Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ადამიანები და ციფრული ტექნოლოგიები – როგორ გარდაქმნის ციფრული ტრანსფორმაცია HR-ის როლს კომპანიაში?

by იზა გვარამაძე
აპრილი 4, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ადამიანები და ციფრული ტექნოლოგიები – როგორ გარდაქმნის ციფრული ტრანსფორმაცია HR-ის როლს კომპანიაში?
0
SHARES
0
VIEWS

ავტორი: ხატია გიორგობიანი – სენიორ მენეჯერი, გრანთ თორნთონის ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულება

 

თანამედროვე ბიზნესისთვის ციფრული ტრანსფორმაცია ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანების გამოწვევაა, სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ ცვლილებების გულს, ძრავასა და საბოლოო მიზანს. სწორედ ამიტომ, HR დეპარტამენტი  ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად გარდაიქმნა.

Deloitte-ის კვლევის მიხედვით, ორგანიზაციების 74% მიიჩნევს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ადამიანური რესურსების სფეროში სტრატეგიული პრიორიტეტია, თუმცა მხოლოდ 26%-ს აქვს ნათლად განსაზღვრული სტრატეგია მის განხორციელებასთან დაკავშირებით[1]. ეს ბალანსი სწორედ HR-ის ჩართულობის მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს.

ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებას დღეს ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია: ხელი შეუწყოს სხვა დეპარტამენტების ტრანსფორმაციას და ამავდროულად, თავად გახდეს მისი მაგალითი.

მისია #1 – პროფესიული განვითარება, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი

HR თამაშობს გადამწყვეტ როლს ორგანიზაციის ციფრულ ტრანსფორმაციაში. ახალ რეალობაში პერსონალის უნარები სწრაფად იცვლება – დაწყებული ტექნიკური კომპეტენციებიდან,  მონაცემების ანალიზითა და კანონმდებლობით დასრულებული. HR-ს შეუძლია აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში შიდა ტრენინგებით, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვითა და პროფესიული  განვითარების ხელშეწყობით.

მისია #2 – ციფრულ რისკებზე ცნობიერების ამაღლება და პროფილაქტიკა

ციფრულ გარემოს თან ახლავს ახალი ტიპის რისკები: დამოკიდებულებები, ემოციური გადატვირთვა და ა.შ. HR უნდა იყოს ის დეპარტამენტი, რომელიც პრევენციული სტრატეგიებით წინ გადადგამს ნაბიჯს. საუბარი აღარ უნდა იყოს პოპულისტურ ინიციატივებზე, როგორიცაა ოფისში მხოლოდ ჯირას ან ტაბლოს დანერგვა – აქცენტი უნდა გადავიტანოთ პროფესიულ განვითარებაზე, ჯანმრთელობაზე, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასა და მდგრად განვითარებაზე.

მისია #3 – ორგანიზაციული სტრუქტურის ტრანსფორმაცია

მომავლის ორგანიზაციები ნაკლებად იერარქიულები და უფრო მოქნილები იქნებიან. HR უნდა წარუძღვეს ორგანიზაციული მოდელის მოდერნიზაციას ფუნქციათა გადაკვეთით, თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებითა და ბარიერების მოხსნით. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა – Y და Z თაობები ელიან ნაკლებად ფორმალურ სტრუქტურებს და უფრო მეტ ჩართულობას. HR-ის ინტერესშია ამის ხელშეწყობა, რათა კომპანიის ღირებულებები პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.

მისია #4 – შრომის მოდელების გადახედვა და მხარდაჭერა

პანდემიამ დააჩქარა დისტანციური მუშაობის ტრენდი. ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით თანამშრომლებს მიეცათ საშუალება მოქნილად იმუშაონ სხვადასხვა ადგილიდან. HR იღებს პასუხისმგებლობას, მართოს ეს პროცესი ახალი სამუშაო პოლიტიკების შემუშავებით, ტექნოლოგიური მხარდაჭერითა და თანამშრომლების ახალ რეალობაში ადაპტაციით.

მისია #5 – თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება

ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა გაზიარებული კალენდრები, პროექტის მართვის პლატფორმები და სხვა, გარდაქმნიან თანამშრომლობის ფორმებს. HR-ს აქვს შესაძლებლობა, ამ პლატფორმების მეშვეობით გააძლიეროს გუნდის კავშირები, გააუმჯობესოს შიდა კომუნიკაცია და გაზარდოს თანამშრომელთა მოტივაცია.

ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ხიდის აშენება – HR-ის ახალი მისია

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ HR-ის როლი ციფრულ ტრანსფორმაციაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციებით. დღეს ის იქცა სტრატეგიულ აქტორად, რომელიც განსაზღვრავს, როგორ აპირებს ორგანიზაცია ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტირებას ადამიანური კაპიტალის მეშვეობით. ეს ცვლილებები მოითხოვს სისტემურ მიდგომას, ციფრულ სტრატეგიას, მოქნილ ინსტრუმენტებს და, რაც ყველაზე მთავარი, სწორად გათვლილ პარტნიორობას.

თანამედროვე რეალობაში, სადაც ციფრული გადაწყვეტილებები ადამიანურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, სულ უფრო მეტი ორგანიზაცია მიმართავს გარე ექსპერტიზას, არა მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესები დააჩქაროს, არამედ იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით გააგრძელოს განვითარება.

დარგთაშორისი გამოცდილება, სისტემური ხედვა და კონტექსტზე მორგებული გადაწყვეტები ის კომპონენტებია, რომლებიც ორგანიზაციებს ეხმარება, HR ფუნქცია გარდაქმნან ციფრული ტრანსფორმაციის ბირთვად. ამ პროცესების წარმატება ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ორგანიზაცია ადამიანურ ღირებულებებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს შორის ბალანსის დაცვას. ასეთ დროს განსაკუთრებით ფასობს სტრატეგიული ხედვა და პრაქტიკული გამოცდილება – უნარი, აღიქვა ცვლილებები არა როგორც დროებითი ინიციატივა, არამედ როგორც გრძელვადიანი განვითარება. სწორედ ასეთ შემთხვევებში ხდება პროფესიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი – როცა საჭიროა არა მხოლოდ იდეების ფორმულირება, არამედ მათი სტრუქტურირებული განხორციელება.

[1] https://www2.deloitte.com/cn/en/pages/human-capital/articles/global-human-capital-trends-2020.html

Previous Post

S&P 500-მა ერთ დღეში $2.4 ტრილიონის საბაზრო ღირებულება დაკარგა

Next Post

A Bold Vision

იზა გვარამაძე

Next Post
A Bold Vision

A Bold Vision

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

Recent News

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result