Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Facebook: SME-ებში დასაქმებულთა 1/4-ს მაინც მოვალეობების ძირითადად დისტანციურად შესრულება შეუძლია

by თინათინ ინაური
აპრილი 27, 2021
in მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
Facebook: SME-ებში დასაქმებულთა 1/4-ს მაინც მოვალეობების ძირითადად დისტანციურად შესრულება შეუძლია
0
SHARES
0
VIEWS

მცირე და საშუალო ბიზნესის (ე.წ. SME-ები) კატეგორიას მსოფლიო კომპანიების დაახლოებით 90%-მდე მიეკუთვნება. ამასთანავე, სამუშაო ადგილების 60-70% სწორედ ამ სექტორზე მოდის. ამგვარად, მცირე და საშუალო ბიზნესი გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა ამავდროულად, ეს სექტორი ეკონომიკური შოკების მიმართ განსაკუთრებით დაუცველიცაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ SME-ები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ტურიზმის სექტორში, ცხადია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვავე შედეგები მოიტანა.

ამ შედეგების შესასწავლად 2021 წლის თებერვალში  Facebook-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 27 ქვეყნის 35,000-მდე SME-ი მონაწილეობდა. ამ კვლევაში SME-ებად მოიაზრება ყველა ის კომპანია, რომელთაც 250-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს. გამოკითხვამ საკმაოდ მძიმე სურათი აჩვენა.

როგორც აღმოჩნდა, პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, ბევრ მცირე თუ საშუალო კომპანიას ისევ უჭირს ფუნქციონირების გაგრძელება. 2021 წლის თებერვალში გამოკითხული SME-ების დაახლოებით  1/4 -მა კი განაცხადა, რომ საქმიანობის შეჩერება მოუწია. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ დიდი ზრდაა 2020 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ამ კომპანიების 8% ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. საინტერესოა, რომ ბოლო გამოკითხვის შემდეგ ყველაზე მეტად დახურული კომპანიების რიცხვი ევროპაში გაიზარდა. ამასთანავე, იმ SME-ებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ, 30%-მა განაცხადა, რომ ამ პერიოდში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუწია.მათი ნახევარი კი აცხადებს, რომ მომავალი ექვსი თვე მაინც არ გეგმავს ამ გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა შედეგებმა არათანაბრად იმოქმედა კაცებსა და ქალებზე. თუ მსოფლიოში კაცების ხელმძღვანელობაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესების 21% დაიხურა, ქალების ხელმძღვანებლობაში მყოფი SME-ების 27%-ს მოუწია საქმიანობის შეწყვეტა.

მეორე მხრივ, საინტერესოა ისიც, რომ პანდემიის მიერ შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად გამოკითხული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 60%-მა განაცხადა, რომ რაღაც მაინც შეცვალა თავისი ბიზნესის წარმოების პროცესში. ეს ძირითადად გამოიხატება ციფრული ტექნოლოგიების უკეთესად ადაპტაციასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ახალი ფორმების დანერგვაში. ამ ცვლილებების შედეგად, ზოგიერთმა კომპანიამ უფრო მეტ მომხმარებელზე გასვლა და ციფრული გაყიდვების გაზრდა შეძლო.

ამასთანავე, SME-ების 34% აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების მეოთხედს მაინც მოვალეობების ძირითადი ნაწილის შესრულება დისტანციურად შეუძლია. მიუხედავად ამისა,  დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის მქონე ვაკანსიების რიცხვით SME-ები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დიდ კომპანიებს. OECD-ის კვლევამ კი აჩვენა, რომ პანდემიის დროს შექმნილი სამუშაო პირობებთან დაკავშირებული მოლოდინები პანდემიის დასრულების შემდეგ ნაკლებად შეიცვლება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ზომის კომპანიას მოუწევს თავიანთი კომპანიების მეტად „გაციფრულება“. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც დისტანციური ვაკანსიების შეთავაზების შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ, თანამშრომლების (განსაკუთრებით კი მაღალკვალიფიცირებული კადრების) მოზიდვა გაუჭირდებათ.

Previous Post

ახალი გამოწვევების მიღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა პიროვნული განვითარებისთვის

Next Post

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები?

თინათინ ინაური

Next Post
რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები?

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი სამხედრო ხარჯები?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result