Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ADwise, Konica Minolta–ს უნიკალური ტექნოლოგიით,  ბეჭდვის ქართულ ბაზარზე ახალ წესებს აწესებს

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ADwise, Konica Minolta–ს უნიკალური ტექნოლოგიით,  ბეჭდვის ქართულ ბაზარზე ახალ წესებს აწესებს
0
SHARES
0
VIEWS

პირველი სამრეწველო ციფრული ბეჭდვის სისტემა MGI JETVARNISH 3DS & iFOIL-S, საქართველოში, კომპანია ADwise Group–ში დამონტაჟდა. MGI JETVARNISH 3DS & iFOIL-S არის ბეჭდვის სისტემა ციფრული გაფორმებისთვის. ეს მანქანა დაბეჭდილ სამუშაოს განსაკუთრებულ, სანახაობრივ ნაშრომად აქცევს, რაც მომხმარებელთა ყურადღებას დაუყოვნებლივ მიიპყრობს.

Adwise Group ქართულ ბაზარზე, ბეჭდვის ინდუსტრიაში ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. „წელს, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, გადავწყვიტეთ Konica Minolta-სთან ერთად დიდი ინვესტიცია ჩაგვედო და ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი და უნიკალური ტექნოლოგია შემოგვეტანა. ჩვენ მზად ვართ მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალება მივცეთ, რომ შეფუთვის, ეტიკეტის თუ სარეკლამო მასალის დამზადებისას ახალი გადაწყვეტილებები გამოიყენონ. ამ მოწყობილობით მიღებული მაღალი ხარისხის დამსახურებით, ქართული კომპანიები შეძლებენ, რომ თავისი შეფუთვები და ეტიკეტები გაცილებით ხარისხიანი გახადონ, თავიანთი იდეები უფრო ეფექტურად გამოხატონ და პროდუქტი მაღაზიის თაროებზე უკეთ წარმოადგინონ, უფრო მეტიც, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს“ – განმარტავს ბექა ბუბუტეიშვილი, Adwise Group–ის დამფუძნებელი.

ბექა დასძენს: „ყოველთვის ვოცნებობდი, კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის თუ მომხმარებლებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების ყველა უპირატესობა გამეცნო, ყველაფერი ის რასაც თანამედროვე სამყარო დღეს წარმატებით იყენებს.“

Konica Minolta-ს სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი გალუაშვილი ფიქრობს, რომ Adwise, თავისი MGI-ით, ქართულ ბეჭდვით ბაზარზე ნამდვილი ინოვატორი გახდა.

„ეს არის ძალიან სერიოზული და დიდი პროექტი. ჩვენ მასზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ეს მოწყობილობა მისი განხორციელების ერთ–ერთი ეტაპია. ციფრული ბაზრისა და მდგრადი მოთხოვნის შესაქმნელად დიდი გზა უნდა გავიაროთ. ეს მოწყობილობა ციფრული გვერდის მოცულობას გაზრდის და საშუალებას მოგვცემს, რომ ბაზარზე უფრო მეტი ბეჭდური სისტემა დავამონტაჟოთ“,  – ამბობს გიორგი.

„MGI მოწყობილობა ინჟინერიის მწვერვალია. ეს ტექნოლოგია ბეჭდვას და გალაქვას ერთობ მარტივ და ხელმისაწვდომ ციფრულ პროცესად გარდაქმნის. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ბეჭდვისთვის მოსამზადებელი რთული სამუშაოები ან დამატებითი ნაწილების შეკვეთა, მაგალითად  – ფირფიტების და ბეჭდების. სრულად გაფორმებული ბეჭდვითი პროდუქტი სულ რაღაც 15 წუთში მზად იქნება. Adwise ქართულ ბაზარს პრემიუმ ხარისხის შეფუთვას, ეტიკეტებს და ასევე მოთხოვნისამებრ მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან მარკეტინგულ პროდუქტს შესთავაზებს.

უკრაინაში MGI–ს პირველი მფლობელი, ცნობილი გახდა როგორც ნამდვილი რევოლუციონერი ბაზარზე. ვფიქრობ, Adwise მის მაგალითს გაიმეორებს,“ – დასძენს ევგენი შილიაევი, Konica Minolta–ს გაყიდვების დირექტორი უკრაინასა და საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ Konica Minolta ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და მისი მიზანი იყო დახმარებოდა კომპანიებს, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში.

Adwise Group–ის შესახებ

Adwise Group ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს.  დიდი ხნის განმავლობაში კომპანია დიზაინისა და სარეკლამო მომსახურების სრულ ასორტიმენტს უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფდა. 2014 წლიდან ის შეფუთვისა და სარეკლამო პროდუქტების მთავარი მწარმოებელი გახდა. კომპანია ორიენტირებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მსხვილი საწარმოების მიღწევებზე.

Konica Minolta–ს შესახებ

თბილისში დაფუძნებული Konica Minolta Business Solutions Georgia გლობალური Konica Minolta Inc.–ის (ტოკიო, იაპონია) ნაწილია. Konica Minolta Business Solutions Georgia 2019 წლის მაისიდან მუშაობს და სერვისების მუდმივ განვითარებაზეა ფოკუსირებული.

კომპანია IT სფეროში გლობალური სერვისების პროვაიდერია და ციფრული ბეჭდვის სფეროში ინოვაციური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, ბიზნეს კონსულტაციების სერვისიც აქვს, რაც მენეჯმენტს და მსოფლიოს წამყვანი ბეჭდვის სისტემებისა თუ გადაწყვეტილებების განხორციელებას გულისხმობს.

Konica Milolta–ს ბეჭდვის შესაძლებლობების შეთავაზება მბეჭდავებს, კონვერტორებს თუ ბრენდის მფლობელებს საშუალებას აძლევს რომ სამუშაოების ავტომატიზაციის  გაზრდით ეფექტურობაც გაზარდონ. კომპანიას კონსულტაციის გაწევა ყველა საკომუნიკაციო საკითხში, ასევე უახლეს წარმოებასთან, შეფუთვასთან თუ ეტიკეტის ბეჭდვასთან დაკავშირებით შეუძლია. მისი შექმნილი მოწყობილობები გამორჩეულ ბეჭდვით პროდუქციას ქმნიან. Konica Minolta უკვე 10 წელია ევროპის ბეჭდვის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს.

ტექნოლოგიების ლიდერი Konica Minolta მზადაა, მომხმარებელს ინოვაციური გადაწყვეტილებებით დაეხმაროს და კვლევებსა და განვითარებაში ინვესტიციები ჩადოს.

Previous Post

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Next Post

SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10,000,000 წუთი დაუთმეს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10,000,000 წუთი დაუთმეს

SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10,000,000 წუთი დაუთმეს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result