Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

by იზა გვარამაძე
October 3, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში
0
SHARES
0
VIEWS

“არასდროს გადადოთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, აქციეთ თქვენი მიზნები რეალობად. ნუ დაელოდებით შესაძლებლობებს და თავად შექმენით ისინი”, – ასე იწყება საუბარი ნანა გელაშვილთან, CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთან.

CHEVENING-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალებს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ცოდნის მისაღებად უკვე 31 სტიპენდიატი გაემგზავრა.

მათ შორის ერთ-ერთი ნანა გელაშვილია, რომელიც სწავლას ლიდსის უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე აგრძელებს. საკუთარი გამოცდილების შესახებ ის ინტერვიუში გვესაუბრება:

რატომ დიდი ბრიტანეთი?

როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი მუდმივად ვცდილობ განვვითარდე, ჩამოვყალიბდე როგორც პროფესიონალი, ჩემი ცოდნა და უნარები უფრო გავაღრმაო, რათა მიღებული გამოცდილება ახალ თაობას გავუზიარო. ამისათვის დიდ ბრიტანეთში სწავლას ყოველთვის განვიხილავდი, როგორც ჩემს შორეულ მიზანს, რომელიც წელს რეალობად ვაქციე.

დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოს საგანმანათლებლო სფეროც მუდმივი განვითარების პროცესშია, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, რაც კიდევ უფრო მეტ რესურსს მოითხოვს. ამდენად, დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ჩემს სამშობლოში ახალი მიდგომების და პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. 

როგორია CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესი?

CHEVENING-ის აპლიკაცია სამი ეტაპისგან შედგება – ესეების დამუშავება, უნივერსიტეტების შერჩევა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილის მიღება, ბოლოს კი გასაუბრება. პროცესი საკმაოდ შრომატევადია და აპლიკანტისგან დიდ ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით. მონაწილეთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წელს 67,245 აპლიკანტმა სცადა აღნიშნული სტიპენდიის მოპოვება, შეირჩა დაახლოებით 700,  გამარჯვებულთა შორის კი ვარ მეც.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ეძებენ განათლების შესაძლებლობებს? 

წარმატებისკენ მიმავალი გზა მიზნით იწყება, მისი ასრულება კი მხოლოდ გამბედაობასა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას შეუძლია.

ამასთან, იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი განვითარება პროფესიული თვალსაზრისით. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ დაბრკოლება აქციეთ შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ. 

თქვენი გამოცდილებით, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაზეც აპლიკანტმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება?

CHEVENING-ის კონკურსში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, თავიდანვე სწორად დაისახონ მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ და შეეცადონ მაქსიმალური სიზუსტით ჩამოაყალიბონ რეალური სამომავლო ხედვები.

რა იყო პირველი შეგრძნება, რომელიც დაგეუფლათ, როდესაც მიიღეთ მეილი თქვენი გამარჯვების შესახებ? 

რთულია სიტყვებით გადმოსცე ის გრძნობა და ემოცია როდესაც იგებ რომ გამარჯვებული ხარ, იმ მომენტში ჩემი მოსწავლეების გარემოცვაში ვიყავი, ეს იყო უდიდესი სიხარული. ჩემი მიზანდასახულობა, საქმის ერთგულება და მონდომება ხშირად სამაგალითო ხდება ჩემი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი მიზნების მიღწევა.

რა არის თქვენი სამომავლო მიზნები CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში და მის შემდეგ?

CHEVENING-ის პროგრამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იქნება გამოწვევებიც, 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების პროგრამის ფარგლებში ყოფნის დროს გავიზარდე, როგორც პროფესიულად ასევე პიროვნულად, ვფიქრობ, რომ ბარიერებს ადვილად გადავლახავ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კვლავ საგანმანათლებლო სექტორში ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას, ჩემი საყვარელი პროფესიით. ვაპირებ რომ დიდი დრო დავუთმო ახალგაზრდებთან ურთიერთობას, დავეხმარო მათ და მივცე მოტივაცია, სწორი სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებაში. განათლებული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის განვითარების საწინდარია და თითოეული ადამიანის მიზანი უნდა იყოს სწორედ ის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ CHEVENING-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

S

Previous Post

Forbes 400: უმსხვილესი ქველმოქმედები აშშ-ში

Next Post

მიიღე და მართე ონლაინგადახდები მარტივად

იზა გვარამაძე

Next Post
მიიღე და მართე ონლაინგადახდები მარტივად

მიიღე და მართე ონლაინგადახდები მარტივად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result