Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ამანათების თამაში | რაფალ ბრზოსკა

by Davit Tsiramua
August 4, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინდუსტრია, მენეჯერები, პროფილი, სტრატეგიები
0
ამანათების თამაში | რაფალ ბრზოსკა
0
SHARES
0
VIEWS

ხუთი წლის წინ რაფალ ბრზოსკა გაკოტრების პირას იყო. დღეს პოლონეთის გზავნილების მილიარდერი მეფე დარწმუნებულია, რომ ელექტრონული კომერცია ამანათების სახლებში დარიგება არაა

2016 წლის ზაფხული იდგა და რაფალ ბრზოსკას ჭერი თავზე ემხობოდა. იმ დროისთვის 38 წლის ანტრეპრენიორმა თითქმის ორი ათწლეული გაატარა InPost-ის ტრანსფორმაციაში. ბიზნესი, რომელიც სტუდენტური საცხოვრებლის ოთახში წამოიწყო და სუპერმარკეტის კუპონების საფოსტო ყუთებში დარიგებით გამოიხატებოდა, წლიურ $120-მილიონიან კომერციული ფოსტის ბიზნესად იქცა. თუმცა სახელმწიფო საფოსტო სამსახურთან კონკურენცია ძვირი ჯდებოდა. $65-მილიონიანი დავალიანებით ის გამალებული ცდილობდა ახალი ინვესტორების მოძებნას, პარალელურად კი კრედიტორებს იგერიებდა.

„ახალი ინვესტორის დახმარებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მსურდა: უნდა გამესტუმრებინა ყველა ობლიგაცია, ყველა ბანკი, ყველა ის ადამიანი, ვინც აქამდე ფული გვასესხა, – იხსენებს ბრზოსკა, ახლა უკვე 43 წლის. – ინვესტორებს უკვირდათ ეს, ხოლო მე მათ ვუხსნიდი, ‘მე ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, და მხოლოდ ერთი სახელი და ერთი სახე მაქვს’“. იმ ინვესტორებს აინტერესებდათ არა ბრზოსკას მომაკვდავი საფოსტო ბიზნესი, არამედ მისი დამოუკიდებელი შვილობილი ელ-ვაჭრობის სფეროში – ავტომატიზებული ლოკერების ბიზნესი, რომელიც მან 2010 წელს დაიწყო. Amazon-ი და სხვა ონლაინრიტეილერები ამანათებს პიკაპისთვის გზავნიან ამ მაცივრის ზომის ლოკერებში, რომელთა მონტაჟიც $20,000 ჯდება. ისინი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ევროპაში ფოსტალიონი იშვიათად თუ დატოვებს გზავნილს კარის ზღურბლზე უპატრონოდ. ეს საკმაოდ ეფექტიანი ხერხია ვერანდის პირატობის საწინააღმდეგოდ (ამერიკელების 54% ამბობს, რომ მათ ამანათი აწაპნეს), მაგრამ თუ კარზე ზარს ვერ უპასუხე, განწირული ხარ საფოსტო განყოფილებისკენ გასეირნებისთვის.

გაკოტრების პირას მყოფმა ბრზოსკამ, თავის მშველელ Advent International-თან მოლაპარაკებების წინ, 2016 წლის ზაფხულში საფოსტო ბიზნესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოსტონის კერძო სააქციო კაპიტალის ჯგუფმა InPost-ი შემდეგი წლის აპრილში კერძო კომპანიად აქცია. $100-მილიონიანმა შეთანხმებამ კომპანიის ვალები მთლიანად დაფარა და ამასთან ერთად საშუალება მისცა, რომ დამატებითი $125 მილიონით დაახლოებით გაეორმაგებინა გზავნილების ლოკერების ქსელი 4,400-მდე წელიწადში.

ეს ერთდროულად ძალიან ხელსაყრელი და შორსმჭვრეტელი შეთანხმება იყო. ონლაინშოპინგი პოლონელებმა გვიან აითვისეს, მაგრამ 2017 წლისთვის ელექტრონული კომერციის გაყიდვები წელიწადში სტაბილურად 20.4%-ით იზრდებოდა. შემდეგ კი მოვიდა პანდემია და ონლაინშოპინგი 12 თვეში 36%-ით გაიზარდა. InPost-ის შემოსავალი $677 მილიონამდე ავარდა და 2020 წელს 104%-ით გაიზარდა. ბრზოსკას ლოკერები პოლონეთში დაგზავნილი ამანათების 36%-ს ემსახურება.

„ბევრი მიზეზი იყო ამ შემოთავაზებაზე უარის სათქმელად, და ბევრმა მართლაც თქვა უარი“, – ამბობს პოლ ატეფი, KKR-ის მმართველი დირექტორი, რომელმაც InPost-ს 2018 წელს $145 მილიონი ასესხა ლოკერების დასამზადებლად. ბრზოსკას ამჟამად პოლონეთში 11,734 ლოკერი აქვს და დამატებით 1,100 დიდ ბრიტანეთში, პლუს რამდენიმე ასეული იტალიაში. „მაგრამ როდესაც ჩვენ მანქანები შევამოწმეთ, ეს ნამდვილად მიმზიდველი აღმოჩნდა. ზოგჯერ მანქანა თავის ხარჯებს მოკლე დროში, 1.5 წელიწადშიც კი ანაზღაურებდა… ჩვენ გვიყვარს ეს კომპანია“.

მარჟაც საკმაოდ შესაშურია. ბრზოსკა მომხმარებელს გზავნილში დაახლოებით $2-ს ახდევინებს, და მისი ხარჯები ლოკერის დადგმით, მომსახურებითა და სივრცის ქირით სრულდება. InPost-მა 2020 წელს ჯიბეში $97 მილიონის მოგება ჩაიდო. „ჩვენი ავტომატიზებული ამანათების მანქანები შემოსავალს წლიდან წლამდე აორმაგებენ“, – ამბობს ის.

„პოლონეთში უმიზნებენ Ebitda (Earnings Before Interest, Taxes, Depreciation, and Amortization) მარჟების 50%-მდე გაზრდას, – ამბობს დევიდ კერსტენსი, Jefferies International-ის ანალიტიკოსი. – და ეს ყველაფერი საფოსტო ოპერატორების – მაგალითად, Royal Mail-ის Ebitda-სთან შედარებით, რომელიც დაბალ ერთნიშნა ციფრში გამოიხატება“.

ლოკერების დადგმამ სახლებისა და ოფისებისგან ე.წ. „ჩუსტების დისტანციაზე“ ბიზნესი გარდაქმნა, ამბობს მარეკ როზიცკი, კონსულტანტი, რომელიც Advent-ს InPost-ის შეთანხმებისას ემსახურებოდა. „თუ შენს ლოკერამდე მისაღწევად ერთი მილი უნდა იარო თავსხმა წვიმაში, ეს არცთუ ისე მიმზიდველია. მაგრამ პოლონეთში უახლოესი ლოკერი ჩემგან 350 მეტრშია. ეს თითქმის სახლში მიტანაა და ძალიან მოსახერხებელია“.

„ჩუსტების დისტანციამდე“ მისასვლელად InPost-მა რთული გამოცდილება გაიარა. Advent -მა შეაჩერა ბრზოსკას ექსპანსია ოთხ კონტინენტზე, რამაც კომპანია ხალვათად გადანაწილებული და ზედმეტად გაწელილი დატოვა. „ეს იყო კლასიკური სცენარი, როცა შენ გყავს ქარიზმატული, ძალზე ანტრეპრენიორული ინდივიდი ბიზნესის მენეჯერად, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდებოდა, – ამბობს როზიცკი. – მაგრამ მან ძალიან ბევრი პროექტი ძალიან მცირე რესურსებით წამოიწყო“.

იანვარში InPost-ი ამსტერდამის ბირჟაზე გავიდა და ეს ბიზნესი $9.7 მილიარდად შეფასდა; ბრზოსკას წილი ამჯერად $1.1 მილიარდის ღირებულებისაა. მან დაარწმუნა ინვესტორები, რომ მისი ლოკერები უფრო იაფი და ეკოლოგიური ალტერნატივაა გადამზიდავ სატვირთო მანქანებთან შედარებით, რომლებიც ევროპის ქალაქებს კვეთენ. ერთ შემნახველ ლოკერს 24 სატვირთო მანქანის ჩანაცვლება შეუძლია, „სწორედ ამიტომაა ლოკერები მომავალი“, – ამბობს ბრზოსკა.

სანამ ბრზოსკა ლოკერების ბიზნესს ხვეწდა, მისი მთავარი მოწინააღმდეგეები – ევროპის საფოსტო სერვისები, პლუს UPS-ი და Amazon-ი, რომელიც ლოკერებთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებდა, განსხვავებულ ტაქტიკას მიმართავდნენ, ზრდიდნენ რა სახლამდე მიტანის სერვისს და აერთიანებდნენ ათასობით უბნის მაღაზიას, რომლებსაც თავის თავზე უნდა აეღოთ ამანათების მიღება-ჩაბარების საქმე. ეს იყო ზრდის სწრაფი და იაფი საშუალება ლოკერებთან შედარებით, მაგრამ პანდემიით განპირობებულმა ელექტრონული კომერციის ბუმმა პატარა მაღაზიები ბერლინიდან ბილბაომდე გზავნილებით გადავსებული დახლებითა და უკან გამგზავნელთა რიგებით გაავსო. „ყოველდღიური მოხმარების პროდუქტთა მაღაზია არცთუ მთლად კომფორტულია, როცა საქმე გზავნილების მიღებას ეხება, განსაკუთრებით პანდემიის დროს“, – ამბობს კერსტენსი.

ბრზოსკას გეგმა იყო ამ რიგების გაქრობა და ევროპაში დაწინაურება მარტში გახმაურებული $675-მილიონიანი შეთანხმებით, მიტანის სერვისის გიგანტის Mondial Relay-ს შესყიდვისა და თავისი ლოკერების ყველაზე დატვირთულ მაღაზიებში განთავსების შესახებ, მთელი საფრანგეთის მასშტაბით.

ბრზოსკას შთამბეჭდავი შედეგები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. Alibaba-სა და Allegro-ს -პოლონეთის ელექტრონული კომერციის მამოძრავებელ ძალას, რომელზეც InPost-ის გაყიდვების მეოთხედი მოდის – პოლონეთში ლოკერები აქვთ, ხოლო ევროპის ისეთი საფოსტო გიგანტი, როგორიცაა გერმანიის Deutsche Post-ი, ფსონს ასევე გზავნილების მანქანებზე დებს.

ბრზოსკა ამჯერად გარიყული აღარაა, და არც ბრძოლას მოერიდება. საფოსტო მძიმეწონიანებთან პირველ რაუნდში გადარჩენას ის თავის ზოდიაქოსა და იღბლიან მძივის სამაჯურს მიაწერს, რომელიც შეუთავსებელია მის საგანგებოდ შეკერილ კოსტიუმთან. „მე ჩემს გუნდს ვუთხარი: ‘მე მორიელი ვარ. მე გადავრჩები და თქვენ გადარჩებით ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მორიელები ასეთები არიან, ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან’“.

Previous Post

კურსის შეტრიალება | მაიკლ ს. სმიტი

Next Post

კოვიდის ანტრეპრენიორთა აფეთქება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
კოვიდის ანტრეპრენიორთა აფეთქება

კოვიდის ანტრეპრენიორთა აფეთქება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Надежное решение: kraken официальный сайт для безопасных транзакций

June 16, 2026

Как пользоваться кракен зеркало: инструкция для безопасного доступа

June 16, 2026

Как безопасно использовать кракен ссылку даркнет

June 16, 2026

В 2026 году: безопасный и удобный kraken вход

June 16, 2026

Recent News

Надежное решение: kraken официальный сайт для безопасных транзакций

June 16, 2026

Как пользоваться кракен зеркало: инструкция для безопасного доступа

June 16, 2026

Как безопасно использовать кракен ссылку даркнет

June 16, 2026

В 2026 году: безопасный и удобный kraken вход

June 16, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result