Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

წამყვანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in საქართველო
0
წამყვანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს
0
SHARES
0
VIEWS

“საქართველოს ეროვნული ბანკის დროულმა და გაბედულმა ღონისძიებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეარბილა”, – ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

სტატიაში კობა გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საფინანსო სექტორზე COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით დროულად გაატარა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კობა გვენეტაძე ხაზს უსვამს კრიზისამდე გატარებული ეფექტური  და თანმიმდევრული ფინანსური ზომების მნიშვნელობას, რომელთა შედეგად საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მოქნილობაც შეინარჩუნა.

“ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ საგარეო შოკები საკმაოდ ხშირი მოვლენაა ისეთი პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პანდემიით გამოწვეული რეცესია არსებითად განსხვავდება ადრინდელი კრიზისებისგან. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი ბევრი მიმართულებით მიადგა. პანდემიის მსგავსი გლობალური შოკი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, ხაზს უსვამს იმას, რომ კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კრიზისამდელ პერიოდში გატარებული პროაქტიული და თანმიმდევრული ზომების წყალობით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მდგრადობა შეინარჩუნა.

2016 წლიდან საბანკო სისტემაში ვზრდიდით კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მოცულობასა და ხარისხს. კომერციული ბანკების მიერ გამომუშავებულმა სარგებელმა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა კაპიტალის დამატებითმა მოთხოვნებმა კომერციულ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერების დაგროვების და კრიზისთან ეფექტიანად გამკლავების საშუალება მისცა. დამატებითი მოთხოვნების ეტაპზე დაჩქარებული გადასვლა გამარტივდა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, აქციონერების მტკიცე მხარდაჭერითა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომით: საქართველოში არსებული ბანკები ძირითადად უცხოურ მფლობელობაშია, ხოლო ორი ყველაზე მსხვილი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. გარდა ამისა, გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო შინამეურნეობების ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია, რამაც ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მოქნილობა”,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების ჭარბი ზრდის შესამცირებლად და ჯანსაღი დაკრედიტების ხელშესაწყობად, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია აამოქმედა. შინამეურნეობების დაკრედიტების წლიური ზრდა შემცირდა, ხოლო ბიზნესის დაკრედიტებისა და ინვესტიციების ზრდის მიზნით იურიდიული პირების დასაფინანსებლად მეტი თანხები გახდა ხელმისაწვდომი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, არაერთი საგანგებო ღონისძიება გაატარა: სებ-მა გააფართოვა სისტემისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები რეალური ეკონომიკის დაკრედიტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად; დაეხმარა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი ინსტრუმენტით, რომელიც მიზნობრივი რაოდენობრივი შერბილების ანალოგიურია; მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უზრუნველყო რესურსებზე გაფართოებული ხელმისაწვდომობა სსფ-თან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში; შეამცირა კაპიტალის ადეკვატურობა; გამოაცხადა დროებითი მორატორიუმი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დანერგვაზე და ადგილზე შემოწმების შეჩერებაზე; მოუწოდა ბანკებს სესხების გადახდაზე მორატორიუმის ნათლად და  გეგმის შესაბამისად გამოცხადება; ასევე, შემუშავდა მორატორიუმი იმ დარღვევებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზი კრიზისია. ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი ეფექტის შესარბილებლად, ზემოხსენებულ დროებით ღონისძიებებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა. სტანდარტული საპასუხო პოლიტიკის ძირითადი საყრდენი მაინც უცვლელი რჩება – ფასების სტაბილურობის მიღწევა მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმის პირობებში. პანდემიის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9%-დან 8%-მდე შეამცირა, რათა ხელი შეეწყო ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის და განაკვეთი ამ ნიშნულზე შეინარჩუნა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკამ “შეაკეთე სახურავი სანამ მზე ანათებს”, საფინანსო სისტემა კრიზისისთვის კარგად მოამზადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად, პოლიტიკურ ღონისძიებებზე მუშაობასთან ერთად, ეროვნული ბანკი  დიდ ყურადღებას უთმობს გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას. ასევე დღის წესრიგში  პრიორიტეტად რჩება ინიციატივები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.

ინფორმაციისთვის: მსოფლიოს ავტორიტეტული გამომცემლობის Financial Times-ის ფინანსური გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან გამოდის.

სრული სტატია ინგლისურ ენაზე.
წყარო: The Banker

Previous Post

გავლენიანი ჟურნალი WWD Forbes Georgia-ს იანვრის ნომრის ყდის შესახებ სტატიას აქვეყნებს

Next Post

საქართველოში ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების შემოსავლები

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველოში ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების შემოსავლები

საქართველოში ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების შემოსავლები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result