Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენები: ვინ ფლობს ტერმინალებს ფოთის პორტში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენები: ვინ ფლობს ტერმინალებს ფოთის პორტში
0
SHARES
0
VIEWS

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას აქვეყნებს.

29 მაისს მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-მა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ,  სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. მეორე დღეს, 30 მაისს, ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობების დოკუმენტი გააუქმა და მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საკითხი მასთან ან სხვა მთავრობის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

TI-ში განმარტავენ, რომ იმ დროს, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტში ამ ეტაპზე ყველზე საკვანძო საკითხი გარანტირებული ტვირთბრუნვაა, ბუნებრივია, მეორე პორტის მშენებლობა აღნიშნულ საკითხს ართულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენება შეჩერდა, საკითხი არ დახურულა და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ იმედოვნებს, რომ ახალი ტერმინალის მშენებლობას შეძლებენ”.

„სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი ჰოლანდიური კომპანია – „ეიპიემ ტერმინალს ფოთია“, რომელმაც ფოთის პორტი 2011 წელს შეიძინა.

„2018 წლის 12 იანვარს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაში. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე განიხილება.

„ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმში“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები არიან გაერთიანებული. საქართველოს მხრიდან თამაზ ჩხიკვიშვილია ჩართული, რომელიც 2005 წლიდან დღემდე ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-5 ტერმინალის გრძელვადიანი იჯარის მფლობელი ფირმის პარტნიორია.

მიმდინარე წლის 7 ივნისს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განაცხადა: „არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება. ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს“. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ „ეიპიემ ტერმინალსმა“ რამდენიმე წლის წინ სწორად ვერ გათვალა ტვირთბრუნვის პერსპექტივა.

2017-2018 წლებში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების წონა (ტონებში) 14%-ით შემცირდა, თუმცა, ამავე პერიოდში, გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა (TEU[1) 38%-ით გაიზარდა და 454 ათას TEU-ს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 2018 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით კონტეინერების რაოდენობა 37%-ით არის გაზრდილი. 10%-ით არის გაზრდილი წონაში გამოხატული გადამუშავებული ტვირთის მოცულობა.

ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების ტერმინალებს კომპანია „პეტროკასი” ფლობს, რომლის 49%-ის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტია”. „როსნეფტი” ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზეც საქმიანობს, რითაც იგი, სავარაუდოდ, არღვევს საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.

ფოთის პორტში 8 ნავმისადგომს და ტერმინალს „პეის ჯგუფი“ ფლობს. „პეის ჯგუფში“ 9 კომპანია ერთიანდება, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას წევენ. „პეის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა – ირაკლი კერვალიშვილმა ყურადღება გასულ წელს მიიქცია, როდესაც ყოფილი გენერალური პროკურორიდან – ოთარ ფარცხალაძესგან 2 მილიონ ლარად  შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი შეიძინა. ირაკლი კერვალიშვილი (ფლობს შპს „პეის ჯორჯიას“ 38%-ს) და ასევე „პეის ჯგუფის“ კომპანიების სხვა პარტნიორები პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. 2017 წელს ირაკლი კერვალიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 ათასი ლარი. „პეის ჯორჯიას“ 38%-ის მფლობელმა ლაურა ლარიონიმ ასევე 60-60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს 2017-2018 წლებში. ანალოგიური შემოწირულობა განახორციელა კერვალიშვილის კიდევ ერთმა პარტნიორმა – ირაკლი თათეიშვილმა („პეის ჯორჯიას“ 10%). თეიმურაზ კერვალიშვილმა („პეის ჯორჯიას“ 10%) 60 და 50 ათასი ლარი შესწირა. თამაზ კაპანაძემ („პეის ჯორჯიას“ 4%) 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას’ 2017 წელს. შპს „პეის ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიის შპს „ტრანსფორდის“ დირექტორმა აპოლონ ბჟალავამ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 20 ათასი ლარი. შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორმა დავით ნადირაშვილმა 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 10 ათასი ლარი შესწირა.

მთლიანობაში, კომპანიის ყველა მეწილემ 2017-2018 წლებში სახელისუფლებო პარტიას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 620 ათასი ლარი შესწირეს.

ფოთის პორტში წარმოდგენილია ჩინური კომპანიის ინტერესებიც. 2017 წელს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია CEFC China Energy გახდა. ინდუსტრიული ზონის მუშაობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ფოთის პორტის ტვირთბრუნვაზე. 2014-2016 წლებში CEFC სწრაფად მზარდი კომპანია იყო, რომლის ბრუნვამ 2016 წელს 40 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, 2017 წელს CEFC-ის ერთ ერთი ხელმძღვანელი პირი პატრიკ ჰო ნიუ იორკში დააპატიმრეს. მას ბრალად ჩინური კომპანიის სასარგებლოდ აფრიკის ქვეყნების თანამდებობის პირების მოქრთამვა წაუყენეს. ასევე, CEFC-ის იარაღით ვაჭრობასა და ირანის სანქციებისთვის თავის არიდებას ედავებიან. ძებნაშია კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი იუ ჟიანმინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული და პრემიერ მინისტრს შეხვდა.

მაშინ როდესაც, CEFC უკვე იყო გახვეული საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. მიმდინარე წლის 5 მარტს კი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე.

CEFC-ის საქართველოში შემოსვლის მოლაპარაკებებში ჩართული იყო ქართველი ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილი 2016 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნებული „საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრის’ აღმასრულებელი დირექტორია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრმა ერთობლივი ინიციატივით დაარსეს „საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია’, რომლის საპატიო პრეზიდენტად 2016 წლის 18 ოქტომბერს CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიანჯუნ ზანგი აირჩიეს – ვკითხულობთ არასამთავრობოს მიმოხილვაში.

Previous Post

Gürcistandan geçerek Azerbaycan doğalgazı AB sınırına ulaştı

Next Post

Shilda Winery: Energy Efficient Winery in Georgia

მაგდა დოლიძე

Next Post
Shilda Winery: Energy Efficient Winery in Georgia

Shilda Winery: Energy Efficient Winery in Georgia

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

National Casino: Quick‑Play Thrills für den modernen Gamer

June 16, 2026

Знакомство с Kraken: современный маркетплейс нового поколения

June 16, 2026

Экспертный взгляд на kraken darknet market: безопасность и функционал

June 16, 2026

Бесперебойный доступ к Kraken маркетплейсу: проверенные способы

June 16, 2026

Recent News

National Casino: Quick‑Play Thrills für den modernen Gamer

June 16, 2026

Знакомство с Kraken: современный маркетплейс нового поколения

June 16, 2026

Экспертный взгляд на kraken darknet market: безопасность и функционал

June 16, 2026

Бесперебойный доступ к Kraken маркетплейсу: проверенные способы

June 16, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result