Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის
0
SHARES
0
VIEWS

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.

ამ რთულ დროში, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხალხს საქართველოში და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში კონკრეტული სარგებელი მოუტანა. კერძოდ:

  • მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის საყრდენია და 2009 წლიდან ევროკავშირის დახმარებით 40 000 – ზე მეტმა ქართულმა მცირე და საშუალო საწარმომ უკეთეს პირობებში მიიღო სესხები თავიანთი საქმიანობის გასაზრდელად, შემოსავლის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად;
  • 2013 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებული იყო ბაზრის მოთხოვნილებები. 30 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შესაბამისი პროფესიული კურსები გაიარა და შრომის ბაზრის ინსტრუმენტები, როგორიცაა Worknet.ge გამოიყენა, რაც  დასაქმებაში დაეხმარა;
  • ევროკავშირის დახმარებით პატარა ქალაქებსა და სოფლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 76 საზოგადოებრივი ცენტრი დაარსდა, სადაც პატარა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ 90 000 – ზე მეტ მოქალაქეს გაუმარტივდა წვდომა 200 საჯარო და საბანკო მომსახურებაზე; მათ ასევე შეუძლიათ უფასო ინტერნეტით და ბიბლიოთეკებით სარგებლობა.
  • თითქმის 7,500 სტუდენტმა და აკადემიური სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში „ერაზმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში. 9,300-ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანი საქართველოდან იღებს მონაწილეობას ერთობლივ გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებისა და მოხალისეობრივ პროექტებში.

ჩვენმა პარტნიორობამ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში სარგებლობის მოტანა რომ  განაგრძოს, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უკეთესად ვიმოქმედოთ. პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად, გასულ წელს ჩავატარეთ კონსულტაციები ჩვენი რეგიონის 33 ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნესებთან, ორგანიზაციებსა და მთავრობებთან. თუმცა მიღწეულმა შედეგებმა მაღალი შეფასება მიიღო, ასევე იყო ცხადი მოლოდინი, რომ გავაძლიერებთ თანამშრომლობას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა, ინვესტიციები, კავშირები, კარგი მმართველობა და საერთო გამოწვევები, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მოიცავს.

დღეს 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის მომავალი პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კონსულტაციების შედეგს წარვადგენთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენი მუდმივი ურთიერთქმედება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სამომავლო წინადადებები არის ამბიციური, მაგრამ მისაღები. ისინი ემყარება არსებულ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც წინ უნდა წავიდეთ. ისინი ეფუძნება ევროკავშირის პროექტის ძირეულ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონკრეტულად, ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ერთად ვიმუშაოთ შემდეგ ამოცანებზე:

  • ერთად სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის: ეკონომიკის გაძლიერება საკვანძოა მოქალაქეების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, უთანასწორობის შესამცირებლად და ჩვენი პარტნიორობის წარმატების მისაღწევად. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, გაზრდილი ვაჭრობის, ინვესტიციების, უფრო მჭიდრო კავშირების საშუალებით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, ასევე განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კერძო სექტორის საჭიროებებთან უკეთესი დაკავშირების გზით.
  • ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოებისათვის: კარგი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლებრივი სახელმწიფო, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და უსაფრთხოება აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ისინი სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოების და საზოგადოებების, ისევე როგორც ძლიერი ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს.
  • ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ: ჩვენი სამყაროს მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. ევროკავშირი იმუშავებს თავის პარტნიორებთან რესურს-ეფექტიანი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ადგილობრივი და განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად.
  • ერთად სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციისკენ: ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში და მიზნად ისახავს ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებლის პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელებას. ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასევე მიმართული იქნება ელექტრონული მმართველობის გაძლიერებაზე, ციფრული სტარტაპების მხარდაჭერის გააქტიურებასა და პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების საკითხში მედეგობის მხარდაჭერაზე.
  • ერთად სიცოცხლისუნარიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისკენ: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალე, მოქალაქეებზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციები დემოკრატიის საფუძველია. ევროკავშირი გააგრძელებს ამ საკვანძო სფეროებზე ყურადღების გამახვილებას ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც საკმარისი ადგილი უნდა დაეთმოს; იგი ხელს შეუწყობს თავისუფალ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას და ასევე მობილურობას და ხალხთა შორის კონტაქტებს. ყოველივე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მზარდი დეზინფორმაციის გამო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვაჭრობა ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თითქმის გაორმაგდა. 125,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა უშუალოდ ისარგებლა ევროკავშირის დაფინანსებით, რის შედეგადაც 250,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ან შენარჩუნდა. ჩვენ უკეთესად ვართ დაკავშირებულები გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირის და ასევე მაღალი სიმძლავრის ფართოზოლოვან ინტერნეტზე  გაადვილებული წვდომის წყალობით. ბოლო კვლევების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეებისთვის ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია. ჩვენ შევინარჩუნებთ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას და ვეცდებით, ერთად კიდევ ბევრი რამ გავაკეთოთ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის კრიზისების შემთხვევაშიც, როგორიცაა COVID-19 პანდემია.

ყოველივე ზემოხსენებულის საშუალებით შევქმნით უფრო ამბიციურ აღმოსავლეთ პარტნიორობას, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს და ჩვენი საერთო კონტინენტის ქვეყნების დაახლოებას განაგრძობს.

 

Previous Post

How Facebook strengthened its business during the 2008 year downturn

Next Post

ბურგუნდიის ჯეიმს ბონდი

მაგდა დოლიძე

Next Post
ბურგუნდიის ჯეიმს ბონდი

ბურგუნდიის ჯეიმს ბონდი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result