Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ანტრეპრენიორები

PKey – ქართული NFC სავიზიტო ბარათი | ინტერვიუ ლევან კობერიძესთან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, ინტერვიუ, საქართველო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
PKey – ქართული NFC სავიზიტო ბარათი | ინტერვიუ ლევან კობერიძესთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ადამიანები საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებასა და გამარტივებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ  მიზანს ემსახურება „თიბისის“ ბიზნესის მობაილბანკის აპლიკაციის iOS დეველოპერის, ლევან კობერიძის იდეა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების სავიზიტო ბარათის, PKey-ს შექმნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მის დასკანირებას NFC-ით ან QR კოდით შეძლებთ. სტარტაპერის თქმით, შემოთავაზებული პროდუქტი მომავალში ქაღალდის სავიზიტო ბარათებს ჩაანაცვლებს და უფრო პრაქტიკული გამოსაყენებელი იქნება.

PKey-ს შექმნის იდეამ ყურადღება ძალიან მალე მიიპყრო. ამას ისიც ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ ლევანი „სტარტაპ დეკრეტი 2021-ის“ გამარჯვებული გახდა. ს „თიბისის“ ეს კონკურსი კომპანიის თანამშრომლებს ინოვაციური იდეების განხორციელებაში ეხმარება. PKey-ს სავიზიტო ბარათის უპირატესობებისა და ფუნქციების შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ლევან კობერიძე გვესაუბრა.

ლევან, უფრო დეტალურად გვითხარით, რა არის PKey?

PKey მრავალჯერადი გამოყენების ჭკვიანი სავიზიტო ბარათია, რომელსაც ერთი შეხებით შეუძლია მობილურში ბარათის მფლობელის საკონტაქტო დეტალების გახსნა. აღსანიშნავია, რომ ის კონტაქტების ბაზას ლოკაციების მიხედვით შექმნის და მომხმარებლებს ბიზნესანალიტიკას შესთავაზებს. PKey-ს ინტეგრაციებით ზემოხსენებული ინფორმაციის დაკავშირება 3000-ზე მეტ ავტომატიზაციისა და CRM-სერვისთანაა შესაძლებელი. უნდა ითქვას, რომ ჭკვიანი სავიზიტო ბარათის მუშაობისთვის სპეციალური აპლიკაციის ქონა საჭირო არ არის.

როგორ გაჩნდა PKey-ს შექმნის იდეა? რით იქნება ის ჩვეულებრივი სავიზიტო ბარათებისგან განსხვავებული?

ტრადიციული ქაღალდის სავიზიტო ბარათები ერთჯერადი გამოყენებისაა.  გარდა ამისა, უამრავი ასეთი ბარათის ერთად ტარება გიწევს, რომელთა დიდი ნაწილიც საბოლოოდ უსარგებლო აღმოჩნდება ხოლმე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საჭირო ინფორმაციასა და საკონტაქტო დეტალებს მობილურში ხელით გადაიტანენ, რაც საკმაოდ არაკომფორტულია, ადამიანების 88% მათ თავიდან იშორებს.

PKey-ს შექმნის იდეაც სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა. დროის მოკლე მონაკვეთში ბევრ ადამიანთან შეხვედრა მომიწია. ისინი როგორც კომპანიების, ასევე საკუთარი (personal) ბრენდის წარმომადგენლები იყვნენ და ყველამ თავისი სავიზიტო ბარათი გადმომცა. მათი ერთად ტარება ჩემთვის საკმაოდ არაკომფორტული იყო. გარდა ამისა, რამდენიმე საჭირო კონტაქტის მობილურში ხელით გადატანა მომიწია. საბოლოოდ, ამ ბარათების უმეტესობა ნაგავში აღმოჩნდა.

როგორ აპირებთ თქვენი პროდუქტით იმ მომხმარებლების დაინტერესებას, რომელთათვისაც თუნდაც ერთი სავიზიტო ბარათის ტარება დისკომფორტს წარმოადგენს?

ასეთი მომხმარებლები ალტერნატივად ციფრული სავიზიტო ბარათის გამოყენებას შეძლებენ. მათ PKey მობილურში ექნებათ ჩატვირთული და ნებისმიერ დროს შეძლებენ მასზე არსებული ინფორმაციის გაზიარებას.

ასევე მომავალში პროდუქტი შესაძლებელია, ბარათის გარდა სხვა ფორმითაც იყოს წარმოდგენილი, იქნება ეს სტიკერი, სამაჯური თუ ბეჭედი.

რა ტექნოლოგია იქნება გამოყენებული ჭკვიანი სავიზიტო ბარათების დასამზადებლად? დაახლოებით რა პერიოდში შეძლებთ იდეის ხორცშესხმას?

ჭკვიანი სავიზიტო ბარათების დამზადება ხდება სპეციალური პრინტერებით, რომლებიც როგორც NFC-ინფორმაციის დაპროგრამებას, ასევე PKey-ზე მომხმარებლის მიერ არჩეული დიზაინის გადატანის საშუალებას იძლევა.

ზუსტი ვადების დასახელებას ვერ შევძლებ, თუმცა, ვფიქრობ, იდეის რეალობად ქცევას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება საჭირო, რაც ვებპლატფორმის შექმნასა და შეკვეთების ავტომატიზაციის გამართვას გულისხმობს.

რა ფუნქციებით იქნება აღჭურვილი PKey? როგორ შეძლებენ ჭკვიანი სავიზიტო ბარათის გამოყენებას მისი მფლობელები?

PKey-ს ბარათზე მომხმარებელს შეეძლება, აირჩიოს და შემდეგ პლატფორმიდან მართოს საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა რეჟიმი; შექმნას მასზე მორგებული საკონტაქტო პროფილი; იხილოს ანალიტიკა; დააექსპორტოს შეგროვებული კონტაქტები ან „დასინქოს“ ეს ინფორმაცია CRM და ავტომატიზაციის სერვისებთან.

აქვე დავამატებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მობილურს არა აქვს NFC-მხარდაჭერა, ყველა PKey-ს ბარათზე დატანილი იქნება QR-კოდი, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებს.

იდეის განხორციელების შემდეგ რა გეგმები გაქვთ? ვისთვის აპირებთ პროდუქტის შეთავაზებას?

რადგან სტარტაპი ქართულია, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი – ტრადიციული ბარათების PKey-ს ჭკვიანი ბარათებით ადგილობრივად ჩანაცვლებაა. ამის შემდეგ სამიზნე არეალი ეტაპობრივად გაიზრდება და თანდათან მეზობელ ქვეყნებს, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. MVP ფაზის დასრულების შემდეგ, პლატფორმა გლობალურად გაეშვება. Pkey-ს ბარათის შეკვეთა ნებისმიერი ადგილიდან უნდა იყოს შესაძლებელი.

გლობალურ ბაზარზე არსებული PKey-ს ანალოგების გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოთხოვნილი და მოგებიანი იქნება ამ პროდუქტის წარმოება?

დღეს გლობალურ ბაზარს მსგავს პროდუქტს რამდენიმე წარმატებული სტარტაპი სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი Popl-ია, რომელმაც 700,000 ბარათის გაყიდვა შეძლო. მათი ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. კიდევ ერთი ასეთი სტარტაპი Linq-ია, რომელმაც მხოლოდ 2020 წლისთვის პროდუქტის გაყიდვებით დაახლოებით 281,000 აშშ დოლარის მოცულობის შემოსავალი მიიღო. ვფიქრობ, რომ, მიმდინარე სურათით, საერთაშორისო ბაზარზე PKey საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.

Previous Post

Novelty – სტენფორდში შექმნილი ქართული სოციალური ქსელი | ინტერვიუ ნიკა ქორელთან

Next Post

პანდემიის გავლენით საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში მრავალი ახალი ტრენდი ჩამოყალიბდა

იზა გვარამაძე

Next Post
პანდემიის გავლენით საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში მრავალი ახალი ტრენდი ჩამოყალიბდა

პანდემიის გავლენით საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში მრავალი ახალი ტრენდი ჩამოყალიბდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result