Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ამბასადორი ჯგუფის“ ახალი პროექტები კაჭრეთში, ბათუმსა და გოდერძიზე

by თინათინ ინაური
ივნისი 25, 2021
in ინვესტიციები, საქართველო, ქართულად
0
„ამბასადორი ჯგუფის“ ახალი პროექტები კაჭრეთში, ბათუმსა და გოდერძიზე
0
SHARES
0
VIEWS

“ამბასადორი ჯგუფი” არაერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს და შემდეგი ორი წლის მანძილზე არაერთ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ამბასადორი ჯგუფის“ „გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით არის დაგეგმილი, მათ შორისაა:ახალი 200-ნომრიანი კორპუსი „ამბასადორი კაჭრეთში“, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი საზაფხულო ცენტრი მოზარდებისთვის, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, „ამბასადორის“ თანამედროვე ბალნეოლოგიური ცენტრი ბათუმში და სასტუმროს ახალი, 90-ნომრიანი კორპუსი მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე.

გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, „ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი კორპუსი 9-სართულიანი და 40 000 მ2 ფართობის იქნება, სადაც თანამედროვე დიზაინის 200 ნომერი გაერთიანდება. სასტუმროს ახალ კორპუსში დამატებით ოთხი საკონფერენციო დარბაზი განთავსდება, ასევე – რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, შენობის ბოლო სართულზე დაპროექტებული ღია საცურაო აუზი ულამაზესი ხედებით და სპა.

კომპლექსის ახალი კორპუსის გახსნა 2023 წლისთვის იგეგმება. როგორც „ამბასადორი ჯგუფში“ იტყობინებიან, ის 300 თანამშრომელს დაასაქმებს, რომელთა დიდი ნაწილი სოფელ კაჭრეთისა და გურჯაანის რაიონის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ცნობისთვის, „ამბასადორის“ სასტუმრო კომპლექსი უკვე არაერთი წელია, ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე განთავსებულია 182-ნომრიანი ორი კორპუსი, გოლფის მოედანი, შიდა და ღია აუზები, სპა, საცხენოსნო, სასროლეთი, ბოულინგ-კლუბი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სივრცე.

ჯგუფის კიდევ ერთი სიახლეა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ადგილას შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის სინთეზით ყოველწლიურად ასობით ბავშვს უმასპინძლებს.

„ცენტრი 6000 მ2-ზე იქნება განთავსებული და ის გათვლილია როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებზე. ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალების მიერ შედგენილ სხვადასხვა სპორტულ ვარჯიშს (ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა და ა.შ.), ჯანსაღ კვებას და შემეცნებით აქტივობებს“, – აცხადებენ „ამბასადორში“.

ჯგუფი კიდევ ერთ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე მუშაობს, რომელსაც ამბასადორის მეღვინეობას უწოდებენ. კომპანიის ცნობით, ღვინის ქარხანას თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი შენობა დაემატა, რომელიც ღვინის წარმოების ყველა მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს. 5000 მ2-ზე განთავსებული ქარხანა იტალიელი სპეციალისტების მიერაა დაპროექტებული, მისი წარმადობა კი წელიწადში 800 000 ბოთლია.  „ამბასადორის“ ღვინოები განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე. ქარხანა გურჯაანის რაიონში, სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. პირველ ეტაპზე, მეღვინეობა ღვინის ჩამოსხმას ევროპული ტექნოლოგიით გეგმავს, თუმცა სამომავლოდ ვენახების გაფართოება და ღვინის დაყენება ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდითაც იგეგმება. ქარხანაში დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რაც დამატებით წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

რაც შეეხება აჭარაში დაგეგმილ პროექტებს, ერთ-ერთი მსხვილი პროექტი იქნება „ამბასადორი გოდერძის“ კომპლექსის ახალი შენობა, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გაიხსნება.

12 500 მ2 ფართობის 6-სართულიანი „ამბასადორი გოდერძის“ ახალი შენობა 90-მდე ნომერს გააერთიანებს და დამატებით დაახლოებით 100-120 თანამშრომელს დაასაქმებს. სასტუმროში იფუნქციონირებს აუზი, რესტორანი, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა, საუნა და სავარჯიშო დარბაზი.

ცნობისთვის, „ამბასადორის“ რიგით მესამე სასტუმრო საქართველოში 2021 წლის 1 მარტს გაიხსნა მაღალმთიანი აჭარის კურორტ გოდერძიზე. სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს.

დაბოლოს,  „ამბასადორი ბათუმი“, „ამბასადორი ჯგუფის“ მომავალი ორი წლის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია. მისი დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება. შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე იტალიელმა არქიტექტორმა იმუშავა. როგორც კომპანიაში ამბობენ, თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი სტანდარტის ბალნეოლოგიური ცენტრი 250 თანამშრომელს დაასაქმებს და მასში განთავსებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რესტორნები, სპა, აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ღია კაფე, სტეფანო რიჩის მაღაზია, სპორტული დარბაზი და ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი.

Previous Post

Credo Bank Plans to Buy Finca Bank

Next Post

ბაფეტმა მორიგი $4.1 მლრდ-ის დონაცია განახორციელა და გეიტსების ფონდი დატოვა

თინათინ ინაური

Next Post
ბაფეტმა მორიგი $4.1 მლრდ-ის დონაცია განახორციელა და გეიტსების ფონდი დატოვა

ბაფეტმა მორიგი $4.1 მლრდ-ის დონაცია განახორციელა და გეიტსების ფონდი დატოვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Coolzino Casino Review: Quick‑Hit Slots and Rapid Play

ივლისი 28, 2026

Spinrollz Casino Review: Quick Wins and High‑Intensity Slots for the Rapid‑Fire Player

ივლისი 28, 2026

NV Casino: Quick‑Fire Slots and Instant Wins – The Pulse of Rapid Play

ივლისი 28, 2026

BDM Bet Casino: Hurtig Spil, Øjeblikkelige Gevinster og Live Action

ივლისი 28, 2026

Recent News

Coolzino Casino Review: Quick‑Hit Slots and Rapid Play

ივლისი 28, 2026

Spinrollz Casino Review: Quick Wins and High‑Intensity Slots for the Rapid‑Fire Player

ივლისი 28, 2026

NV Casino: Quick‑Fire Slots and Instant Wins – The Pulse of Rapid Play

ივლისი 28, 2026

BDM Bet Casino: Hurtig Spil, Øjeblikkelige Gevinster og Live Action

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result