Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ABBA-ს წარსული, Voyage-ი და მომავალი, რომელიც უკვე „აბბატარების“ ხელშია

by Davit Tsiramua
November 19, 2021
in კულტურა, კულტურა, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ABBA-ს წარსული, Voyage-ი და მომავალი, რომელიც უკვე „აბბატარების“ ხელშია
0
SHARES
0
VIEWS

ყველაზე პოპულარული შვედური პოპჯგუფი ABBA სტოკჰოლმში, 1972 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან, ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 400 მილიონი ალბომი გაყიდა. ABBA-ს წევრები კი, აგნეტა ფელტსკოგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ შემსრულებლებს შორის არიან. ანდერსონი და ულვეუსი ისეთი წარმატებული მიუზიკლების ავტორები არიან, როგორიცაა: Chess-ი, Christina of Duvemola და Mamma Mia, ასევე ისინი არიან ფილმ  Mamma Mia-ს პროდიუსერებიც. მხოლოდ Mamma Mia-ს მიუზიკლმა ჯამში $4-მილიარდიანი მოგება ნახა, ხოლო 2016 წლის ფილმმა ანდერსონსა და ულვეუსს $60 მილიონი მოუტანა. რაც შეეხება ანი-ფრიდს, მისი ქონება $300 მილიონადაა შეფასებული, თუმცა საკუთრების დიდი ნაწილი მეუღლის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას უკავშირდება.

ხუთ ნოემბერს შვედურმა კვარტეტმა ABBA-მ რიგით მეხუთე, თუმცა, როგორც მუსიკოსები განმარტავენ, მათ დისკოგრაფიაში ბოლო ალბომი გამოუშვა. საინტერესოა, თუ რა ფაქტორებმა მიაღებინა ერთ-ერთ უმდიდრეს პოპჯგუფს 39 წლის შემდგომ ხელახლა გაერთიანების გადაწყვეტილება და როგორ დაეხმარა თანამედროვე ტექნოლოგიები ABBA-ს დამატებით უფრო დიდი მოცულობის თანხის გამომუშავებაში.

პოპჯგუფის სოლისტმა ანი-ფრიდმა ირლანდიურ RTE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერანაირი თანხა ვერ მოახდენდა გავლენას ABBA-ს გადაწყვეტილებაზე გაერთიანებასთან დაკავშირებით. თუმცა დასძინა, რომ შესაძლოა ჯგუფში ზოგჯერ ახალი სიმღერის ჩაწერასაც განიხილავენ, მაგრამ მხოლოდ ჩაწერას და სხვა არაფერს. მედიაში რეგულარულად გაერთიანების შესახებ ჭორების გავრცელების მიუხედავად, 2000 წელს ჯგუფმა უარი თქვა ბრიტანულ-ამერიკული კონგლომერატის $1-მილიარდიან შემოთავაზებაზე, რომელიც მხოლოდ 250 შოუზე გამოსვლას ითვალისწინებდა. ჯგუფი 2014 წელს შეიკრიბა ევროვიზიაზე Waterloo-ს გამარჯვების მეორმოცე წლისთავის დასაგეგმად, ამის შემდგომ კი, 2016-ში, შვედურმა კვარტეტმა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, იმავე სცენაზე, Super Trouper ალბომიდან სიმღერა Me and I შეასრულა.

https://youtu.be/OE8aSnhzTfQ

შვედური კვარტეტის მომავალი ტური, რომლის წარმატებაც ეჭვგარეშეა, შემდეგ წელს გაიმართება. ეს არ იქნება კლასიკური ტური და არც მსგავსი ABBA-ს იმ კონცერტებისა, რომლებსაც მიჩვეულები ვართ. თითოეული კონცერტი ლონდონში სპეციალურად აშენებულ ადგილას გაიმართება და ცოცხალი მუსიკოსების ნაცვლად, სცენაზე მათ ციფრულ ასლებს – „აბბატარებს“ ვიხილავთ. ვირტუალურ ABBA-ს კი აკომპანირებას ათი მუსიკოსისგან შემდგარი ცოცხალი ანსამბლი გაუწევს. The Guardian-თან ინტერვიუში ანდერსონმა და ულვეუსმა განმარტეს, რომ „აბბატარები“ ჩაფიქრებული იყო, როგორც ორგანზომილებიანი პროექცია ეკრანზე, თუმცა ეს ჰოლოგრამებს არ ეხებოდა. რაც შეეხება ABBA-ს ხმებს, ის სპეციალურად შოუსთვის ჩაიწერა, თუმცა „აბბატარების“ ხმების ჟღერადობა მხოლოდ 2022 წლის მაისში, პირველი კონცერტების დაწყებისთვის გახდება ცნობილი.

ვირტუალური ABBA-ს შექმნის იდეა ხუთი წლის წინ გაჩნდა – მაშინ როდესაც Spice Girls-ის პროდიუსერმა საიმონ ფულერმა, რომელიც  თანხებს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებში დებს, მუსიკოსებთან კონტრაქტი გააფორმა. ფულერმა შესთავაზა ჯგუფის წევრებს, შეექმნათ კონცერტების ახალი კონცეფცია, სადაც მათ პირადად სცენაზე გამოსვლა არ მოუწევდათ. საბოლოოდ კი, ამჟამად Disney-ის საკუთრებაში არსებული Industrial light & Magic-ის საშუალებით „აბბატარების“ შეიქმნა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საინტერესო საკითხი „აბბატარების“ რეპერტუარია. როგორც გაირკვა, ახალი სიმღერებიდან დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის გამო, ABBA-მ მხოლოდ ორი სიმღერის – I Still Have Faith in You-ისა და Don’t Shut Me Down-ის ვერსიები მოამზადა. კიდევ რას წარადგენენ ვირტუალური მუსიკოსები კონცერტზე, ჯერ  არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ ჰიტების გარდა მომღერლები თავიანთ ნაკლებად პოპულარულ სიმღერებსაც გაიხსენებენ.

აღსანიშნავია, რომ ABBA თავდაპირველად მხოლოდ ორი სიმღერის ჩაწერას გეგმავდა, თუმცა ახალი ალბომისთვის საკმარისი მასალა დაგროვდა. Voyage-ი ცხრა ახალ ნამუშევართან ერთად კომპოზიცია Just a Nation-ს აერთიანებს, რომლის ვოკალიც მუსიკოსებმა ჯერ კიდევ 1978 წელს ჩაწერეს, ახლა კი თანამედროვე არანჟირებაც დაურთეს.

Voyage-მა კი  პოპჯგუფის ფანები ორ ბანაკად უკვე დაყო: თუ ერთი ნაწილი მოხარულია ჯგუფის დაბრუნებით და გათანამედროვებით, მეორე ნაწილს საფირმო ხმის მოსმენა სურს. მიუხედავად ამისა, Voyage-ი ერთ კვირაზე მეტხანს დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში და, რა თქმა უნდა, შვედეთში, ჩარტების სათავეში იყო წარმოდგენილი. გაერთიანებულ სამეფოში ჯგუფმა რეკორდი დაამყარა წინასწარი შეკვეთების რაოდენობით (111,000 წინასწარი შეკვეთა), გერმანიაში 200,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგში კი მე-14 ადგილი დაიკავა. ალბომმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა და, Metacritic-ის მონაცემებით, 100-დან 72 ქულა დააგროვა.

ფაქტია, რომ ABBA-ს ახალი ნამუშევრის და გაციფრულების შესახებ როგორც ფანების, ასევე კრიტიკოსების აზრი ორადაა გაყოფილი. ამის მიუხედავად, ჩანაწერების გაყიდვები აჩვენებს, რომ მსოფლიო ლეგენდარული ჯგუფის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა. Voyage-ით კი, როგორც მუსიკოსები აცხადებენ, მათი უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევრით, დასრულდება ლეგენდარული შვედური პოპჯგუფის „ცოცხალი“ სახით არსებობა და მომავალი წლიდან მხოლოდ და მხოლოდ „აბბატარები“ იარსებებს.

Previous Post

CEO-ები: კლიმატური ცვლილებები ბიზნესზე გავლენას ახდენს

Next Post

ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად $100 მილიონამდე თანხა გაიღო

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად $100 მილიონამდე თანხა გაიღო

ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად $100 მილიონამდე თანხა გაიღო

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result