Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი – CITYZEN Central Park თიბისისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

by იზა გვარამაძე
September 22, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი – CITYZEN Central Park თიბისისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
0
SHARES
0
VIEWS

თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი – CITYZEN Central Park, საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის – თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

CITYZEN Central Park-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, კომპანიამ თიბისისთან და საქართველოს ბანკთან 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც კერძო სექტორსა და ორ ბანკს შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური პარტნიორობაა.

CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4 საცხოვრებელ ბლოკს და ერთ ბიზნეს თაუერს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უნიკალური მოვლენაა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სართულების მაქსიმალური რაოდენობა 22 იქნება. პროექტს, უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა, განსაკუთრებული ლოკაცია, ხედები, მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა გამოარჩევს. კომპლექსის D და C ბლოკების გაყიდვა უკვე დაწყებულია. A, B და T ბლოკების გაყიდვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

„გუნდში ხშირად ვახსენებთ და გვინდა ეს ჩვენს მომხმარებელსაც კარგად გავაგებინოთ, რომ „სითიზენი“ არაა უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი. ეს ცხოვრების ახალი სტილია, სრულიად ახალი გამოცდილება და საშუალება, რომ ადამიანმა ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა. კომპლექსი თბილისის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოსაა – ის თბილისის ორი ცენტრალური უბნის, საბურთალოსა და ვაკის მიჯნაზე შენდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ორი უდიდესი ბანკის, თიბისისა და საქართველოს ბანკის მხრიდან ერთობლივი მხარდაჭერა გვაქვს“, – გოგა მაჭავარიანი, „სითიზენის“ დირექტორი.

„სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორიც CITYZEN Central Park-ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორატიული გაყიდვების სექტორის უფროსი.

„ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის – ეგრეთ წოდებული „ზაკვოს“ უფუნქციოდ დარჩენილი შენობა, თიბისის მხარდაჭერით, სულ მალე ახალ დატვირთვას და სიცოცხლეს შეიძენს. მოხარული ვარ, რომ „სითიზენისა“ და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებლად თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს, სადაც ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონას უკავია. თიბისიში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც სრულ ჯაჭვს გულისხმობს: არამარტო მშენებლობის დაფინანსებას, არამედ პროექტის რისკების შესწავლას, მონიტორინგსა და ბოლოს იპოთეკური ცენტრითა და შეთავაზებებით გაყიდვებში მხარდაჭერას. სწორედ ამ მიდგომით ვთანამშრომლობთ „სითიზენის“ პროექტთან“, – ნათია სონიშვილი, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. S

Previous Post

Henley & Partners: მილიონერთა მიგრაცია მსოფლიოში 2023 წელს

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result