Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური: შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in საქართველო
0
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური: შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები
0
SHARES
0
VIEWS

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს. “გადასახადის გადამხდელთა კავშირთან” შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს. 

“ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა.  ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და “ანაკლია სითის” დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები:

  • “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი – მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.
  • მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა. გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
  • დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია “ანაკლია სითი” ხელმძღვანელობს. “ანაკლია სითიმ”, რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან; დაიწყო კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან; ჩაატარა  ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ “ანაკლია სითის” ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.
  • წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.
  • მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.
  • მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  • საინვესტიციო ტერიტორიების ნაწილი უკვე გადასცა “„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“.
  • მომზადდა ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დროსაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად; სხვადასხვა დროს გამართა საჯარო შეხვედრები ზუგდიდსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან; ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩატარდა ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები.  
Previous Post

J.P. Morgan და Deutsche Bank ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით დაინტერესდნენ

Next Post

Anaklia Deep Sea Port: Projects Implemented And Future Plans

მაგდა დოლიძე

Next Post
Anaklia Deep Sea Port: Projects Implemented And Future Plans

Anaklia Deep Sea Port: Projects Implemented And Future Plans

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result