Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ამერიკის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO

by იზა გვარამაძე
May 14, 2025
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ამერიკის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკელ CEO-ებზე დაფიქრებისას ალბათ დიდ ნაწილს ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები – მაგალითად, ტიმ კუკი (Apple) ან მარკ ცუკერბერგი (Meta) ახსენდება – თუმცა ნაკლებს თუ სმენია აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორზე. 2024 წელს ეს სტატუსი პენსილვანიაში დაფუძნებული კომპანიის, Coherent-ის CEO-ს, ჯეიმს (ჯიმ) ანდერსონს ერგო.

Coherent-ი ქსელური და ლაზერული სისტემებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს აწარმოებს. Equilar-ის კვლევის მიხედვით კი, მისმა ხელმძღვანელმა ანდერსონმა გასულ წელს ჯამში 101,497,009 აშშ დოლარი გამოიმუშავა – ის არის ერთადერთი 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორს შორის, რომლის ჰონორარიც ცხრანიშნა ნიშნულს გადასცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიმ ანდერსონს 1.06 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბაზისო ხელფასი აქვს, მან კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მუშაობა 2024 წლის ივნისში დაიწყო, ამიტომ ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 81,538 აშშ დოლარი მიიღო. თუმცა საბაზისო ხელფასს კონტრაქტზე ხელმოწერისთვის 500,000 დოლარის ოდენობის ბონუსი დაემატა. ეს ანდერსონის საერთო ანაზღაურების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, რადგან Coherent-ის 2024 წლის დოკუმენტების თანახმად, მას აქციების სახით 100,000,000 დოლარზე მეტი გადაეცა.

52 წლის ანდერსონმა ბევრ ცნობილ სახელს გაუსწრო, მათ შორის Starbucks-ის CEO ბრაიან ნიკოლს, რომლის 95.8 მილიონი დოლარის ანაზღაურება ანდერსონის ანაზღაურებას 5 მილიონი დოლარით ჩამორჩება. სხვა ცნობილი აღმასრულებელი დირექტორები, რომელთა ანაზღაურება ანდერსონის მიერ გამომუშავებულზე დაბალი იყო, არიან: Microsoft-ის CEO სატია ნადელა (79.1 მილიონი დოლარი), Apple-ის CEO ტიმ კუკი (74.6 მილიონი დოლარი) და Disney-ის CEO ბობ აიგერი (40.6 მილიონი დოლარი).

ჯიმ ანდერსონმა, რომელიც მანამდე Lattice Semiconductor-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, გასულ წელს Coherent-ის პენსიაზე გასული CEO ჩაკ მატერა შეცვალა. Coherent-ის ვებსაიტის ცნობით, Lattice-მდე ანდერსონი AMD-ის გამოთვლითი და გრაფიკული ბიზნესჯგუფის უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ანდერსონს MIT-ში ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული, პერდიუს უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის მაგისტრის ხარისხს და მინესოტას უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს დაეუფლა.

Equilar-ის კვლევის თანახმად, 2024 წელს ამერიკაში აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ანაზღაურება 25.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია. ამის მიზეზად ის ბოლო წლებში CEO-ებისთვის აქციების გადაცემის მატების შემთხვევებს ასახელებს. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ აღმასრულებელი დირექტორების მიერ აქციების სახით მიღებული ჯილდო წლიურად საშუალო 40.5%-ით გაიზარდა.

25 ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში:

 
CEO კომპანია მთლიანი კომპენსაცია 2024 წელს
1 ჯეიმს ანდერსონი Coherent
$101.50 მილიონი
2 ბრაიან ნიკოლი Starbucks
$95.80 მილიონი
3 ლოურენს კალპი უმცროსი General Electric
$87.39 მილიონი
4 სანტია ნადელა Microsoft
$79.11 მილიონი
5 ტიმოთი კუკი Apple
$74.61 მილიონი
6 დევიდ გიტლინი Carrier
$65.55 მილიონი
7 ნიკეშ არორა Palo Alto Networks
$58.04 მილიონი
8 შანტანუ ნარაიენი Adobe
$52.39 მილიონი
9 რაჯივ რამასვამი Nutanix
$51.14 მილიონი
10 ჯორჯ კურცი CrowdStrike
$46.98 მილიონი
11 მეთიუ მერფი Marvell Technology
$45.16 მილიონი
12 რობერტ აიგერი Walt Disney
$40.62 მილიონი
13 მარკ ბენიოფი Salesforce
$39.64 მილიონი
14 დარა ხოსროუშაჰი Uber
$39.41 მილიონი
15 ბრაიან ჰენსონი Solventum
$39.37 მილიონი
16 ჩარლზ რობინსი Cisco
$38.22 მილიონი
17 სტივენ სკვერი American Express
$37.10 მილიონი
18 სასან გუდარზი Intuit
$36.57 მილიონი
19 უილიამ ლენსინგი Fair Isaac
$35.32 მილიონი
20 სუმიტ სინგჰი Chewy
$35.19 მილიონი
21 ჯენ-ჰსუნ ჰუანგი NVIDIA
$34.17 მილიონი
22 ნიკოლას პაპადოპულო Arch Capital
$31.76 მილიონი
23 მორის გოლდფარბი G-III Apparel
$31.43 მილიონი
24 დევიდ სოლომონი Goldman Sachs
$31.29 მილიონი
25 ანილ ბჰუსრი Workday
$31.18 მილიონი
Previous Post

ტერაბანკისა და პლატფორმა Saasargeblo.ge-ის ორგანიზებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Next Post

ამერიკულმა კომპანიებმა საუდის არაბეთთან AI-ის მიმართულებით პარტნიორობა დააანონსეს

იზა გვარამაძე

Next Post
ამერიკულმა კომპანიებმა საუდის არაბეთთან AI-ის მიმართულებით პარტნიორობა დააანონსეს

ამერიკულმა კომპანიებმა საუდის არაბეთთან AI-ის მიმართულებით პარტნიორობა დააანონსეს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result