Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მსხვილი ფინტექ კომპანიების სია

by დავით ბერაძე
აგვისტო 9, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ჩინეთის IPO ბაზარი $58-მილიარდიანი ბუმით მსოფლიოს ამარცხებს
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქცია რეგიონის ფინტექ კომპანიების 2022 წლის სიას აქვეყნებს. აღნიშნული ჩამონათვალი უმეტესად ისეთ კომპანიებზე ფოკუსირდება, რომლებიც ფინანსურ სერვისებში ინოვატორები არიან და ბიზნესებს სერვისების გაციფრულებაში ეხმარებიან.

აღნიშნული სია Forbes-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქციამ 2021 წელს კომპანიების ციფრული არხების საშუალებით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობის გათვალისწინებით შექმნა. გარდა ამისა, სიის შედგენისას Forbes-მა კომპანიების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების გადმოწერის რაოდენობის მაჩვენებელი, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, გეოგრაფიული მდებარეობა, წლიური ზრდა, ინოვაციურობა, ბიზნეს გარემოზე გავლენა, ვენჩურული კაპიტალისტებისგან მიღებული დაფინანსების მოცულობა და სხვა მსგავსი ფაქტორები გაითვალისწინა.

გაითვალისწინეთ, რომ სია ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა შედგენილი და ის რეიტინგს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, სიაში არ გვხვდება კომპანიები, რომელთაც მთავრობები, ტრადიციული ბანკები ან სატელეკომუნიკაციო ფირმები ფლობენ.

ახლო აღმოსავლური წამყვანი ფინტექ კომპანიების სია ყველა ინდუსტრიას მოიცავს, დაწყებული ელექტრონული გადახდებით, გაგრძელებული ღია ბანკინგით და დამთავრებული კრიპტო-აქტივების გადაცვლის პლატფორმებით.

სიაში ყველაზე დიდი რაოდენობით გადახდის პლატფორმები გვხვდება. ერთ-ერთი მათგანის, იორდანული MadfooatCom-ის საშუალებით 2021 წელს 13 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქციები განხორციელდა. გადახდების პლატფორმების სახით სიაში ასევე გვხვდება ეგვიპტური Fawry, საუდის არაბული PayTabs-ი და ქუვეითური MyFatoorah-ი.

საინტერესოა, რომ სიაში ასევე აღმოაჩენთ „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისის მომწოდებელ კომპანიებსაც. რაც შეეხება კრიპტოს, ინდუსტრია ახლო აღმოსავლეთში ბაჰრეინული Rain-ისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შექმნილი BitOasis-ის სახითაა წარმოდგენილი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კომპანიების უმეტესობა თითქმის მთელს ახლო აღმოსავლეთში ოპერირებენ. მათი ამ სიაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, სწორედ ეს გეოგრაფიული ცვლადი გახლდათ.

საინტერესოა ისიც, რომ სიაში მოხვედრილი 25 კომპანიიდან 70% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში დაფუძნებული ფინტექია. როგორც ჩანს, ფინტექ კომპანიის დაარსებისათვის ამ ქვეყნებში ყველაზე ხელშემწყობი გარემოა.

გაეცანით ახლო აღმოსავლური ფინტექ კომპანიების სიას სრულად.

(სია დალაგებულია ანბანის თანმიმდევრობით)

  1. AMAN Holding, ეგვიპტე, ელექტრონული გადახდებისა და ფინანსური სერვისების პროვაიდერი
  2. Beehive, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული ფინანსური გადაწყვეტების პროვაიდერი
  3. BitOasis, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კრიპტო-ბირჟა
  4. Eazy Financial Services, ბაჰრეინი, გადახდების სერვისების პროვაიდერი
  5. Fawry, ეგვიპტე, ელექტრონული გადახდის პლატფორმა
  6. Geidea, საუდის არაბეთი, გადახდების სერვისების პროვაიდერი
  7. HyperPay, საუდის არაბეთი, გადახდების სერვისების პროვაიდერი
  8. MadfooatCom, იორდანია, საგადასახადო სისტემა
  9. Mercury Payment Services, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საგადასახადო სისტემა
  10. MNT-Halan, ეგვიპტე, გადახდების პლატფორმა
  11. MyFatoorah, ქუვეითი, P2P გადახდების პლატფორმა
  12. Optasia, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინანსური სერვისების პროვაიდერი მობილური ოპერატორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის
  13. Ottu, ქუვეითი, გადახდების გადაწყვეტების პროვაიდერი
  14. Paymob, ეგვიპტე, ციფრული გადახდების პლატფორმა
  15. PayTabs, საუდის არაბეთი, გადახდების გადაწყვეტების პროვაიდერი
  16. Postpay, არაბთა გაერთიანებული საამიროები, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
  17. Rain, ბაჰრეინი, კრიპტო-ბირჟა
  18. Rasan, საუდის არაბეთი, საბანკო გადაწყვეტების პლატფორმა
  19. Sarwa, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ონლაინ დამოუკიდებელი საინვესტიციო პლატფორმა
  20. Tabby, საუდის არაბეთი, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
  21. Tamara, საუდის არაბეთი, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
  22. Tarabut Gateway, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ღია ბანკინგის პლატფორმა
  23. Telr, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ონლაინ გადახდების პლატფორმა
  24. Upayments, ქუვეითი, გადახდების სერვისის პროვაიდერი
  25. ValU, ეგვიპტე, „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პლატფორმა
Previous Post

საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ივნისში 229.5%-ით გაიზარდა

Next Post

ჩინეთის IPO ბაზარი $58-მილიარდიანი ბუმით მსოფლიოს ამარცხებს

დავით ბერაძე

Next Post
ჩინეთის IPO ბაზარი $58-მილიარდიანი ბუმით მსოფლიოს ამარცხებს

ჩინეთის IPO ბაზარი $58-მილიარდიანი ბუმით მსოფლიოს ამარცხებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result