Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ალიანსი ბათუმისთვის – კავშირი მთელ მსოფლიოსთან

by Davit Tsiramua
July 30, 2024
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ყველა სიახლე
0
Alliance for Batumi – Connection With the Whole World
0
SHARES
0
VIEWS

„ჩვენ ბათუმი ბიზნესების განვითარების ცენტრად უნდა ვაქციოთ“, – ასე აღწერს „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თემურ ბიწაძე დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის მიზანს, რომლის სახელია „ალიანს ცენტროპოლისი“. პროფესიონალების ალიანსმა გადაწყვიტა, რომ აჭარის სანაპიროზე საერთაშორისო ბიზნესპროცესები დაძრან და ქალაქი MICE-ტურიზმის ეპიცენტრი გახადონ.

„ალიანს ცენტროპოლისის“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიბადა. 420 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ბათუმის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. რატომ ბათუმი? „ალიანსის“ გუნდში ფიქრობენ, რომ ბათუმს აქვს უდიდესი პოტენციალი, წელიწადის ოთხივე სეზონზე მოიზიდოს ტურისტების დიდი ნაკადი. საქმიანი ტურიზმი (MICE) კი სწორედ ის მიმართულებაა, რომელსაც შეუძლია ბათუმს მნიშვნელოვანი ლოკალური თუ რეგიონალური სარგებელი მოუტანოს და მონიშნოს მსოფლიო რუკაზე. ამ პროცესებს დაძვრა სჭირდებოდა და ასე შეიქმნა „ალიანს ცენტროპოლისის“ პროექტიც, რომლის მთელი კონცეფციაც სწორედ ამ მიზანზეა აგებული.

პროექტი სამ ბლოკადაა დაყოფილი და ითვალისწინებს რეგიონში პირველ World Trade Center – საგამოფენო ცენტრს, მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ს, კაზინოს და A კლასის ბიზნეს და სავაჭრო ცენტრს – ანუ ყველაფერს, რაც საქმიან ხალხს სჭირდება და რაც  ბათუმის MICE-ტურიზმის  რეგიონულ ჰა­ბად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

„ალიანსის“ CBDO მიიჩნევს, რომ ამაში განსაკუთრებულ როლს „მსოფლიო  სავაჭრო ცენ­ტ­რი“ და მისი პირველი საგამოფენო სივრცე ითამაშებს.

„რო­დე­საც ქვეყანაში მსგავ­სი ასო­ცი­ა­ცია შე­მო­დის, უნ­და ელო­დო, რომ თა­ვი­სი კონ­ტაქ­ტე­ბის წყა­ლობით, მარ­ტი­ვად მო­ი­ზი­დავს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, გა­მო­ფე­ნებს, შეხ­ვედ­რებს“, – ამბობს თემურ ბიწაძე World Trade Centre-ზე საუბრისას, რომელიც  მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ასოციაციაა. ის 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, რაც ბათუმს ისეთი საინვესტიციოდ მიმზიდველი ქალაქების გვერდით დააყენებს, როგორიცაა: ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი, პარიზი, დუბაი, ტოკიო და სიდნეი.

„ალიანსის“ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ World Trade Centre-ის წარმომადგენლობა და საგამოფენო სივრცე ერთგვარი შუამავალი გახდება ბიზნესებისთვის გლობალურ ბაზარზე, რითაც ნებისმიერ  მწარმოებელს საშუალება მიეცემა, წარმოაჩინოს საკუთარი პროდუქტი და დაუკავშირდეს World Trade Centre-ის მასშტაბურ ღონისძიებებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ, დაინტერესებულ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ სივრცეში მათ ბიზნესის კომპეტენციისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, თავიანთი შექმნილი პროდუქტის პოპულარიზებისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობაც მიეცემათ.

მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების 3,5-მილიონიან ქვეყანაში მოზიდვა მარტივი არ არის, როგორც „ალიანს ჯგუფში“ ამბობენ, მათ ამასთან დაკავშირებული რისკებიც აწონილი აქვთ. კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის თქმით, „ალიანსი“ აპირებს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის კუთხით არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენებას. უცხოელი საქმიანი ადამიანების, კონფერენციების, გამოფენების მოზიდვის მიზნით კი კომპანიაში სპეციალური გუნდის ჩამოყალიბებაც იგეგმება, რომელიც სწორედ ამ მიმართულებაზე იზრუნებს.

„ჩვე­ნი გუნ­დი მათ­თან და­ამ­ყა­რებს ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით მოხ­დეს მა­თი ოფი­სე­ბის განთავ­სე­ბა ჩვენს ბიზ­ნეს­ცენ­ტ­რ­ში, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 კვ/მ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა მსგავ­სი კომ­პა­ნია აუცი­ლებლად მო­ი­სურ­ვებს „მსოფლიო  სავაჭრო ცენ­ტ­რ­ში“ ერ­თი ოფისის ქო­ნას, რაც ამ პრო­ექტს დასახული მიზ­ნის მიღ­წე­ვაში და­ეხ­მა­რე­ბა“, – ამბობს თემურ ბიწაძე Forbes Georgia-სთან საუბრისას და დასძენს, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უცხოეთთან აქვთ საქმიანი კავშირები და სურთ, რომ მსგავსი მასშტაბური, მულტიფუნქციური პროექტის ნაწილები გახდნენ, ინტერესი უკვე დიდია.

გამოიკვეთა, რომ ინტერესი მოულოდნელზე მაღალია პრემიუმ-კლასის აპარტამენტების მიმართაც. მსოფლიო მასშტაბით საცხოვრებელ და საინვესტიციო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, მათ შორის ბათუმშიც, სადაც ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მაისის სტატისტიკამ აჩვენა, რომ პრემიუმ-ბინებზე 84%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს შედეგები  „ალიანს ცენტროპოლისის“ გაყიდვების პირდაპირპროპორციულია. კერძოდ,  ახალი პროექტის პირველი, 45-სართულიანი, ბლოკი თითქმის მთლიანად გაყიდულია, მეორე ბლოკის გაყიდვები კი ახლახან ჩაეშვა.

„ალიანს ცენტროპოლისი“ ყველა შემადგენელი კომპონენტით 2028 წლისთვის გაიხსნება. თუმცა ზღვიდან 50 მეტრში „ნიუტონის აკვანი“ უკვე დარწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის MICE-ტურიზმის ცენტრად ქცევის პროცესები დაძრულია. ნიუტონის აკვანი ხომ ერთი მოქმედებით დაწყებული უწყვეტი მოძრაობის, განვითარებისა და სვლის სიმბოლიკაა. ერთი ბურთის ენერგია გადაეცემა მეორეს – მუხტავს და ხელს უწყობს მისი მოძრაობის დაწყებასაც, ზუსტად ამ მექანიზმით მუშაობს პროექტის ნებისმიერი კომპონენტიც.

მოლოდინი უკვე შეიქმნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს საკ­ვან­ძო მდე­ბა­რე­ო­ბიდან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ასე­ვე საბ­რო­კე­რო, სა­დაზღ­ვე­ვო, ლო­გის­ტი­კუ­რი თუ სატ­რან­ს­პორ­ტო კომ­პა­ნია და­იწყებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბას, – „ეს პრო­ცე­სი გარ­დაუ­ვა­ლი­ა“, – გვეუბნება „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თემურ ბიწაძე.

Previous Post

International Brand Wyndham and Georgian Developer European Village Have Signed an Agreement on a Large-scale Joint Project

Next Post

Alliance for Batumi – Connection With the Whole World

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ინფლაცია საქართველოში და მსოფლიოში • ივნისი-ივლისი

ინფლაცია საქართველოში და მსოფლიოში • ივნისი-ივლისი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet Casino: Rychlé napětí pro nadšence rychlé hry

June 14, 2026

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

Recent News

BDM Bet Casino: Rychlé napětí pro nadšence rychlé hry

June 14, 2026

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result