რომლებიც სტარტაპებში ყოველწლიურად $25 მილიარდზე მეტ ინვესტიციას ახორციელებენ. ევროპაში კი 422 000 აქტიური ანგელოზი ინვესტორია, რომლებიც წელიწადში, დაახლოებით, €17.4 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებენ და 55 000-მდე გარიგებას დებენ.  

ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ადრეული ეტაპის ინვესტიციების მიმართ ინტერესი საქართველოშიც სწრაფად იზრდება, აქსელის აკადემია კი ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურ ცოდნასა და საჭირო გამოცდილებას მისცემს.

“აქსელი უკვე 4 წლისაა. ამ პერიოდში ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან სწრაფად იზრდებოდა და კვლავ აგრძელებს განვითარებას. გვყავს ტექნოლოგიური სტარტაპები, რომელთაც გლობალური ამბიციები და პერსპექტივები აქვს. ჩვენი წევრი ინვესტორები მათი წარმატების აქტიური თანამონაწილენი არიან და ზოგადად, ამ სფეროს მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი მიზანი კი დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და კონტაქტების აქტიურად გაზიარებაა”, – ამბობს ირო ცაგარეიშვილი, აქსელის დირექტორი.

და ზოგადად, რას ნიშნავს, იყო ანგელოზი ინვესტორი?

ტრადიციული ბიზნეს საქმიანობისგან განსხვავებით, სტარტაპი არის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომლის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ანგელოზ ინვესტორებს.

ოფიციალური განმარტებით, ანგელოზი ინვესტორი (Angel Investor) არის ინვესტორი, რომელიც ახლადდაფუძნებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში, ე.წ. სტარტაპში მცირე წილის სანაცვლოდ დებს ფულს. მათი გადაწყვეტელება მაღალსარისკოა, თუმცა წარმატების მიღწევის შემთხვევაში, exit-ის (ინვესტიციის შედეგად მიღებული წილის გაყიდვის) შედეგად ძალიან დიდი მოგების ნახვა შეუძლიათ.

აქსელს გუნდს ამ ტერმინის კიდევ უფრო მარტივი და სახალისო განმარტებაც აქვს, რომლის მიხედვითაც: 

ანგელოზი ინვესტორი – იგივე “ენჯელი” არის ადამიანი, რომელსაც მთლად ფრთები არ აქვს, მაგრამ პროგრესული, ძალიან საინტერესო ადამიანია; დააგროვა გარკვეული მიმართულებით გამოცდილება და კაპიტალი; თავის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგები და საინტერესო კონტაქტები აქვს; მხარს უჭერს ახალ იდეებს და ნათელი გონების მქონე გუნდებს; სიამოვნებს ახალი, საინტერესო ხალხის გაცნობა; შეუძლია უცხო ადამიანებთან ერთად სიცილი და კარგად დროის გატარება. 

აქსელის წევრ ანგელოზ ინვესტორებს სხვადასხვა ინდუსტრიებში აქვთ დაგროვილი გამოცდილება, მათ შორისაა: საფინანსო და საბანკო საქმე, დეველოპმენტი და უძრავი ქონება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, სასოფლო-სამეურნეო სექტორი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, მარკეტინგი, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება და სხვა. 

აქსელის გავლით სინდიცირებული ინვესტიციები კეთდება, რაც გულისხმობს, რომ წევრები ერთად ახორციელებენ ინვესტიციებს მათთვის საინტერესო კონკრეტულ სტარტაპებში (შეიძლება გარიგებაში მონაწილეობა მიიღოს 10-მა, 20-მა ან მეტმა ინვესტორმა და ასე მიაღწიონ სტარტაპის მიერ მოთხოვნილ ჯამურ თანხას). ეს კი, პროცესს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესოსა და ნაკლებად სარისკოს ხდის, სტარტაპებისთვის კი მეტად ღირებულსა და გამოსადეგს.


აკადემია სხვადასხვა ფორმატის კურსებს გთავაზობთ, მათ შორის: ფიზიკურ, ონლაინ, ინტენსიურ და მოკლე კურსებს. 

კურსებს ქართველი, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნების ანგელოზი ინვესტორები გაუძღვებიან, მათ შორის შეხვდებით გიორგი სიმონგულაშვილს – EBAN (European Business Angel Network)-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, აქსელის დირექტორთა საბჭოს წევრს, GEC – Business Growth Services-ის პარტნიორსა და ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ანგელოზ ინვესტორს საქართველოში.

“უკვე რამდენიმე წელია, რაც აქსელის გავლით გლობალური პოტენციალის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში ვახორციელებ ინვესტირებებს. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინების შექმნა და საინვესტიციო გადაწყვეტილების გააზრებულად მიიღება. გარდა ამისა, სტარტაპის განვითარების პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანგელოზი ინვესტორის ჩართულობას. აქსელის წევრები ჩვენს პორტფოლიო სტარტაპებს ხშირად ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებასა და კონტაქტებს. გარდა ამისა, აქსელის გუნდი ზრუნავს, ინვესტორებს სწორი მოლოდინები შეუქმნას და ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყაროს ინვესტორსა და სტარტაპს შორის. 

აქსელის აკადემია კარგი შესაძლებლობაა დამწყები ინვესტორებისთვის, ინვესტიციების განხორციელებამდე, ყველა საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება მიიღონ. სტრუქტურიზებული და გამართული პროგრამა დაეხამრებათ, სწრაფად აუღონ ალღო სფეროს და აქტიურად ჩაერთონ საინვესტიციო სინდიკატებში – წარმატებულ, სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილებების მქონე ადამიანებთან ერთად”, – ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი.

კურსებზე წინასწარი რეგისტრაცია დაწყებულია. დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ბმულს: https://axelnetwork.org/angel_academy

რეგისტრაციის შემდეგ, აქსელის გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.

Previous Post

ბიზნესნაკრები M საკომისიოს გარეშე – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

Next Post

ტრამპი შესაძლოა პუტინს მომდევნო კვირის დასაწყისში შეხვდეს – თეთრი სახლის მაღალჩინოსანი

იზა გვარამაძე

Next Post
ტრამპი შესაძლოა პუტინს მომდევნო კვირის დასაწყისში შეხვდეს – თეთრი სახლის მაღალჩინოსანი

ტრამპი შესაძლოა პუტინს მომდევნო კვირის დასაწყისში შეხვდეს - თეთრი სახლის მაღალჩინოსანი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result