Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ამიერკავკასიის ახალი რეალობა ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ

by Davit Tsiramua
დეკემბერი 22, 2023
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ამიერკავკასიის ახალი რეალობა ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ
0
SHARES
0
VIEWS

19-20 სექტემბრის აზერბაიჯანული სამხედრო კამპანიის შედეგად, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ – იმავე „არცახის რესპუბლიკამ“ არსებობა დაასრულა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევა. ამ დრომდე, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონი სომხეთისა და მისი მთავარი მოკავშირის – რუსეთის დახმარებით არსებობდა.

13 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკის კონგრესში გამოთქვა მოსაზრება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, მომავალში აზერბაიჯანის არმია სომხეთის სიუნიქის პროვინციაში შეიჭრას, იმისათვის, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე სატრანსპორტო კორიდორი გაჭრას.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დანარჩენი ტერიტორიისგან სომხეთი ყოფს. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ ბაქომ განაახლა საუბარი იმის შესახებ, რასაც აზერბაიჯანში „ზანგეზურის კორიდორს“ უწოდებენ. ამ გეგმის მიხედვით, ნახიჩევანი დანარჩენ აზერბაიჯანს ისე უნდა დაუკავშირდეს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე სომხეთს მინიმალური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს.

თუმცა ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანმა და ირანმა ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყეს და ისე ჩანს, რომ „ზანგეზურის კორიდორის“ იდეა უკვე ახალმა წამოწყებამ ჩაანაცვლა, რომლის მიხედვითაც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა დანარჩენ აზერბაიჯანს ირანის გავლით დაუკავშირდება. ამ შემთხვევაში, ახალი ომის საფრთხე მცირდება. თუმცა ამავე დროს სომხეთი, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად, თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

ზემოაღწერილი მოვლენების ფონზე, სომხეთს გაუჭირდება თავის მთავარ პარტნიორთან – რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნება. აქამდე ამ ორი ქვეყნის ასიმეტრიული მოკავშირეობა დიდწილად რუსეთის მიერ აზერბაიჯანში სომხური სეპარატიზმის მხარდაჭერით და სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობებით იყო განპირობებული. პირველი ფაქტორი თანდათანობით დავიწყებას მიეცემა, ამიერკავკასიაში კი ნელ-ნელა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დგება.

იმაზე, რომ ერევანსა და რუსეთს შორის დაძაბულობა რეალურია და არა გამოგონილი, უამრავი ფაქტი მეტყველებს. შეგვიძლია, რამდენიმე მათგანი ჩამოვთვალოთ: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელების რანგში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ყარაბაღში თავიანთი მისია ვერ შეასრულეს; მისი თქმით, სომხეთი ვერ იღებს სარგებელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო-ს მსგავსი კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია, რომლის სათავეშიც რუსეთი დგას) მონაწილეობით; 8 ნოემბერს სომხეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ-ის) უსაფრთხოების საბჭოების ხელმძღვანელების შეხვედრა გამოტოვა; 23 ნოემბერს ფაშინიანი არ დაესწრო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს მინსკში და ა.შ.

რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, სომხეთი ამყარებს ახალ კავშირებს დასავ­ლეთთან. 23 ოქტომბერს საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ ის ერევანს იარაღს მიაწოდებს, რათა ამ უკანასკნელმა საკუთარი ტერიტორია დაიცვას. მანამდე, 11-20 სექტემბერს, აშშ-მა და სომხეთმა სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივი სამშვიდობო სამხედრო წვრთნები გამართეს.

ამ ყველაფერის ფონზე, არსებობს, სულ ცოტა, სამი მიზეზი, რატომაც სომხეთს რუსეთთან ძველებური ურთიერთობა გაუჭირდება. პირველ რიგში, როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, უკრაინის ომში ჩაფლულ რუსეთს უფრო და უფრო ნაკლებად შესწევს იმის ძალა, რომ მოკავშირეები დაიცვას. რუსეთს გაუჭირდება, სრულმასშტაბიანი ომი აწარმოოს აზერბაიჯანთან, რომელიც თურქეთის მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთანავე, კრემლის რეჟიმისთვის პროდასავლურად განწყობილი, მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოსული ლიდერი, ფაშინიანი, ბევრად უფრო დიდი (სიმბოლური ხასიათის) საფრთხეა, ვიდრე გაძლიერებული აზერბაიჯანი. მესამე – აზერბაიჯანი ავტორიტარული ქვეყანაა, რომელიც დასავლეთთან ღიად არის დაპირისპირებული და ამის გამო ის რუსეთისთვის ბუნებრივ მოკავშირეს წარმოადგენს.

ალბათ, მათ შორის, ზემოთქმული მიზეზებითაც აიხსნება ის, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა იმაზე, რომ 19-20 სექტემბრის შეტევის დროს აზერბაიჯანელებმა რუსული საპატრულო სამხედრო მანქანა დაბომბეს და შიგ მსხდომი რუსი ჯარისკაცები დახოცეს. 21 სექტემბერს კრემლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში მოკლული რუსი სამხედროების გამო „ბოდიში მოიხადა“. ეს ინციდენტი ამით ამოიწურა – ამაზე რუს მაღალჩინოსნებს ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ.

23 ოქტომბერს, რუსული სამთავრობო პრესსააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თეირანში შემდეგი განცხადება გააკეთა: „კონფლიქტი, საბოლოო ჯამში, დასრულებულია. ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და მთავარი გადასაჭრელი საკითხი სწორედ ეს იყო“. ის ფაქტი, რომ მშვიდობისმყოფელების რანგში მყოფმა რუსმა სამხედროებმა დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულეს, ამ შემთხვევაში, ლავროვს განგებ გამორჩა მხედველობიდან.

მართალია, სომხეთს რუსეთთან ძველებური ურთიერთობის გაგრძელება აღარც სურს და ვეღარც გამოუვა, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მისთვის დასავლეთთან პარტნიორობაც ჯერჯერობით არარეალისტურად გამოიყურება. ფაქტია, რომ ნატო-ში სომხეთის გაწევრიანებას თურქეთი არ დაუშვებს, ევროკავშირი კი ზედმეტად არის დაკავებული უკრაინის და ასევე მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების პრობლემებით იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ერევნისთვის გზის გახსნა შეძლოს.

აქედან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის გაჭედილი სომხეთი ამიერკავკავსიაში გააძლიერებს ისტორიული ჰეგემონების – თურქეთისა და ირანის გავლენას. ახალი მოცემულობის გათვალისწინებთ, აზერბაიჯანი გააგრძელებს სამივე რეგიონულ აქტორთან – თურქეთთან (თავის მთავარ მოკავშირესთან), ირანთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ის ასევე შეეცდება, გაზარდოს ენერგომიწოდება ევროკავშირისთვის – ევრაზიის ალბათ ყველაზე ძლევამოსილი ეკონომიკური ბლოკისთვის (მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით).

სომხეთი, თავის მხრივ, იძულებული იქნება, შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე, გამოასწოროს ურთიერთობები თურქეთთან, აღადგინოს ძველი მეგობრობა ირანთან და თანდათანობით დაუახლოვდეს ევროკავშირს (პირველ რიგში, საფრანგეთთან ურთიერთობების გაღრმავებით). სომხეთის კრემლზე დამოკიდებულება იმის პროპორციულად შემცირდება ან გაიზრდება, რამდენადაც დასუსტდება ან გაძლიერდება უკრაინაში იმპერიალისტურ ომში ჩაბმული რუსეთი.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რეალისტურ გამოსავლად ის მოჩანს, რომ გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ამიერკავკასიის რეგიონის სამივე მეგობარ ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან თანამშრომლობა. იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივები მცირეა, საქართველოს მიზანი ამ ქვეყნებში ჩვენი მთავარი, ეგზისტენციალური მტრის – რუსეთის გავლენის შემცირება უნდა იყოს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამიერკავკასიის რეგიონის სამივე აქტორისთვის საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აზერბაიჯანისთვის ეს არის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც შეუძლია საკუთარი (და გრძელვადიან პერსპექტივაში, ცენტრალური აზიის) ბუნებრივი რესურსები ევროპას მიაწოდოს; თურქეთისთვის საქართველო ერთგვარი ბუფერული ზონაა მასსა და რუსეთს შორის და ასევე, აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო გზა; სომხეთისთვის კი საქართველო არის ერთადერთი სატრანსპორტო დერეფანი და ფანჯარა ევროპაში.

იმისთვის, რომ რეგიონის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში სწორად ნავიგაცია შევძლოთ, პირველ რიგში, არ უნდა მოვერიდოთ დღევანდელთან შედარებით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას. პასიურობით მხოლოდ რუსეთის გავლენის გაზრდასა და რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის დასუსტებას შევუწყობთ ხელს.

Previous Post

ვერცხლის იმპერია: ჩინეთი და გარე სამყარო

Next Post

Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება შემცირდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება შემცირდა

Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Детальный разбор кракен зеркала: как получить доступ в 2026 году

ივლისი 30, 2026

Пошаговое руководство по кракен маркет

ივლისი 29, 2026

Инновационное решение: кракен сайт

ივლისი 29, 2026

Скрытые возможности кракен официальный сайт: полное руководство

ივლისი 29, 2026

Recent News

Детальный разбор кракен зеркала: как получить доступ в 2026 году

ივლისი 30, 2026

Пошаговое руководство по кракен маркет

ივლისი 29, 2026

Инновационное решение: кракен сайт

ივლისი 29, 2026

Скрытые возможности кракен официальный сайт: полное руководство

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result