Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახალი სიცოცხლე

by Davit Tsiramua
March 6, 2023
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
ახალი სიცოცხლე
0
SHARES
0
VIEWS

რეპროდუქციული მედიცინა საქართველოში წლიდან წლამდე ვითარდება. ~ამ სერვისის მისაღებად ქვეყანაში უცხოელებიც უფრო აქტიურად სტუმრობენ. ჩაჩავას კლინიკაში ამ მიმართულებას უკვე ათი წელია, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთი გოცირიძე ხელმძღვანელობს. მისი დაკვირვებით, რეპროდუქციულ მედიცინას ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება „სელექტის“ სპეციალური რუბრიკისთვის Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქეთი, თქვენი აზრით, რა ადგილი უჭირავს დღეს ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციულ ცენტრს ქართული რეპროდუქციული მედიცინის დარგში ?

ჩაჩავას კლინიკა 1875 წლიდან მოწინავეა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და ყოველთვის ხარისხთან ასოცირდებოდა.10 წლის წინ აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა – ვყოფილიყავით ამ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლინიკის ღირსეული წარმომადგენელი,  გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უნაკლოდ გამოგვივიდა და დღეს ამ ძლიერი გუნდის წყალობით ჩაჩავას კლინიკის კედლებში ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ქალი შეიგრძნობს ნანატრ სიხარულს, რაც ახალი სიცოცხლის დაწყებასთანაა დაკავშირებული.

რეპროდუქციული მედიცინის თვალსაზრისით საქართველოში კონკურენცია მზარდია. თქვენი უპირატესობა რა არის?

ცალკე მინდა გამოვყო რეპროდუქციული ცენტრის გუნდი, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული პროფესიონალები, რომლებსაც ყოველდღიურად მოუხარიათ სამსახურში, რომ ამ დიდ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ჩვენთან ასეთი პრინციპია – წარმატება არ გვეკუთვნის არცერთს ცალ-ცალკე, ეს საერთო გამარჯვებაა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენად შეინიშნება უცხოელების მხრიდან თქვენს მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა?

ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა, მათ შორის უცხოელი პაციენტების მხრიდან, დინამიკაში მუდმივად მზარდია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი – ჩვენი წარმატების მაღალი კოეფიციენტი. თუმცა ბოლო პერიოდში პაციენტთა ნაკადის  ზრდა გარემო ფაქტორებმაც განაპირობა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უცხოელი პაციენტების მხრიდან, ჩვენი ცენტრის რეპროდუქციულ სერვისებზე მოთხოვნა  საგრძნობლად გაზრდილია…

ზოგადად  უკრაინაში  რეპროდუქციული მიმართულება მედიცინის ერთ-ერთი კარგად განვითარებული დარგია, კარგად იყო განვითარებული სამედიცინო ტურიზმიც და შედეგად ქვეყანა დიდი რაოდენობით უცხოელ პაციენტს იღებდა. ნაცნობი სამწუხარო მოვლენების გამო, ამ პაციენტთა დიდმა ნაწილმა  საქართველოში გადმოინაცვლა და, როგორც თავად ხშირად ამბობენ, ასე აღმოაჩინეს ერთი პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა, სადაც სამედიცინო მომსახურების დონემ ისინი სასიამოვნოდ გააკვირვა.

თქვენი აზრით, რა სჭირდება რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებას საქართველოში? რა გამოწვევებია?

როგორც უკვე გითხარით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში რეპროდუქციულ სერვისებზე მოთხოვნა მზარდია,  რაც, დამეთანხმებით, არა მხოლოდ ცალკეული კლინიკებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც დიდი სარგებლის მომტანია. ქვეყანაში, სამედიცინო ტურიზმის სწორედ ამ მიმართულებით, ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი შემოდის. ვფიქრობ, სახელმწიფოსგან სწორი რეგულაციებისა და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით საქართველოს რეპროდუქციული კლინიკების მიმართ მოთხოვნა და სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.

თქვენ რამდენად გრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის? და ძირითადად რას უთმობთ ხოლმე თავისუფალ დროს?

ყველაზე დიდი დეფიციტია დრო. ყოველ თავისუფალ წუთს ვუთმობ ოჯახს. მეუღლეს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ჩემი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა და ჩემს სამ შვილს, რომლებიც ჩემი მთავარი ინსპირაციაა.

ეს არის ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალება. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე მძაფრად სწორედ შვილებთან ურთიერთობისას ვაცნობიერებ პროფესიულ პასუხისმგებლობას, მათგან მიღებული შეუდარებელი ემოციების ფონზე ხშირად მიფიქრია, რომ ყველაზე  სწორი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ავირჩიე მედიცინის ის მიმართულება, რომელიც ქალს ეხმარება, დედა გახდეს.

რა როლს ასრულებს „სელექტი“ თქვენი ცხოვრების გამარტივებაში?

ზოგადად ძალიან სასიამოვნოა, როცა ბანკი შენზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას გთავაზობს. ტერაბანკის მხრიდან პირადად მე მუდმივად ვგრძნობ სწორ, პარტნიორულ დამოკიდებულებას.

აქვე ტერაბანკთან თანამშრომლობის უპირატესობებზეც გკითხავთ…  

ზოგადად საქმიანი პარტნიორების შერჩევისას საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები მაქვს. სპეციფიკური სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქნილი, კლიენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე ორიენტირებული საბანკო მომსახურება. ჩემი აზრით, სწორედ ამგვარ სერვისს სთავაზობს დღეს ტერაბანკი თავის მომხმარებლებს.

რა გეგმები გაქვთ 2023 წლის განმავლობაში ჩაჩავას რეპროდუქციულ ცენტრთან დაკავშირებით?

გეგმები გვაქვს დიდი და ამბიციური და, რაც მთავარია, ისინი არ უკავშირდება მხოლოდ ჩაჩავას რეპროდუქციულ  ცენტრს. ჩვენმა პირადმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ რეპროდუქციული მედიცინა დღეს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მიმართულებაა. გვაქვს შანსი, რომ მდიდარი ისტორიული და კულტურული ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სრულიად ახალი კუთხით გავაცნოთ.

საქართველოს ამ მხრივ რეალურად დიდი პოტენციალი აქვს და ვიმედოვნებთ,  რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შევძლებთ ამ შესაძლებლობის ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენებას.

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი

Previous Post

Puma-მ რიანასთან ახალი კოლაბორაცია დააანონსა

Next Post

FDA-მ მასკის კომპანიას ადამიანებზე ტვინის ჩიპების გამოცდისთვის ნებართვა არ მისცა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
FDA-მ მასკის კომპანიას ადამიანებზე ტვინის ჩიპების გამოცდისთვის ნებართვა არ მისცა

FDA-მ მასკის კომპანიას ადამიანებზე ტვინის ჩიპების გამოცდისთვის ნებართვა არ მისცა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result