Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მასწავლებელი არ არის პასუხი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes
0
მასწავლებელი არ არის პასუხი
0
SHARES
0
VIEWS

წარმოიდგინეთ, იმყოფებით გადაჭედილ აუდიტორიაში და საერთოდ ვერ ხვდებით მიმდინარე ლექციის თემას. მსგავს სიტუაციაში ჩვეულებრივ ორი გამოსავალია: თქვენ ან მთელ ჯგუფს ჩამორჩებით, ან აჩერებთ ლექციას ხელის აწევით და ახსნა-განმარტებას ითხოვთ.

აბა,წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ უბრალოდ მობილური ტელეფონის აპარატი დააფიქსირებს თქვენს ჩამორჩენას? აღმოჩნდება, რომ მსგავს სიტუაციაში მარტო თქვენ არა ხართ. პედაგოგს საშუალება მიეცემა აუდიტორიის მაჯისცემა რეალურად დაინახოს საკუთარი ლეპტოპის ეკრანზე და დაუყოვნებლივ დააფიქსიროს ლექციის აღქმადობის მაჩვენებელი.

მასაჩუსეტსის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტების წყალობით ეს ჰიპოთეტური სცენარი დღეს უკვე რეალობაა. სტუდენტებმა შექმნეს რეალურ დროში აღქმადობის საზომი საშუალება. კალიფორნიის მთებში, ჯგუფი სწორედ ისეთი ტექნოლოგიისა და სწავლების მეთოდის შექმნაზე მუშაობს, როგორიც სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში გვჭირდება. აღქმადობის საზომ პროგრამას უკვე ჩაუტარდა ტესტი მასაჩუსეტსის, ბერკლის, სტენფორდისა და ბოსტონის უნივერსიტეტებში. შემოდგომაზე მსგავსი ტესტირება ათობით სხვა უნივერსიტეტშიც არის დაგეგმილი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უახლესი შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად მეცნიერების კუთხით 23-ე, ხოლო კონკრეტულად მათემატიკის სწავლების მხრივ 31-ე ადგილზეა მსოფლიოში. ასეთი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ნიჭიერ ადამიანთა ჯგუფმა წამოაყენა მოსაზრება, რომ ამერიკას უკეთესი პედაგოგები სჭირდება. ამ ჰიპოთეზამ რეალობაში კრახი განიცადა, რადგან ჩვენ გვყავს უძლიერესი პედაგოგების მთელი პლეადა – ასე რომ, ჩვენ გვჭირდება პლატფორმა, რომელიც ასეთი პედაგოგების ნიჭის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს.

მინდა გითხრათ, რომ ამერიკას ასეთი პლატფორმაც აქვს. ქვეყნის უდიდესი ქონება, რითაც იგი დანარჩენი მსოფლიოსგან გამოირჩევა, ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიებია. მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიების განათლების სფეროში ფართოდ დანერგვით ჩვენი პედაგოგები უფრო ეფექტიანად გამოიყენებენ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს და ჩვენი სკოლები და მოსწავლეები ისევ დაიკავებენ მოწინავე ადგილებს საუკეთესოთა შორის.

ტექნოლოგიები არ არის განკუთვნილი მხოლოდ კოლეჯებისთვის. ასე მაგალითად, ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში სამი წლის წინ გახსნილი კარტერ ჯ. ვუდსონის საშუალო სკოლის 350 მოსწავლე იყენებს MacBook-ს როგორც საკლასო, ისე საშინაო დავალებებისათვის.

ასეთი ტექნოლოგიების დანერგვით ვუდსონის პედაგოგები საუცხოო შედეგებს იღებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვუდსონის სკოლის მოსწავლეების 99% აფროამერიკელია. ისინი, სილიკონის ველის საშუალო სკოლის თანატოლებთან შედარებით, გაცილებით წინ არიან კომპიუტერის, პროგრამირების, გრაფიკულ-სამონტაჟო პროგრამებისა და ელექტრონული მედიის ცოდნაში. უდავოა, რომ ახალი ტექნოლოგიების მოხმარება დიდ გავლენას ახდენს ცოდნის დონეზე.

ამ მონაცემების ფონზე გასაკვირია, რომ MacBook-ებს ამერიკის ყველა სკოლაში დღემდე არ გამოიყენებენ. მართალია, საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილი ფასდაკლების შემდეგაც იგი $ 900 ღირს და ახალი მოდელი სამ წელიწადში ძველდება, მაგრამ ეს მინუსები არაფერია იმ სიკეთესთან შედარებით, რომლის მოტანაც ბავშვისთვის MacBook-ს შეუძლია.

უახლესი ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში შეტანა არ ნიშნავს უბრალოდ თვალში საცემი და მოდური მოწყობილობის გაპიარებას. ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობით ჩვენ შეგვიძლია უკეთ გამოვიყენოთ მასწავლებლის დრო. რამდენიმე წლის წინ სალ ხანმა საკუთარი დისშვილებისათვის მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარების მიზნით YouTube-ზე გამოაქვეყნა დამრიგებლური ვიდეო, რამაც, ფაქტობრივად, განათლების სფეროში გადატრიალება მოახდინა – ათასობით მოსწავლე კონსულტაციის მისაღებად ხანის ვიდეოს მიმართავდა. საქმეში ჩაერთო ბილ გეიტსიც. საბოლოო ჯამში ხანის აკადემიამ შეიმუშავა და საკუთარ ვებგვერდზე განათავსა გამოთვლითი მათემატიკის 2400 დეტალურად ახსნილი გაკვეთილი. გვერდი უკვე მოინახულა 24 მილიონმა მომხმარებელმა.

ხანმა, უბრალოდ, ჭკვიანური რეპეტიტორი კი არ შექმნა, რომელიც ვირუსივით ვრცელდება, არამედ განსაზღვრა ტექნოლოგიის როლი პროფესიონალი პედაგოგების გამოცდილებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენებისათვის. მაგალითად, ხანის ვიდეოს მეშვეობით მოსწავლეს შეუძლია ნიჭიერი პედაგოგის მიერ ახსნილი საშინაო დავალება – ინტეგრალების გაკვეთილი მოისმინოს, სკოლაში კი რეალური სწავლების პროცესში მასწავლებელთან ერთად განიხილოს ეს საკითხი.

ახალი ტექნოლოგიები შესაძლოა ერთი შეხედვით ზედგამოჭრილი ჩანდეს მხოლოდ მათემატიკური საგნებისათვის, მაგრამ მათი პოტენციალი სცილდება მათემატიკურ მეცნიერებას. მაგალითისთვის ავიღოთ ფრანგული ენა. ბევრ ჩვენგანს ახსოვს ოთხწლიანი ენის კურსები მაღალ კლასებში. იქ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ნაკლებად გამოსადეგი იყო. საბედნიეროდ, 1992 წელს არლინგტონში შემუშავებულმა ახალმა პროგრამამ მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეცვალა. დღეს უკვე ყველა ჩვენგანისათვის ნაცნობია Rosetta Stone-ის ენის პროგრამა.

160$ ღირებულების პროგრამა (ხუთიდან ერთი საფეხური) იყენებს კომპანიის მიერ „დინამიკურ ჩათრევად” წოდებულ პრინციპს – სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთლიანობაში მოჰყავს თითოეული ჩვენგანის ენის შესწავლის ბუნებრივი შესაძლებლობები იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ჩვენგანი სულ ცოტა ერთ ენას მაინც ფლობს). ენის მატარებელთან ინტერაქტიული ურთიერთობა უცხო ენის შესწავლის უსწრაფესი მეთოდია. წიგნსა და ლექციას ეს არ ძალუძს. მაგრამ, თუ თქვენ ვერ ახერხებთ წახვიდეთ პარიზში ან ტოკიოში, მაშინ Rosetta Stone-ის პროგრამა საუკეთესო გამოსავალია თქვენთვის.

მაშ, რატომ არ ვეხმარებით პედაგოგებს და სწავლების პროცესში არ შემოგვაქვს Rosetta Stone-ის მსგავსი პროგრამები და ახალი ტექნოლოგიები? წარმოიდგინეთ, მანდარინის ენის დიაგრამის დაფასთან საათობით განხილვის ნაცვლად მეცხრეკლასელი თავის თანატოლს Skype-ით ესაუბრება ჩინეთში და ცოცხალი დიალოგით ითვისებს ენას – ეს ხომ წარმოუდგენლად პროდუქტიულია!
ბოლო პერიოდის მაჩვენებლების მიუხედავად, პედაგოგები უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ. ეს ჩვენს რეალობაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა. უბრალოდ, უკვე დროა, განათლების სისტემამ უკეთ და უფრო ფართოდ გამოიყენოს ამერიკის უპირატესობა – ტექნოლოგიები, რომლებიც ინოვაციური, დახვეწილი და პრაგმატულია… ჩვენი საუკეთესო პედაგოგების მსგავსად.

 

Previous Post

გაუმართლებელი ინვესტიცია

Next Post

მომდევნო ტალღა

მაგდა დოლიძე

Next Post
მომდევნო ტალღა

მომდევნო ტალღა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result