Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში?

by დავით ბერაძე
December 16, 2024
in პოლიტიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
რა ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში?
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ახალი მოწვევის“ პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. ახალი ცვლილებებით, კოდექსში შეიცვალა პირების დაკავების საფუძვლები, ასევე გაიზარდა გარკვეული სამართალდარღვევებისათვის დაწესებული საურავების მოცულობაც.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც გზას გადაკეტავს, ცვლილების თანახმად, 1,000 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობა 1 წლის ვადით ჩამოერთმევა. გარდა ამისა, ნებართვის გარეშე საპროტესტო სტენსილის, წარწერისა თუ პლაკატის განთავსებით ქალაქის იერსახის დაზიანებისათვის ჯარიმა 50-დან 1,000 ლარამდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საპროტესტო აქციებისას გზის გადაკეტვის გარემოებებში. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ პოლიციის შეფასებით, გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხის რაოდენობა ადგილზე არ იმყოფება და დემონსტრანტებმა გზა მაინც გადაკეტეს, კანონდამრღვევი 500 ლარის ნაცვლად 5,000 ლარით დაჯარიმდება. აქციის ორგანიზატორის გამოვლენის შემთხვევაში კი მას ჯარიმის სახით 15,000 ლარის გადახდა დაეკისრება. აღნიშნული ცვლილება „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ნორმების დარღვევებზეც გავრცელდება. კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, ჯარიმის ნაცვლად შესაძლოა სასამართლომ ადმინისტრაციული წესით 15-დღიანი პატიმრობაც გამოიყენოს.

გასული დღეების განმავლობაში, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენების გამო, ცვლილებები ამ უკანასკნელსაც შეეხო. კერძოდ, დემონსტრაციაზე პიროტექნიკით ყოფნა პირის 5,000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, ორგანიზატორი 15,000 ლარით დაჯარიმდება. ამ შემთხვევაშიც, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება ჯარიმის ნაცვლად პირს 15-დღიანი პატიმრობა დააკისროს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აიკრძალა აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნივთის ქონა, მიუხედავად იმისა, აპირებთ თუ არა მის გამოყენებას. ცვლილება განხორციელდა იმ მოტივით, რომ მსგავსმა ნივთმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა (იგულისხმება ვიდეო-სამეთვალყურეო საშუალებები) გამართულ ფუნქციონირებას.

„ახალი მოწვევის“ პარლამენტისთვის, თითქმის 20-დღიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობა კიდევ ერთი ცვლილების მოტივატორი გახდა. კერძოდ, ახალი ცვლილებების თანახმად, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა პირის 2,000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი დემონსტრაციაზე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება და შესაბამისად სამართალდამრღვევად მიიჩნიეს, პირთან ერთად მისი მშობელიც დაჯარიმდება. ჯარიმის მოცულობა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

ქართველ იურისტთა წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პრევენციულ დაკავებასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ „არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ პირი კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას“ და მას წარსულში ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა, „პოლიციას მიენიჭა პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.

საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებები ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2018 წლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს, რომ პრევენციული დაკავება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს შეესაბამება.

გარდა ამისა, პოლიციას პირის სასამართლოში მისაყვანად დაკავების უფლებაც მიენიჭა, მიუხედავად იმისა, პირი მისვლაზე უარს აცხადებს თუ არა. იურისტები განმარტავენ, რომ ამ საფუძვლით პოლიციას პირის დაკავება მაშინაც შეეძლება, თუ საქმე სასამართლოში შეტანილი ჯერ საერთოდ არ არის. დამატებით, ნებადართული გახდა პირის პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევაც.

Previous Post

საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა თანამდებობა დატოვა

Next Post

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

დავით ბერაძე

Next Post
ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino: Live‑Fast Gaming for the Crypto‑Savvy Player

July 10, 2026

Vulkan Bet – Quick‑Hit Gaming dla szybkiego gracza

July 9, 2026

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Recent News

Stake Casino: Live‑Fast Gaming for the Crypto‑Savvy Player

July 10, 2026

Vulkan Bet – Quick‑Hit Gaming dla szybkiego gracza

July 9, 2026

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result