Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახალი სტანდარტები კაპიტალის ბაზარზე – გალტ & თაგარტისა და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას პარტნიორობა

by იზა გვარამაძე
September 11, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ახალი სტანდარტები კაპიტალის ბაზარზე – გალტ & თაგარტისა და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას პარტნიორობა
0
SHARES
0
VIEWS

საინვესტიციო და უძრავი ქონების სექტორის თანამშრომლობა საქართველოში სისტემურ ხასიათს სულ უფრო მეტად იძენს. ამის მაგალითია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასა“ და „გალტ & თაგარტის“ პარტნიორობა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ კონკრეტულ წარმატებულ პროექტებს დაუდო სათავე, არამედ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სწორედ ახლახან, გალტ & თაგარტის ჩართულობით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ EDGE Advanced სერტიფიკატი მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის ლიდერული პოზიცია ინოვაციური, გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული და მდგრადი მშენებლობის მიმართულებით. თუმცა, ეს თანამშრომლობის მხოლოდ ერთი ეტაპია.

ამ ინტერვიუში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი და გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი მიმოიხილავენ იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებმაც საქართველოში კაპიტალის ბაზარზე თუ ზოგადად, უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვანი სტანდარტები დაამკვიდრეს.

მრავალმხრივი პარტნიორობა

გალტ & თაგარტისა და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას თანამშრომლობა 2022 წლიდან დაიწყო. გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, კომპანიამ რამდენიმე მსხვილი ემისია განახორციელა, მათ შორის:

  • 2022 წელს ორი ობლიგაციების ემისია ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით;
  • 2023 წელს 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში 20 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება;
  • 2024 წლის ივლისში – ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია წლის განმავლობაში, 19.5 მილიონი დოლარის ემისია, რომელიც თავდაპირველად 15 მილიონად იყო გათვალისწინებული, თუმცა ინვესტორთა მაღალი მოთხოვნის გამო მოცულობა გაიზარდა.

„პარტნიორობა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიის ფინანსური ზრდისა და კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გაფართოების თვალსაზრისით“, – ამბობს ლევან მესხელი.

შედეგად, შესაძლებელი გახდა ისეთი მასშტაბური პროექტების განვითარება, როგორებიცაა სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი. როგორც გალტ & თაგარტის დირექტორი ამბობს, ამ ტრანზაქციებმა ახალი სტანდარტები დააწესა ქართულ კაპიტალის ბაზარზე.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გახდა პირველი კომპანია როგორც კორპორაციულ, ასევე უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების პროგრამული შეთავაზების ფორმატი გამოიყენა. ეს ინოვაციური ნაბიჯი ერთ წელიწადში მრავალჯერადი ემისიების მოქნილ და ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს და ამავე დროს, ბაზრის ეფექტიანობას ზრდის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ასეთი მაგალითები ინვესტორებში მაღალ ნდობასა და აქტიურობას იწვევს“, – ამბობს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.

თუმცა, კომპანიების პარტნიორობა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციებით არ შემოიფარგლება.

„აი ჯი დეველოფმენტთან თანამშრომლობა ხანგრძლივი, მრავალმხრივი პროცესია, სადაც ერთობლივად ვავითარებთ ისეთ მოდელებს, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამგვარი პარტნიორობა ბაზრის სტაბილურობას განაპირობებს“, – ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

პასუხისმგებლიანი მიდგომები და მდგრადი მშენებლობა

სწორედ მრავალმხრივი პარტნიორობის შედეგია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას უახლესი წარმატება – იგი საქართველოში პირველი კომპანია გახდა როგორც კორპორაციულ, ასევე უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა.

EDGE სერტიფიკატი (Excellence in Design for Greater Efficiencies) მწვანე შენობების საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც IFC-მ – მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა ორგანიზაციამ შეიმუშავა. სერტიფიკატი აფასებს შენობების ეფექტიანობას წყლის, ენერგიისა და მასალების მოხმარების მიმართულებით და აჩვენებს, თუ რამდენად ენერგოეფექტურია შენობები.

სერტიფიკატი სამი დონისგან შედგება: EDGE, EDGE Advanced და Net Zero Carbon. აი ჯი დეველოფმენტმა კი EDGE Advanced მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შენობებში ენერგიის მოხმარება სტანდარტულ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ზე მეტით შემცირებულია. აღნიშნული სერტიფიკატი როგორც საბურთალოსა და გლდანის სითი მოლს, ასევე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს — სითი თაუერს მიენიჭა.

სერტიფიცირების პროცესში გალტ & თაგარტმა სტრატეგიული როლი შეასრულა: „გალტ & თაგარტის მხარდაჭერა ტრადიციული საინვესტიციო საბროკერო მომსახურების ფარგლებს ცდებოდა და ბევრად უფრო კომპლექსურ თანამშრომლობას, მათ შორის ტექნიკურ კონსულტაციებსაც მოიცავდა. პროცესი კონკრეტული ნაბიჯების მკაფიო დაგეგმვას, რესურსების ოპტიმალურ მართვასა და ერთიან ხედვაზე დაყრდნობილ მოქმედებებს მოითხოვდა. სერტიფიცირების პროცედურა საკმაოდ რთული და მრავალეტაპიანი აღმოჩნდა, რაც მკაფიო სტრატეგიას, დეტალურ ანალიზს და სხვადასხვა მიმართულებით სიღრმისეულ ჩართულობას მოითხოვდა“, – ამბობს ლევან მესხელი.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ექსკლუზიური პარტნიორი, გალტ & თაგარტი თავიდანვე იყო ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ESG მიზნების საინვესტიციო სტრატეგიაში ინტეგრირებას ითვალისწინებდა.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ პროცესში პარტნიორის როლი შევასრულეთ. გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ღირებულება და მიდგომები, რომელსაც აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ეფუძნება – ესაა გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი. სწორედ ამ სტანდარტების აღიარებაა ეს სერტიფიკატი და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სამომავლოდ ვიყოთ არაერთი მსგავსი პროექტის მონაწილე, რათა საქართველოში უფრო მეტი მდგრადი პროექტი განხორციელდეს“. – ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

ბიზნესის საფუძვლები და გრძელვადიანი ხედვა

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ისტორია 2010 წელს დაიწყო. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ლევან მესხელი იხსენებს, პირველი პროექტი — სითი მოლი საბურთალო — 2011 წლიდან თბილისის სავაჭრო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა:

„საბურთალოს სითი მოლი დღესაც რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცედ. აქ წარმოდგენილია ასობით ბრენდული მაღაზია, კვების ობიექტი, სპორტული და გასართობი სივრცეები. აღსანიშნავია, პრემიუმ ბრენდებისთვის გამოყოფილი დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც 3 500 მ²-ს აღემატება. ხოლო მოგვიანებით გახსნილი სითი მოლი გლდანი ამ რაიონის ურბანული ზონის მიზიდულობის ცენტრი გახდა. სითი მოლი საბურთალოს სივრცეში ასევე განთავსებულია ბიზნეს ცენტრი სითი თაუერი, რომელიც თანამედროვე საოფისე სივრცეებს აერთიანებს“, – აღნიშნავს ლევან მესხელი.

საგულისხმოა, რომ ორივე ობიექტი 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს, თუმცა, როგორც გენერალური დირექტორი ამბობს, კომპანია აქ გაჩერებას არ აპირებს.

დღეს აი ჯი დეველოფმენტი მოლების მასშტაბურ განახლებასა და გაფართოებას ახორციელებს, რათა ქართულ ბაზარზე ახალი საერთაშორისო ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს გაუმჯობესებული გამოცდილება შესთავაზოს.

სამომავლო გეგმები

კომპანიის მიმდინარე განვითარების პროექტები და სამომავლო მიზნები მრავალმხრივი და ინოვაციურია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არსებული სავაჭრო ცენტრების ეფექტიან მართვას, ბრენდ მიქსის გაუმჯობესებას, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნასა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას, რაც სითი მოლის ლოიალური მომხმარებლის მუდმივ წახალისებას და მათთვის სიახლეების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

“პრიორიტეტული მიმართულებაა ახალი, საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა საქართველოს ბაზარზე, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებაში და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდაში დიდ როლს ასრულებს. აღნიშნული ორი მიმართულება ერთმანეთთან და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია“, – აღნიშნავს ლევან მესხელი.

სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის რეკონსტრუქციისა და რენოვაციის პროექტების პარალელურად, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ბაზრის კიდევ უფრო გაფართოებას და რეგიონებში ახალი სავაჭრო ცენტრების განვითარებასაც გეგმავს.

„არსებული პროექტების წარმატებაზე დაყრდნობით, რეგიონალური განვითარება ჩვენთვის წარმოადგენს საქმიანობის გააზრებულ გაგრძელებას, რომელიც წინ უსწრებს ბაზრის მოთხოვნებს და ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას ეფუძნება“, – ამბობს ლევან მესხელი.

რაც მთავარია, კომპანიისთვის გარემოსდაცვითი სტანდარტების მკაცრად დაცვა განსაკუთრებულ პრიორიტეტად დარჩება – „EDGE Advanced“ სერტიფიკატი კი ამ პროცესის დასაწყისია.

S

Previous Post

ვინ იყო ჩარლი კირკი, რომელიც გუშინ იუტის უნივერსიტეტში მოკლეს?

Next Post

მექსიკა, აშშ-ის ლობირების შემდეგ, ჩინურ ავტომობილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

იზა გვარამაძე

Next Post
მექსიკა, აშშ-ის ლობირების შემდეგ, ჩინურ ავტომობილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

მექსიკა, აშშ-ის ლობირების შემდეგ, ჩინურ ავტომობილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result