მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

Transfermarkt-ის თანახმად, დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 17 წლის ლამინ იამალია, რომელიც „ბარსელონაში“ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც იამალის კარიერაში უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს.

მეორე პოზიციას, 180 მილიონი ევროთი, სამი ფეხბურთელი იყოფს – ჯუდ ბელინგემი, ერლინგ ჰაალანდი და კილიან მბაპე. 21 წლის ბელინგემისთვის, რომელიც მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ეს კარიერის განმავლობაში ასევე უმაღლესი შეფასებაა. ინგლისელი ფეხბურთელი აღნიშნულ საბაზრო ღირებულებას 2023 წლიდან ინარჩუნებს.

რაც შეეხება ერლინგ ჰაალანდს, „მანჩესტერ სიტის“ 24 წლის ნორვეგიელ ცენტრ-ფორვარდს, 2024 წელს მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღწევდა, თუმცა მიმდინარე წლის 30 მაისს განახლების შემდეგ 20 მილიონი ევროთი, 180 მილიონ ევრომდე შემცირდა.

200 მილიონ ევროს, 2018-2019 წლებში, კილიან მბაპეს საბაზრო ღირებულებაც უტოლდებოდა, თუმცა ამის შემდეგ, მისი ფასი, გარკვეულ პერიოდში, 160 მილიონამდეც კი შემცირდა. Transfermarkt-ი დღეს მადრიდის „რეალის“ 26 წლის ფრანგ ცენტრ-ფორვარდს 180 მილიონად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებში მე-20 პოზიციას ხუთ სხვა მოთამაშესთან ხვიჩა კვარაცხელია იყოფს. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე ცოტა ხნის წინ 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 90 მილიონ ევროს მიაღწია. ეს 24 წლის ქართველის კარიერაში უმაღლესი შეფასებაა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:

# ფეხბურთელი ღირებულება (€) ასაკი კლუბი
1 ლამინ იამალი 200.00 მლნ 17 FC Barcelona
2 ჯუდ ბელინგემი 180.00 მლნ 21 Real Madrid
2 ერლინგ ჰაალანდი 180.00 მლნ 24 Manchester City
2 კილიან მბაპე 180.00 მლნ 26 Real Madrid
5 ვინისიუს ჯუნიორი 170.00 მლნ 24 Real Madrid
6 ბუკაიო საკა 150.00 მლნ 23 Arsenal FC
7 პედრი 140.00 მლნ 22 FC Barcelona
7 ფლორიან ვირტცი 140.00 მლნ 22 Bayer 04 Leverkusen
7 ჯამალ მუსიალა 140.00 მლნ 22 Bayern Munich
10 ფედერიკო ვალვერდე 130.00 მლნ 26 Real Madrid
11 კოულ პალმერი 120.00 მლნ 23 Chelsea FC
11 დეკლან რაისი 120.00 მლნ 26 Arsenal FC
11 ალექსანდერ ისაკი 120.00 მლნ 25 Newcastle United
14 როდრი 110.00 მლნ 28 Manchester City
15 ხულიან ალვარესი 100.00 მლნ 25 Atlético de Madrid
15 მაიკლ ოლისე 100.00 მლნ 23 Bayern Munich
15 ალექსის მაკალისტერი 100.00 მლნ 26 Liverpool FC
15 ფილ ფოდენი 100.00 მლნ 25 Manchester City
19 ლაუტარო მარტინესი 95.00 მლნ 27 Inter Milan
20 დეზირე დუე 90.00 მლნ 20 Paris Saint-Germain
20 მოისეს კაისედო 90.00 მლნ 23 Chelsea FC
20 ხვიჩა კვარაცხელია 90.00 მლნ 24 Paris Saint-Germain
20 როდრიგო 90.00 მლნ 24 Real Madrid
20 რაფინია 90.00 მლნ 28 FC Barcelona
20 უსმან დემბელე 90.00 მლნ 28 Paris Saint-Germain

 

More to read