Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

მოდი ვნახოთ ვენახი

by Forbes.ge
February 28, 2021
in საქართველო
0
მოდი ვნახოთ ვენახი
0
SHARES
0
VIEWS

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში რთველი ყოველი შემოდგომის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენად გადაიქცა. ტრადიცია არც წელს დაირღვა და ახალი ამბების წამყვანი თემა რთველის ირგვლივ არსებული ვნებათაღელვა გახდა. ყურძნის დაბალი ფასით უკმაყოფილო მევენახეების ნაწილმა სუბსიდიის გაზრდა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ყურძნის რევოლუციით“ დაიმუქრა. მთავრობა მევენახეების პრეტენზიას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ დანამატის არსებული ოდენობა საკმარისია, ხოლო ყურძნის ე.წ. ჩასაბარებელ ფასს ბაზარი განსაზღვრავს და არა სახელმწიფო. ბაზარი და მისი მკაცრი კანონები სოფელშიც კარგად იციან, თუმცა ეს ვერაფერი შეღავათია გლეხისთვის, რომელიც გათვლას ყურძნის მაღალ ფასზე აკეთებდა. მინიმუმ 1 ლარი – ასეთი იყო წინასაარჩევნო დაპირება. დაპირება გადაჭარბებულ მოლოდინს ქმნის, მოლოდინი არღვევს მოთხოვნა- მიწოდების ბუნებრივ წონასწორობას, რაც, ადრე თუ გვიან, კრიზისის საფუძველი ხდება. გამოსავალს, როგორც წესი, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე სუბსიდიის დაწესებაში პოულობენ, რომელიც მხოლოდ აღრმავებს კრიზისს და უძირო ქვევრში ღვინის ჩასხმას უფრო ემსგავსება.

თუ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას შევისწავლით, ვნახავთ, რომ რამდენად ადვილიცაა სუბსიდიის დაწესება, იმდენად რთულია მისი გაუქმება ან შემცირება. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, როცა ევროგაერთიანების ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული სოფლის მეურნეობის აღორძინება გადაწყვიტეს, ფერმერებისთვის სუბსიდიები დააწესეს, რაც მხოლოდ დროებით ღონისძიებად შეფასდა. 1968 წელს ე.წ. მანსჰოლტის გეგმა შემუშავდა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარებების ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებდა. მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა და სუბსიდირების შეწყვეტა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავინდებურად წამყვან ადგილს იკავებს. ეკონომისტები თანხმდებიან იმაზე, რომ სახელმწიფო ინიექციები გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ აზარალებს ეკონომიკას, თუმცა პოლიტიკოსებს ეს ნაკლებად აინტერესებთ. სახელმწიფო დახმარების გაუქმებამ მმართველ პარტიას შესაძლოა არჩევნებში ათასობით ხმა დააკარგვინოს, ამიტომ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას თითქმის ყველა ხელისუფლება ერიდება. ფერმერების გამტყუნებაც არ შეიძლება: მათ თავიანთი მეურნეობები სწორედ დოტაციის იმედით განავითარეს და მის გარეშე მათი უმრავლესობა გაკოტრდება. მოკლედ, სუბსიდია მძიმე ნარკოტიკივითაა: აყუჩებს ტკივილს, თუმცა არ კურნავს; ანადგურებს ორგანიზმს, მაგრამ გადაჩვევა რთულია.

მსგავსი პრეისტორია აქვს ყურძნის სუბსიდირებას საქართველოში. 2006 წელს რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგო დიდი დარტყმა აღმოჩნდა ქართული ღვინის კომპანიებისთვის, რომლებიც მანამდე ექსპორტის დივერსიფიკაციით თავს არ იწუხებდნენ. გაყიდვების კატასტროფულმა ვარდნამ შეამცირა როგორც ყურძენზე მოთხოვნა, ისე მისი ფასიც. მევენახეობის გადარჩენის საბაბით, მთავრობამ რთველის მართვის სადავეები საკუთარ თავზე აიღო, რასაც ასევე მოჰყვა დარგის „დროებითი“ სუბსიდირების გადაწყვეტილება მანამ, სანამ მეღვინეები ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთვებოდნენ.

აქცენტი ევროპულ, ამერიკულ და ჩინურ ბაზრებზე გაკეთდა, სადაც ფეხის მოკიდება დაბალი ხარისხის ღვინით თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მეღვინეებმა საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესება და აქტიური მარკეტინგული სამუშაოების ჩატარება დაიწყეს. შედეგად, თუ 2005 წელს ერთი ლიტრი ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი $1,95 იყო, 2007 – 2012 წლებში მან საშუალოდ $3,25 შეადგინა. 2012 წლისთვის ღვინის ექსპორტის მაჩვენებელიც, 2007 წელთან შედარებით, 122%-ით გაიზარდა, რასაც 2013 წელს თან დაერთო რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად, 2013-14 წლებში რთველისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება მაინც მაღალი იყო და მხოლოდ პირდაპირმა სუბსიდიამ ჯამში 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2015 წელს, როცა მთავრობა სუბსიდიის გაუქმებას გეგმავდა, რუსეთში ექსპორტი 2,7-ჯერ დაეცა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ახალი ბაზრების ათვისებისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის აუცილებლობა. შედეგად, სახელმწიფომ სუბსიდია კვლავ შეინარჩუნა, თუმცა ამან საქმეს არ უშველა. ყურძნის მაქსიმალურმა ფასმა შარშანდელ მინიმუმსაც კი ვერ მიაღწია და ყურძნის რეალიზაცია გართულდა.

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ბოლო წლებში ხელოვნურად გაზრდილმა ფასმა გლეხებს ვენახების გაფართოების სტიმული მისცა. ყურძნის მიწოდება ბაზარზე გაიზარდა იმ ფონზე, როცა ღვინის ქარხნების მხრიდან მოთხოვნის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ღვინის კომპანიებმა უკვე საკუთარი ვენახების გაშენება დაიწყეს, რაც მათ, გარდა ეკონომიისა, ერთგვაროვან ნედლეულსა და ხარისხის უკეთ კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს უკანასკნელი ოპტიმისტურ სურათს არ ხატავს მცირე მევენახეებისთვის, რომელთა კონკურენტუნარიანობა ყოველწლიურად მცირდება. ამ სიტუაციაში სუბსიდიის შენარჩუნება მხოლოდ თავის მოტყუებაა და ძირითად პრობლემას ვერ აგვარებს.

გამოსავლის ძიებაში შესაძლოა მოვიშველიოთ მევენახეების გამოცდილება ევროპაში, სადაც, განსხვავებით კალიფორნიისა თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისგან, ერთი მეურნეობის საშუალო ზომა არ არის დიდი. მაგალითად, გერმანიაში ვენახების 55 პროცენტი 3 ჰა-ზე ნაკლები ფართობისაა, ხოლო ავსტრიაში მისი საშუალო ზომა 2,3 ჰა-ს არ აღემატება. ამ ქვეყნებში უცხო არ არის ყურძნის ქარხნებისთვის მიყიდვის პრაქტიკა, თუმცა მევენახეთა უმრავლესობა თავად აწარმოებს ღვინოს – დამოუკიდებლად ან კოოპერატივის ფარგლებში. ეს მას ნაკლებად ხდის დამოკიდებულს ქარხნებზე. ღვინის წარმოებით დამატებული ღირებულება იქმნება და გლეხსაც მეტი მოგება რჩება. სწორედ კოოპერატივებისა თუ სხვა სახის გაერთიანებების წახალისება იქნება სწორი გზა სუბსიდირებით ჭარბწარმოების ხელშეწყობის ნაცვლად. გლეხმა უნდა გაითავისოს, რომ ვენახის გაშენებაც ისეთივე ბიზნესია, როგორიც სხვა დანარჩენი კულტურის მოყვანა და ის ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით უნდა დაგეგმოს.

ევროპელი მევენახეებისთვის ასევე უცხოა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული რთველის ტრადიცია. ამის საჭიროება იქ არ არსებობს, რადგან მევენახეთა გაერთიანებები საკმაოდ მაღალორგანიზებულ ჯგუფებს წარმოადგენენ და ისინი თავად არეგულირებენ პროცესებს. საქართველოს რეალობაში რთველიდან სახელმწიფოს მყისიერი გამოთიშვა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დეზორგანიზებულობასა და ქაოსს, მაგრამ ის, რომ სახელმწიფოს საქმე რთველის მართვა არ არის, დღესავით ნათელია. შესაძლოა მთავრობა ეფექტიანად აწესრიგებს რიგებისა თუ სხვა საორგანიზაციო ტიპის საკითხებს, თუმცა ბოლო წლებში სახელმწიფოს გადაჭარბებულმა მონაწილეობამ რთველის პროცესში მევენახეებს დაუკარგა იმის განცდა, რომ ყურძნის ყიდვა-გაყიდვა კერძო ბიზნესია და სახელმწიფო მასში თამაშის წესებს არ უნდა ადგენდეს. მართალია, რთველი პოლიტიკური ქულების დაწერის კარგი საშუალება გახდა, მაგრამ მთავრობის აქტიურობას მიჩვეული ფერმერი კრიზისულ ვითარებაში (როგორიც წელს შეიქმნა) მთელ პასუხისმგებლობას სწორედ სახელმწიფოს აკისრებს და შველასაც მისგან ითხოვს. ამიტომ, მთავრობამ და მეღვინეებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი გეგმა, თუ როგორ გახდეს რთველი თვითრეგულირებადი, ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე დამყარებული პროცესი, როგორ შემცირდეს მთავრობის აქტიური როლი და დარგის განვითარება საბაზრო პრინციპებით გაგრძელდეს.

დაბოლოს, ღვინო, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალოდ ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა მისი უპირველესი დატვირთვა ეკონომიკური სარგებლის მოტანაა. ღვინის წარმოების სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება არასდროს მოუტანს სარგებელს ქვეყნის ეკონომიკას და საეჭვოა, მან დადებითი გავლენა იქონიოს თავად ქართული ღვინის ხარისხზე.

Previous Post

ეროვნული ბანკის გატეხა

Next Post

ფარელ უილიამსი და ADIDAS ORIGINALS-ი წარმოგვიდგენს: SUPERSTAR ‘SUPERSHELL

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ფარელ უილიამსი და ADIDAS ORIGINALS-ი წარმოგვიდგენს: SUPERSTAR ‘SUPERSHELL

ფარელ უილიამსი და ADIDAS ORIGINALS-ი წარმოგვიდგენს: SUPERSTAR ‘SUPERSHELL

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result