Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, საქართველო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენითა და სიახლით იყო გამორჩეული. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართველი მეცნიერების აღმოჩენაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად მზის კორონული მასის ამოფრქვევის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს, რაც მომავალში ამ მოვლენისა და, შესაბამისად, კოსმოსური ამინდის პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, ტარტუსა და ლუისვილის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტები კოლეგებთან ერთად მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობას დააკვირდნენ და ამის შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ადამიანის ტვინის მიერ წარმოქმნილი ტალღები  მის გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე პირველად ჩაიწერეს.

ცოტა ხნის წინ უკრაინის ბირთვულმა სააგენტომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განაცხადა, რომ ჩერნობილში რადიაციის დონემ მოიმატა, თუმცა არა – კრიტიკულად. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრილმა რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ტერიტორია და ექსპლუატაციიდან გამოსული ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და სიახლეებს გაეცნობით.

ილიაუნის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად მზის კორონული მასის ამოფრქვევის მიზეზი დაადგინეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად მზის კორონული მასის ამოფრქვევის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს, რაც მომავალში ამ მოვლენისა და შესაბამისად, კოსმოსური ამინდის პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს. მკვლევართა ერთობლივი ნაშრომი, რომელშიც აღმოჩენის შესახებ დეტალებზეა საუბარი, გამოცემა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მეცნიერები ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, მზის კორონული მასის ამოფრქვევას SDO-ისა და STEREO-ის სახელწოდებით ცნობილი მისიების ფარგლებში შეგროვებული მონაცემების ანალიზის მეშვეობით იკვლევდნენ, როდესაც აღნიშნული მოვლენის გამომწვევი მიზეზის დადგენა შეძლეს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ პროცესს წინ უსწრებს მზის გვირგვინში არსებული პლაზმის ღრუბლებიდან, იმავე პროტუბერანცებიდან პლაზმის ბურთულაკების ცვენა, რასაც კორონულ წვიმას უწოდებენ. ეს მათ არამდგრადობას და, შესაბამისად, კორონული მასის ამოფრქვევას იწვევს.

„ინტენსიური კორონული წვიმის შედეგად პროტუბერანცის მასა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იწვევს მის არამდგრადობას. პროტუბერანცის არამდგრადობა იწყება კორონული წვიმის დაწყებიდან რამდენიმე ათეული საათის შემდეგ, რაც გვაძლევს კორონული მასის ამოფრქვევის პროგნოზირების საშუალებას მინიმუმ ერთი დღე-ღამით ადრე“, – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ-მკვლევარი, ზურაბ ვაშალომიძე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მასპინძელი ვარსკვლავი მზის სისტემაზე, პლანეტათაშორის სივრცეზე, დედამიწის მაგნიტოსფეროსა და პლანეტაზე არსებულ სასიცოცხლო პირობებზე უდიდეს გავლენას ახდენს. მზის კორონული მასის ამოფრქვევის დროს კოსმოსში მილიარდობით ტონა ნივთიერება ვრცელდება. მისი დედამიწასთან შეჯახების შედეგად მაგნიტური ქარიშხალი წარმოიქმნება, რაც ტელესაკომუნიკაციო სისტემებზე, ხელოვნურ თანამგზავრებსა და ცოცხალ ორგანიზმებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი მისიის ფარგლებში ჩვენი მნათობის შესასწავლად გაშვებულმა ხომალდმა, Solar Orbiter-მა მზის უზარმაზარი ამოფრქვევა დააფიქსირა. როგორც ცნობილია, ეს მზის კორონული მასის უდიდესი ამოფრქვევაა, რომელსაც მეცნიერები აპარატების დახმარებით აქამდე დაჰკვირვებიან.

ქართველ მეცნიერებს Solar Orbiter-ის მიერ მოპოვებული მასალა და დედამიწაზე განლაგებულ დიდ ტელესკოპებზე დაგეგმილი მომავალი დაკვირვებები კოსმოსური ამინდის პროგნოზირების უნიკალურ საშუალებას აძლევს.

უკრაინის ბირთვული სააგენტოს ცნობით, ჩერნობილში რადიაციის დონემ მოიმატა

უკრაინის ბირთვული სააგენტოსა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩერნობილში რადიაციის დონემ მოიმატა, თუმცა არა – კრიტიკულად. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.

ფოტო: REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის ბირთვულ სააგენტოში მომუშავე ექსპერტები რადიაციის ზუსტ დონეს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მონაცემების ცვლილება აღნიშნულ რეგიონში მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შედეგად ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების მტვრის გავრცელებამ გამოიწვია.

რადიაციის დონის მომატების საფრთხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, როდესაც 24 თებერვალს ქვეყანაში შეჭრილმა რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ტერიტორია და ექსპლუატაციიდან გამოსული ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.

ტერიტორია, სადაც 1986 წლის 26 აპრილს ბირთვული რეაქტორის აფეთქება მოხდა, რასაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი კატასტროფა მოჰყვა, კიევიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დისტანციაზე მდებარეობს. გამიზნული თუ დაუდევარი მოქმედებების გამო არსებობს საფრთხე, რომ რადიოაქტიურმა მტვერმა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მისი მოსაზღვრე ქვეყნებიც მოიცვას, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.

უკრაინის მეზობელი სახელმწიფოს, პოლონეთის განცხადებით, მის ტერიტორიაზე რადიაციის დონის მატება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

მკვლევრებმა მომაკვდავი ადამიანის ტვინისგან წარმოქმნილი ტალღები პირველად ჩაიწერეს

მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, მომაკვდავი ადამიანის ტვინისგან წარმოქმნილი ტალღები ჩაიწერეს და შედეგად, შემეცნებითი აქტივობის, მათ შორის ოცნების, მოგონებების გახსენებისა და მედიტაციის მსგავსი პროცესი დააფიქსირეს. ამის შესახებ მკვლევრები გამოცემა Frontiers in Aging Neuroscience-ში დეტალურად საუბრობენ.

პაციენტი, რომლის ტვინის აქტივობასაც მეცნიერები დააკვირდნენ, 87 წლის ესტონელი მამაკაცი იყო. მას ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა. ტარტუს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა კრუნჩხვების გამოსავლენად და პაციენტის სამკურნალოდ უწყვეტი ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენეს. მცდელობის მიუხედავად, მამაკაცი ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა, სპეციალისტებმა ამ გზით, ისტორიაში პირველად, მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობის ჩაწერა შეძლეს. კვლევის დროს, რომელსაც აშშ-ში მდებარე ლუისვილის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად უძღვებოდნენ, განსაკუთრებული ყურადღება პაციენტის გულის გაჩერებამდე 30 წამის განმავლობაში ჩაწერილ მონაცემებზე გაამახვილეს.

ცნობისთვის, ტვინის აქტივობა EEG-ში ნაჩვენებ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ალფა, ბეტა, დელტა, თეტა და გამა რხევებში იზომება. ეს უკანასკნელი უფრო აქტიურ შემეცნებით პროცესთან ასოცირდება. მაგალითისთვის კონცენტრაციასთან, ოცნებასთან, მედიტაციასთან, გახსენებასთან, ინფორმაციის დამუშავებასა და აღქმასთან.

მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ ჩაწერილ, 87 წლის მომაკვდავი მამაკაცის ტვინისგან წარმოქმნილ ტალღებში გამა რხევები ჭარბობდა. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს იმის მანიშნებელი, რომ ადამიანი სიკვდილის წინ განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს. სპეციალისტები კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ, რათა დასკვნების გამოტანა უფრო დაზუსტებით შეძლონ.

NASA-ს როვერმა მარსის ცაზე მოძრავი ღრუბლები გადაიღო

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა როვერმა, Curiosity-მ წითელი პლანეტის ცაზე მოძრავი ღრუბლები დააფიქსირა. GIF-ები, რომლებიც ორგანიზაციაში მომუშავე სპეციალისტებმა მარსმავლის მიერ გადაღებული ფოტოებისგან შექმნეს, NASA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

NASA/JPL-Caltech/York University

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, Curiosity-მ კადრები მასზე დამონტაჟებული სანავიგაციო კამერით გასული წლის 12 დეკემბერს დააფიქსირა. ცნობისთვის, თითოეულ GIF-ში მარსმავლის მიერ გადაღებული რვა-რვა სურათია გაერთიანებული. ერთ-ერთ მათგანში ცაზე ღრუბლების გადაადგილების შედეგად პლანეტის ზედაპირზე წარმოქმნილი ჩრდილების დანახვაა შესაძლებელი. მეორე GIF-ში კი უშუალოდ Curiosity-ს თავზე მოძრავი ღრუბლებია ნაჩვენები.

NASA-ში მომუშავე სპეციალისტების გამოთვლებით, მარსმავლის მიერ დაფიქსირებული ღრუბლები წითელი პლანეტის ზედაპირიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით გადაადგილდებოდნენ. მათივე თქმით, ასეთ სიმაღლეზე საკმაოდ ცივა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღრუბლები არა წყლის, არამედ ნახშირორჟანგის ყინულისგან შედგება.

შეგახსენებთ, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Curiosity მარსისკენ 2011 წლის 26 ნოემბერს, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან რაკეტა Atlas V 541-ით გაუშვა. აპარატი წითელი პლანეტის ეკვატორთან მდებარე გეილის კრატერში 2021 წლის 6 აგვისტოს დაეშვა და ამის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს.

მისიის მიზანი, რომელსაც NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორია (JPL) ხელმძღვანელობს, Curiosity-ს დახმარებით ციური სხეულის გეოლოგიური მახასიათებლების გამოკვლევა, მის კლიმატზე დაკვირვება და პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა.

Moderna სამ ახალ mRNA ვაქცინას აანონსებს

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სამ ახალ ვაქცინას აანონსებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია მოცემული.

Moderna-ს სამი პროგრამიდან ერთ-ერთი ჰერპესის ვირუსის (HSV) საწინააღმდეგო  ვაქცინის, mRNA-1608-ის შემუშავებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად კი პრეპარატი მიმართული იქნება HSV-2-დაავადებაზე, HSV-1-დაავადებისგან ჯვარედინი დაცვის მოლოდინით. ვაქცინის დანიშნულება ანტისხეულების ძლიერი რეაქციის გამოწვევაა, გამანეიტრალებელი ფუნქციის გააქტიურებებით. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის ავტორიზაცია HSV-ის საწინააღმდეგო არც ერთ საინიექციო პრეპარატს არა აქვს გავლილი.

მეორე ვაქცინა mRNA-1468, რომლის შექმნაზეც Moderna მუშაობს, ვარიცელა ზოსტერის ვირუსის (VZV) საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ეს არის ვირუსი, რომელიც შესაძლოა, ორგანიზმში წლების განმავლობაში დარჩეს მიძინებულ მდგომარეობაში, მოგვიანებით კი კვლავ გააქტიურდეს და სირსველის დაავადება გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სირსველის, იმავე ჰერპეს ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების მიზნით კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ამერიკული კორპორაცია Pfizer-ი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი. მათი ინფორმაციით, პრეპარატი mRNA-ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

რაც შეეხება Moderna-ს მესამე ვაქცინის კანდიდატს, mRNA-4359-ს, მისი მიზანი ადამიანის ორგანიზმში არსებული კიბოს უჯრედებისთვის შეტევა და მათი განადგურებაა. ის ორიენტირებულია ორ ანტიგენზე: ინდოლეამინ 2,3-დიოქსიგენაზასა (IDO) და PD-L1-ზე.

Moderna-ს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ მედიკამენტების წარმოებაში mRNA-ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენება კორონავირუსის ვაქცინის, Spikevax-ის შექმნის შემდეგ, მისი წარმატებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

კვლევა: ვეგეტარიანელებში კიბოს განვითარების რისკი 14%-ით დაბალია ხორცის რეგულარულად მჭამელებთან შედარებით

ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ვეგეტარიანელების, უფრო კონკრეტულად კი მათ შემთხვევაში, ვინც ცხოველური ხორცით კვებაზე უარს აცხადებს, ნებისმიერი ტიპის კიბოს განვითარების რისკი 14%-ით დაბალია, მათთან შედარებით, ვინც ხორცს რეგულარულად მოიხმარს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა BMC Medicine-ში გამოქვეყნდა.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ვეგეტარიანული დიეტის დაცვა ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის რისკს საგრძნობლად ამცირებს. ამის პარალელურად, სწრაფი კვების ინდუსტრიაში ჩაბმულმა კომპანიებმა მენიუებში პროდუქტის ვეგეტარიანული ვარიანტების შეტანა დაიწყეს. სავარაუდოდ, ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების ახალი კვლევა ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკიდან დაახლოებით 472,000 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეები ოთხ ჯგუფად გაანაწილეს. პირველში შედიოდნენ ხორცის რეგულარულად მჭამელები (კვირაში 5-ზე მეტჯერ), მეორეში – ხორცის ნაკლებად მჭამელები, მესამეში – ვინც ხორცეულიდან მხოლოდ თევზს ეტანებოდა და მეოთხეში – ვინც ყველანაირი ხორცის ჭამაზე უარს აცხადებდა, ანუ ვეგეტარიანელები.

კვლევის დაწყებისას, ბაზაში შეყვანილ არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა გამოვლენილი კიბოს რაიმე ნიშანი. მეცნიერები ცდისპირებს 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა ტიპის კიბოთი დაავადების შემთხვევები ყველაზე მაღალი იმ ჯგუფში იყო, რომელშიც ხორცის რეგულარულად მჭამელები შედიოდნენ, ყველაზე დაბალი კი – ვეგეტარიანელების ჯგუფში.

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი სამი გალაქტიკა დააფიქსირა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჰაბლის ტელესკოპმა ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი სამი გალაქტიკა დააფიქსირა. აპარატის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი ფოტო ორგანიზაციებმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოაქვეყნეს.

ფოტო: ESA/Hubble & NASA, W. Keel, Dark Energy Survey, Department of Energy, Fermilab, Dark Energy Survey Camera, (DECam), Cerro Tololo Inter-American Observatory, NoirLab/National Science Foundation/AURA, Sloan Digital Sky Survey; Acknowledgment: J. Schmidt

სპეციალისტების გამოთვლებით, ჰაბლის მიერ დაფიქსირებული კოსმოსური ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 681 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. როგორც ცნობილია, ის კირჩხიბის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ფოტოზე ვარსკვლავები და კოსმოსური მტვრის მასა მოჩანს, რომელზეც შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკების გრავიტაცია ზემოქმედებს. გამოსახულების ცენტრალურ ნაწილს მტვრის სქელი ღრუბელი ფარავს, თუმცა მის ფონზე, კიდურებზე კაშკაშა სინათლე მკაფიოდ შეიმჩნევა.

გალაქტიკების შერწყმის პროცესზე დაკვირვება იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მათში შემავალი ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა კოსმოსური ობიექტები ერთმანეთს ეჯახებიან. აღსანიშნავია, რომ, მეცნიერების ვარაუდით, დაახლოებით 4-5 მილიარდ წელიწადში ერთმანეთს ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკებიც შეეჯახებიან. როგორც ვარაუდობენ, მათი შერწყმის შედეგად ელიფსური ან ლენტიკულარული გალაქტიკა წარმოიქმნება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკამ უკვე შთანთქა ერთი გალაქტიკა, რომლის ნარჩენებიც სისტემაში ახლაც შესამჩნევია.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result