Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

საინვესტიციო ჯგუფის “ბიჯეო” გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
საინვესტიციო ჯგუფის “ბიჯეო” გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალმა” ბიჯეო ჯგუფის გაყოფის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. 10-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი − BGEO − ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. კომპანიებად, რომლებიც მოღვაწეობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით აგრძელებენ. აღნიშნული გაყოფა საქართველოს ფინანსურ სექტორში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,  ამიერიდან ორ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლად მართოს ყველა რესურსი, მისდიოს საკუთარ სტრატეგიასა და იზრუნოს კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლაზე. 

საქართველოს ბანკის და “საქართველოს კაპიტალის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. დღეიდან, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ ტიკერით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს “ტიკერით”.

“ვულოცავ ორივე კომპანიის წარმომადგენლებს ამ დიდ წარმატებას. ვფიქრობ, დამოუკიდებლად წინსვლა ყველაზე სწორი გზაა, რადგან ორივე ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად აითვისოს არსებული პოტენციალი და განვითარდეს; წარმატებული საბანკო და საინვესტიციო კომპანიები კი ქვეყნის წარმატების წინაპირობაა. მე ამაყი ვარ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში ყოფილი საინვესტიციო კომპანია “ბიჯეო”-დან უკვე სამი დამოუკიდებელი კომპანიაა წარმოდგენილი − საქართველოს ბანკი, საქართველოს კაპიტალი და GHG ჯგუფი.” – განაცხადა “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

“მინდა მივულოცო წარმატებული გაყოფა როგორც საბანკო, ასევე საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს; გაყოფა, რომელიც საინტერესო პროცესისა და 10-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. კომპანიებმა უკვე მიაღწიეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და ახლა მზად არიან, დამოუკიდებლად განაგრძონ მოღვაწეობა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროცესში. ვფიქრობ, გაყოფის შედეგად, საქართველოს ბანკს შესაძლებლობა ექნება, გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და კიდევ უფრო საინტერესო ისტორია შექმნას საბანკო მომსახურების სფეროში.” – აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

“ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს საბანკო სექტორი პირველად 2006 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ნდობა ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველოს საბანკო სექტორის ნახევარზე მეტი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ჯანსაღი და  მდგრადია, ის ეფუძნება გამჭვირვალე მმართველობით ფორმას და რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ვულოცავ დღევანდელ წარმატებას როგორც საქართველოს ბანკს და საინვესტიციო კომპანიას, ასევე მთელ ქვეყანას”,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო და საბანკო მიმართულებებად ბიზნესების ცალ-ცალკე  გაყოფის შემდეგ აქციონერები, რომლებიც ფლობენ BGEO ჯგუფის აქციებს, თითოეული აქციის ნაცვლად მიიღებენ  საქართველოს ბანკის  ერთ და “საქართველოს კაპიტალის” ერთ აქციას. ამასთან, “საქართველოს კაპიტალი” “საქართველოს ბანკში” საწყის ეტაპზე, დროებით 19.9% -იან წილს შეინარჩუნებს, რომელიც  ეტაპობრივად შემცირდება. 

ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ჯგუფმა “ბიჯეომ” საბანკო და საინვესტიციო  მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან “BGEO” ლონდონის საფონდო  ბირჟაზე  3 კომპანიაა წარმოდგენილი: “საქართველოს ბანკის ჯგუფი” (Bank of Georgia Group), “საქართველოს კაპიტალი” (Georgia Capital) და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG Healthcare).

Previous Post

The shares of Kartli Wind Farm will be placed on IPO by GALT&TAGGART

Next Post

ქართულენოვანი “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში უკვე ხელმისაწვდომია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ქართულენოვანი “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში უკვე ხელმისაწვდომია

ქართულენოვანი "ფინანსური ფეხბურთის" ვიდეოთამაში უკვე ხელმისაწვდომია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result