Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Ads მენეჯერის ერთი წელი – როგორ განვითარდა საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა?

by იზა გვარამაძე
July 31, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Ads მენეჯერის ერთი წელი – როგორ განვითარდა საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა?
0
SHARES
0
VIEWS

ერთი წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესს შეთავაზებების ახალი, რეგიონში უპრეცედენტო პლატფორმა – Ads მენეჯერი წარუდგინა. პლატფორმა ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებები საქართველოს ბანკის იმ ციფრულ არხებშიგაუშვას, რომლებსაც უკვე 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. ამ დროის განმავლობაში პლატფორმას არაერთი ფუნქციონალი და ინსტრუმენტი დაემატა, რამაც შეთავაზების შექმნისა და გამოქვეყნების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.

საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გვიამბობს, თუ როგორ განვითარდა Ads მენეჯერი დღემდე და როგორ ეხმარება იგი ბიზნესებს გაყიდვების ზრდასა და ახალი მომხმარებლების შეძენაში.

„პირველ რიგში, კარგად ვხვდებით, რომ საქართველოს და არამარტო საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ლოიალობის პროგრამა დავნერგეთ. ახლა კი ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს პლატფორმა და სწორედ ამიტომ მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ მას. მაგალითად, ახლახან Ads მენეჯერს ახალი ინსტრუმენტები დაემატა, მათ შორისაა მიზანზე ორიენტირებული კამპანია (ე.წ. presets), მიმდინარე ან დასრულებული შეთავაზებების ანალიტიკა, განახლებული Dashboard და ტურის ფუნქციონალი. ეს ცვლილებები რეალურად უმარტივებს მომხარებლებს Ads მენეჯერში ნავიგაციას. ასევე ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ ჩვენ ისტორიულ დატაზე წვდომას რომელიც შეთავაზების დაგეგმვის პროცესში გამოიხატება სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებით“, – ამბობს თორნიკე სამადაშვილი.

თორნიკე სამადაშვილი განმარტავს, რომ პლატფორმის ყველა განახლება მომხმარებლის მიერ გაჟღერებული სურვილებიდან გამომდინარეობს.

„რეალურად, განვითარების ღერძი, რომელზეც Ads მენეჯერი დგას, სწორედ მომხმარებლისგან ნაკარნახევი სასარგებლო მიგნებებია“.

შედეგად კი პლატფორმამ ბიზნესებს რამდენიმე მიზნის მიღწევის შესაძლებლობა მისცა, მათ შორისაა ახალი მომხმარებლების მოზიდვა, საშუალო შემოსავლის, გაყიდვების რაოდენობის, არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა და ა.შ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ბიზნესი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ახერხებს.

„მარკეტერებმა და ბიზნესის მფლობელებმა კარგად იციან, რომ ყველანაირი შეთავაზების საფუძველი მისი ანალიტიკაა, საიდანაც შევძლებთ, რეალურად დავინახოთ ჩვენი შრომის შედეგი და შევადაროთ კამპანიის პერიოდი არააქტიურ პერიოდს. Ads მენეჯერის ანალიტიკა მრავალფეროვან ინფორმაციას აერთიანებს, მათ შორისაა როგორც მომხმარებლის დემოგრაფიული მონაცემები, ისე გადახდებთან დაკავშირებული ანალიტიკა, რაც შეთავაზების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა“.

თორნიკე ამბობს, რომ Ads მენეჯერის განვითარების პროცესში გადახდების მიმღები არაერთი ბიზნესისგან მიიღეს უკუკავშირი, რაც ხშირად „ობიექტურად კრიტიკული იყო და გუნდს პროდუქტის გაუმჯობესების პროცესში დამატებით ძალას აძლევდა“.

თორნიკე სამადაშვილი ასევე ხსნის, თუ რა პროცესი დგას Ads მენეჯერის უკან.

„როგორც იცით, Ads მენეჯერში შექმნილი შეთავაზებები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ჩნდება. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე დიდი აპლიკაცია – BOGAPP. ამ ყველაფრის უკან დგას ალგორითმი, რომელიც, ბიზნესის სეგმენტის მიხედვით, შეთავაზებას წარუდგენს სწორედ იმ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც სხვა მსგავს ბიზნესებში გადახდები უფიქსირდება. თუკი მსოფლიოში ცნობილი სხვა სარეკლამო პლატფორმები მომხმარებლების ინტერესს მათი ციფრული კვალის მიხედვით ადგენენ, ჩვენ შემთხვევაში, ინტერესის ინდიკატორი განხორციელებული გადახდებია. ეს კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზუსტი სამიზნე აუდიტორია აღმოაჩინოს“.

თორნიკე სამადაშვილი ამბობს, რომ ახლა Ads მენეჯერის მომავალი ნათელია. პლატფორმა მალე კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ფუნქციონალებს შეიძენს. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს ბიზნესების საჭიროებების კვლევას და მათთვის ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას.

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით და შექმენით სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებები მარტივად ამ ბმულიდან.

S

Previous Post

ყველაფერი ბიზნესისთვის – ფინანსური მხარდაჭერის მრავლფეროვნება და მარტივი პროცესები თიბისიში

Next Post

რეკორდული შემოსავლის მიუხედავად, Microsoft-ის აქციების ფასი დაეცა

იზა გვარამაძე

Next Post
რეკორდული შემოსავლის მიუხედავად, Microsoft-ის აქციების ფასი დაეცა

რეკორდული შემოსავლის მიუხედავად, Microsoft-ის აქციების ფასი დაეცა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result