Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა
0
SHARES
0
VIEWS

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი ახორციელებს, ეროვნული სამეცნიერო კონკურსია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13 – 18 წლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი, რომელიც წელს მერვედ ჩატარდება, პარტნიორებთან ერთად, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.

კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩავუყარეთ, უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ყოველ წელს იზრდება კონკურსის მიმართ როგორც ახალგაზრდების, ასევე ახალი პარტნიორების დაინტერესება. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მოთხოვნა. წელს, კონკურსს ახალი სტრატეგიული პარტნიორი – ლიბერთი ბანკი შემოუერთდა. დარწმუნებული ვართ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კონკურსის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი ახალგაზრდების ხელშეწყობას“, – მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ლიბერთისთვის  დიდი პატივია იყოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა პირველ რიგში ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად – შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს  ცოდნის მიღებასა  და  მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივებაში. ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და ვფიქრობთ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო გაძლიერდება ნიჭიერი, ახლის მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა.

გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ადამიანს გავიცნობთ და დავუმეგობრდებით. ლიბერთის გუნდი მზადაა თავისი ყველა რესურსით  ჩაებას მომავალი თაობის განათლების უმნიშვნელოვანეს საქმეში.“ – ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან – 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში და წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.  კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

კონკურსის ტრადიციული პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქპატენტი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.millennium.org.ge. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: (0) 32 2281 185.

Previous Post

გლობალური დემოკრატიის მაჩვენებელთან ერთად, საქართველოს დემოკრატიის ქულაც ვარდნას განაგრძობს

Next Post

„ქართული ქსოვილის“ და მეამას პარტნიორობა გრძელდება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
„ქართული ქსოვილის“ და მეამას პარტნიორობა გრძელდება

„ქართული ქსოვილის“ და მეამას პარტნიორობა გრძელდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result