Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახალი გამოწვევების მიღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა პიროვნული განვითარებისთვის

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, რჩევები, ქართულად
0
ახალი გამოწვევების მიღება  საუკეთესო გადაწყვეტილებაა პიროვნული განვითარებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანი საშუალოდ 35,000 გადაწყვეტილებას იღებს დღის განმავლობაში. თუმცა გადაწყვეტილებები და მათი მნიშვნელობა ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. ზოგიერთი სრულიად უმნიშვნელოდაც შეიძლება ჩაითვალოს, ზოგიერთი კი – ტრანსფორმაციულად.

დღეს საქართველოს ბანკის „Miami Ad School”- ის პროგრამის სტიპენდიანტ, ხატია არველაძეზე მოგიყვებით და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე, რომლის წყალობითაც დღეს ის ბერლინში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში Art Direction-ს შეისწავლის.

„Miami Ad School“- ის პოპულარობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი წარმოდგენები და მოლოდინები მქონდა სასწავლებელთან დაკავშირებით. აქ ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრულიად დამსახურებულად აქვს სასწავლებელს ასეთი სახელი”,- ამბობს ხატია, და აღნიშნავს, რომ მიუხედავად პანდემიის მიერ გამოწვეული ერთფეროვნებისა, ის ყოველდღე ახერხებს რაღაც ახლის აღმოჩენას.

„პროგრამა, რომელსაც აქ შევისწავლი ჰიბრიდულ სწავლებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მიუხედავად ჩემი განხრისა (Art Direction) ვსწავლობ ყველაფერს, Copy-თ დაწყებული UX-ით დამთავრებული.

აქ თითოეულ ლექტორს თავისი საინტერესო მიდგომა აქვს, რაც სწავლების პროცესსაც უნიკალურს ხდის. მაგალითად, Creative Cloud-ის ლექციაზე ისწავლით ნებისმიერი სახის ტექნიკის გამოყენებას და პიცისა თუ ჯინჯერ ბრედების გამოცხობას.

ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც საკუთარი თავის ბრენდინგს და პორტფოლიოს შექმნას  გვასწავლის, ასევე გვეხმარება მორალური პრობლემების დაძლევაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი ლექციები ფსიქოლოგთან თერაპიას უდრის; მასთან შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერ სირთულეზე, რომელსაც ყოველდღიურობაში აწყდებით და რჩევასაც ძალიან საინტერესოს მიიღებთ”, – გვიზიარებს ხატია, და დასძენს, რომ თითოეული ლექტორისგან ცოდნასთან ერთად ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხატიას ყოველდღიური გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და ზოგჯერ სტრესულიც, ლექციებიდან მიღებული მრავალფეროვანი ინფორმაცია მას ერთგვარ სტიმულს აძლევს უკეთ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.

„სამუშაო პროცესი საკმაოდ სტრესულია, განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში, თუმცა აქ მიღებული გამოცდილება მეხმარება პანდემიის ფონზე არსებული ერთფეროვნებისა და მოწყენილობის დაძლევაში. Art Direction-ის სწავლისას ყველაზე საინტერესო ამ განხრის მრავალფეროვნებაა, გამოწვევა კი ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი ძლიერი მხარის პოვნა”, – ამბობს ხატია.

ხატიას იმ განსხვავებებზეც ვკითხეთ, რასაც სტუდენტი საქართველოში და საზღვარგარეთ სწავლისას შეიძლება გადააწყდეს.

„საქართველოსა და ახალი სასწავლებლის კულტურაში განსხვავება საკმაოდ დიდია:  ყველაზე თვალშისაცემი ალბათ ის არის, რომ აქ ცხოვრება ბევრად ადრე იწყება. შეიძლება პირველი ლექცია 7:30 ზეც გქონდეთ და შესაბამისად თქვენი დღე დილის 6 საათზე დაიწყოს. ბევრად უფრო დიდია პასუხისმგებლობის გრძნობაც და მეტად დაფასებულია დრო, სამუშაო საათები და პირადი სივრცე”.

რაც შეეხება იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რაც მან ბერლინში ყოფნისას დააგროვა, ხატია გვიზიარებს: „ყველაზე მთავარი, რაც პანდემიის ჟამს ბერლინში ცხოვრებისას ვისწავლე ისაა, რომ არანაირი წარმოდგენების შექმნას წინასწარ აზრი არ აქვს და არც მომავალზე ბევრ ფიქრსა თუ ნერვიულობას მოაქვს რაიმე სასიკეთო. საცხოვრებელი გარემოს შეცვლა და ახალი გამოწვევების მიღება ალბათ საუკეთესო გამოცდილებაა ცხოვრებაში, რაც ცალსახად გვეხმარება პიროვნულ განვითარებაში. ამ გამოწვევებს სწავლასაც თუ დავუმატებთ, ეს კომბინაცია ნამდვილად უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიხსნის ჩვენს ყოველდღიურობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს როდესაც არსებობს სტიპენდიები და საზღვარგარეთ სწავლა აღარ არის აუსრულებელი ოცნება”.

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია დაწესდა. Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში, სადაც ყოველ წელს ერთი ქართველი სტუდენტის სწავლა სრულად ფინანსდება. დამატებითი დეტალები პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://csr.ge/ka/project/3

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სხვა სასტიპენდიო პროგრამების „ჩივნინგის“  და „ფულბრაიტის“   პროგრამებს, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა.

„ჩივნინგის“  სასტიპენდიო პროგრამაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://csr.ge/ka/project/1

„ფულბრაიტის“  სასტიპენდიო პროგრამაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://csr.ge/ka/project/13

Previous Post

Tesla-მ რეკორდულად მაღალი – $438 მილიონის – მოგება მიიღო

Next Post

Facebook: SME-ებში დასაქმებულთა 1/4-ს მაინც მოვალეობების ძირითადად დისტანციურად შესრულება შეუძლია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Facebook: SME-ებში დასაქმებულთა 1/4-ს მაინც მოვალეობების ძირითადად დისტანციურად შესრულება შეუძლია

Facebook: SME-ებში დასაქმებულთა 1/4-ს მაინც მოვალეობების ძირითადად დისტანციურად შესრულება შეუძლია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

Recent News

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result