Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

by იზა გვარამაძე
ივლისი 9, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ გალტ & თაგარტის დახმარებით 19.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ტრანზაქციის საწყისი მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა, ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, მოცულობა 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. აღნიშნული ემისია 2024 წელს განხორციელებული ყველაზე დიდი საჯარო ტრანზაქციაა.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო[1], სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მეხუთე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით განხორციელდა. აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია კორპორაციული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა.

2023 წლის დეკემბერში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის დეკემბერში 20 მილიონი დოლარის, ხოლო 2024 წლის იანვარში 5 მილიონი ევროს მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა. აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წლის პირველი საჯარო განთავსება იყო.

ახალი, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, წინა ემისიის მსგავსად, 8.50%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2026 წლის 8 ივლისს მოხდება. ობლიგაციები შეიძინა საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქე 125-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. ობლიგაციების ჯამური მოცულობიდან 15 მილიონი დოლარის მიზნობრიობაა 2022 წლის 7 ივლისს განთავსებული ობლიგაციების, ხოლო დარჩენილის – არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.

„კომპანია გალტ & თაგარტთის დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეხუთედ ახორციელებს საკმაოდ მოცულობით, 2024 წლის ყველაზე მასშტაბურ ტრანზაქციას. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. 2023 წელს კომპანიამ კიდევ ერთი, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით განათავსა ჯერ 20 მილიონი დოლარის, შემდეგ კი 5 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციები. მიმდინარე ტრანზაქციამ კი წარმატებით გამოიწვია ინვესტორების მოსალოდნელზე მაღალი დაინტერესება, რის შედეგადაც საწყისი, 15 მილიონი დოლარის მოცულობა 19.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. „აი ჯი დეველოფმენტისათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტნიორებსა და ინვესტორებს“, – აცხადებს მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ექსკლუზიური პარტნიორობით უკვე მეხუთე ერთობლივი გარიგება განხორციელდა. ინვესტორთა მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა და შედეგად წლის უმსხვილესი ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი საჯარო ტრანზაქციაც აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ განახორციელა, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით. ვიმედოვნებთ, მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, წარმატებულ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ“, – აცხადებს ვანო კიკვილაშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი.

S

Previous Post

როგორ გამდიდრდა KFC?

Next Post

Tela Festival 2024: „ელემენტი მიწა“

იზა გვარამაძე

Next Post
Tela Festival 2024: „ელემენტი მიწა“

Tela Festival 2024: „ელემენტი მიწა“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

Recent News

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result