Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა ოპერირება დაიწყო

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა ოპერირება დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2) ოპერირება დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა – CCEH, კომპანია LANSVIRKJUN-თან ერთად განავითარა. ახალქალაქი ჰესის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია, რომლის თანამონაწილეობაც პროექტის ფარგლებში, 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალქალაქის ჰესი მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს.

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, მისი წილი 50 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავებით მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაში 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციაში კი – 0.5%-ს.

პროექტის განვითარება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით წარიმართა. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გარემოსდაცვით, სოციალურ და პოზიტიური გავლენის მიმართულებებს.

„ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს, თუ როგორ უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტები ვრცელდება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს“, – მიხეილ ნიბლაძე, CCEH-ის დირექტორი.  

“თიბისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია.  განახლებადი რესურსის ათვისებას კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი წარმატებით უზრუნველყოფს. გვეამაყება, რომ თიბისისა და CCEH-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურთან ერთად, ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ლახამი ჰესი და აჭი-ინწობა ჰესი. ზოგადად, თიბისის მიერ, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 31 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

CCEH საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი და 2 წინა სამშენებლო ეტაპზე მყოფი ჰიდროელექტროსადგურია. თანხაში კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის აქტივობა ასე გამოიხატება: 150 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია. დღევანდელ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 75 მილიონს შეადგენს.

Previous Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Next Post

პროტესტის ნიშნად, უმსხვილესი კომპანიები Twitter-ზე რეკლამების განთავსებას წყვეტენ

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
პროტესტის ნიშნად, უმსხვილესი კომპანიები Twitter-ზე რეკლამების განთავსებას წყვეტენ

პროტესტის ნიშნად, უმსხვილესი კომპანიები Twitter-ზე რეკლამების განთავსებას წყვეტენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

Recent News

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result